სპორტი - Page 2

//

საქართველოს მომავალი ევროპაშია — ხვიჩა კვარაცხელია

რუსულ კანონპროექტს და პარლამენტთან მიმდინარე სიტუაციას ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც ეხმაურება. “საქართველოს მომავალი ევროპაშია. 🇬🇪🇪🇺”, — წერს ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, მათ შორის, წყლის

„ქალს შეუძლია, იყოს ძლიერი ფიზიკურადაც“ — ვალიტა გორელჩანიკი

გენდერული სტერეოტიპები დაბადებიდან ცდილობს ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. სქესის გარკვევისთანავე ჩვენგან ელიან, ვიყოთ ძლიერი და აგრესიული, ან ნაზი და დახვეწილი. მსგავსი დამოკიდებულებები იმ გენდერული სტერეოტიპების მხოლოდ საწყისია, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადააწყდება. ტრადიციულად, საზოგადოება ქალებს „სუსტ სქესად“ აღიქვამს — მენტალურად,

კასილასი ამბობს, რომ Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს

ესპანელი ფეხბურთელი, რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, იკერ კასილასი წერს, Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს. ეს ტვიტი მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ტვიტერზევე საჯაროდ

იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია

ესპანელმა ფეხბურთელმა, რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია. “იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: მე გეი ვარ”, — წერს ის.

ბისექსუალმა სპორტსმენმა აირინ ვუსტმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა

ღიად ბისექსუალი ჩქაროსნული მოციგურავე, აირინ ვუსტი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 1500-მეტრ დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი ღიად ლგბტქი სპორტსმენია, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

ვუსტისთვის ეს ბოლო ოლიმპიადა იქნება, რადგან ის კარიერის დასრულებას გეგმავს. კარიერის მიწურულს კი კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 1,53 წუთში დაფარული მანძილით ჩქაროსნული ციგურაობის რეკორდული დრო დააფიქსირა. სპორტსმენს სხვა რეკორდებიც მრავლად აქვს – ქალთა ჩქაროსნულ ციგურაობაში მასზე მეტი ოლიმპიური მედალი არავის მოუპოვებია. ასევე, შანსი აქვს, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე კარიერის განმავლობაში მოპოვებული ოლიმპიური მედლების ოდენობით სპორტსმენებს შორის მეორე ადგილი დაიკავოს.

აირინ ვუსტმა პირველი ოლიმპიური ოქრო 2006 წელს მოიპოვა, ამჟამად კი ნიდერლანდების ყველაზე წარმატებული ოლიმპიური სპორტსმენია.

ვუსტის თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს: „ყოველთვის ვამბობ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, მაგრამ 35 წლის ვარ და მინდა, შვილები მყავდეს. უნდა მიხვდე და ერთ დღეს კარიერა დაასრულო“.

წყარო: Out