ციურიხის პრაიდი 2021

“სტოუნვილის” მოვლენებიდან 52-ე წელს, ციურიხში გამართული 2021 წლის პრაიდის ფესტივალი 19 ივნისს დაიწყება და ქვიარ თემის დისკრიმინაციასთან ბრძოლას მიეძღვნება. დისკრიმინაციას, რომელიც  ყველა სფეროში ვლინდება.

ციურიხის პრაიდის ყოველწლიური ფესტივალი ქალაქის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თემის წევრების გარდა, მათ მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს აერთიანებს.

შვეიცარიას ამ დროს ათასობით ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმართება კონცერტები და საღამოები. პრაიდ ფესტივალისთვის მოწყობილ სცენაზე საერთაშორისო დონის შემსრულებლები და დიჯეები გამოდიან.

კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციებსა და დისკუსიებში პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობენ.

პრაიდის მსვლელობა ციურიხის მთვარ მოედანზე – Sechseläutenplatz-ზე გაიმართება და Bürkliplatz-ის მოედანზე გაგრძელდება.

ფესტივალის დღეებში ყველა გეი ბარსა და კლუბს მრავალფეროვანი სანახაობა აქვს, ეს ყველაფერი კი ქალაქის ძველ ნაწილში იყრის თავს, რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, დაათვალიერონ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და მოუსმინონ ადგილობრივ მუსიკას.

ღია ცის ქვეშ გამართული კულტურული ღონისძიებები და კონცერტები ნებისმიერ სტუმარს მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ ციურიხმა პრაიდის ფესტივალის დაარსებისა და ”სთოუნვილის” მოვლენებიდან  25-ე და 50-ე წლის იუბილეები 2019 წელს აღნიშნა. წელს კი, COVID-19-ის ვირუსის გამო, ღონისძიებების ნაწილი სექტემბრის თვეში ჩატარდება.

წინა

ILGA Europ-ის 2021 წლის Rainbow რუკის მიხედვით, საქართველოს რეიტინგმა ისევ დაიწია

შემდეგი

15-დან 20 ივნისამდე მოლდოვაში ლგბტ ფესტივალი “მოლდოვა პრაიდი” მიმდინარეობს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება