რუსეთი - Page 3

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ჰომოფობიური ნარატივები — როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან და სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. პუტინის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ გამოცხადებული ომის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ რუსეთი საკუთარი ქმედებების ტრადიციული ღირებულებების დაცვის სახელით შეფუთვას ცდილობდა. პუტინის

/

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ. მათი მტკიცებით,

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ახალ ანტი-ლგბტქი კანონს დაუჭირა მხარი

/

წინა კვირაში, 24 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ — რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ — მხარი დაუჭირა კანონს ლგბტქი „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ. ახალი კანონი კრძალავს

ლესბოსელი კალათბურთელის დაკავების შემდეგ, WNBA-ის ათლეტები რუსეთში აღარ წავლენ

ქალთა საკალათბურთო ასოციაციის ათლეტები WNBA-ის დაბალი ანაზღაურების გამო აშშ-ის სპორტული კალენდრის ნაკლებად აქტიურ თვეებს საზღვარგარეთ ატარებენ და დამატებით შემოსავალს ასე გამოიმუშავებენ. ბრიტნი გრაინერი, ამერიკული

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა.

შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა იყო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ დავით გელაშვილის თქმით, საქართველოს ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის, რადგან რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ნატოში გაწევრიანება კი ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. 

„რუსეთის აგრესია საქართველოს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, რადგან რუსეთს გაცხადებული აქვს, რომ არ სურს უკრაინისა და რუსეთის ნატოში გაწევრიანება, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ფრონტის ხაზიც უკრაინაში გადის და ეს საქართველოს ომიცაა.“ – აღნიშნა დავით გელაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი დასავლელი პარტნიორების მოლოდინებს არ პასუხობს, რაც საყვედურის მიზეზად იქცა და სამომავლოდ ჩვენს ინტერესებზე საზიანოდ აისახება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 1 თებერვალს მიიღო, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. 

19 თებერვალს, უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ქცია იგეგმება, რომლის ორგანიზატორებიც აქტივისტური ჯგუფები და ოპოზიციური ლიდერები არიან.