გვანცა – შვილები უპირობოდ უნდა გვიყვარდეს

საქართველოში ქვიარ ადამიანის მშობლობა ურთულესია. მეც საკმაოდ მძიმე გზა გამოვიარე მანამდე, სანამ საკუთარ შვილს ისეთს მივიღებდი, როგორიც არის. ალბათ, ეს იმ გარემოსგანაა გამოწვეული, რომელშიც ვიზრდებოდი. არ ვიცნობდით ლგბტ ადამიანებს, ან ვიცნობდით და არ ვიცოდით ამის შესახებ. როდესაც ჩემმა შვილმა საკუთარ თავზე მომიყვა, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ჩემს გონებაში წყვდიადი დადგა, ვიმეორებდი – რატომ დამემართა ეს მე, რატომ ჩემი შვილი. მაშინ ვუთხარი, რომ ეს მისი ასაკის ბრალი იყო და დროსთან ერთად გადაუვლიდა. მართლა ასე ვფიქრობდი. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ამ დღის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. შევწყვიტეთ ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი, აღარ მიყვებოდა თავის ცხოვრებასა და მეგობრებზე. წლები დამჭირდა ყველაფრის გადასაფასებლად. წლების შემდეგ ჩემი შვილი ისევ ალაპარაკდა და ერთ-ერთ პროექტში მთხოვა მონაწილეობის მიღება, რომელშიც ლგბტქი ადამიანების მშობლებიც იქნებოდნენ ჩართული და მე ეს შანსი გამოვიყენე.

საქართველოში ვცხოვრობთ, ამაზე საჯაროდ ამიტომ ვერ ვსაუბრობ. მთავარი მიზეზი საზოგადოებაა, რომელიც ჩვენ გარშემოა. მე მივიღე ჩემი შვილი, მაგრამ მიიღებენ თუ არა სხვები? ამაზე ფიქრი მაშინებს. მამამაც არ იცის, რადგან ჩემი შვილი არ არის დარწმუნებული, რომ სწორად გაიგებს და არ სურს ოჯახში არეულობის შემოტანა. ვფიქრობ, არც მე ვარ ამისთვის მზად.

5 ივლისის მოვლენებს გავიხსენებ. ჩემი შვილი წინა დღეებში მეუბნებოდა, რომ დემონსტრაციაზე აპირებდა გასვლას. დიდი ხანია, აღარ ვერევი მის გადაწყვეტილებებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემეშინდა. 5 ივლისის დილით კი, უკვე ვთხოვდი, არსად წასულიყო. თავადაც უკვე გადაფიქრებული ჰქონდა და ამან დამამშვიდა. ვიცი, რომ აქ ცხოვრება მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ გამიზიარა, წასვლა მინდაო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მინდა წავიდეს, ის არის, რომ მგონია, წასვლის შემდეგ აქ დამბრუნებელი აღარაა და ვაი, თუ ვეღარ ვნახო. რაც არ უნდა გადაწყვიტოს, მაინც ყველა შემთხვევაში მხარს დავუჭერ.

ქვიარ ადამიანისთვის მშობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშნველოვანია. ამას ჩემი და ჩემი შვილის მაგალითზე ვამბობ. მას ხშირად უთქვამს, რაც შენთან დავქამინგაუთდი, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნაო და ძველი კარგი ურთიერთობაც დავიბრუნეთ. სხვა დედებს ვეტყოდი, რომ არსებობს უპირობო სიყვარული და შვილები უპირობოდ უნდა გვიყვარდეს. როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მაინც ჩვენი შვილები არიან, ჩვენი სისხლი და ხორცი. როგორ უნდა ვთქვათ მათზე უარი?!

იმედს ვიტოვებ, რომ დროთა განმავლობაში გაიზრდება იმ ქვიარ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც მშობლები მხარს დაუჭერენ. ასე ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნება.

წინა

ლომჯარიამ პოლიტიკურ სპექტრს ევროინტეგრაციის გზაზე ერთსულოვნებისკენ მოუწოდა

შემდეგი

უკრაინელი დედები და შვილები ომის დროს – ფოტოები

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება