ლგბტქი უსაფრთხოება - Page 4

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვიარს უთხრა, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. “საკონსულო

სლოვაკეთში შეიარაღებულმა პირმა გეი ბართან ორი ადამიანი მოკლა

13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა. პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი წერს, რომ დამნაშავე სოციალურ ქსელებში იყენებდა ფრაზას “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”, ასევე, იძებნება ჰეშთეგი #გეიბარი. ახალი ამბების

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში “მოქცევის თერაპია” აიკრძალა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად. 

კატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამისთვის საიტის წესდება განაახლა. ტიკტოკმა აღნიშნული გადაწყვეტილება გენდერული სამართლიანობის დაცვის ჯგუფ – UltraViolet-ისა და GLAAD-ის რეკომენდაციების შემდეგ მიიღო.

„სიძულვილის შემცველი, აკრძალული იდეოლოგიების წინააღმდეგ მეტად ცხადი წესდების შემოღება გადავწყვიტეთ, რაც ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენებას, გენდერული მიმართვის არასწორ გამოყენებას, მიზოგინიასა და „გარდაქმნის თერაპიის“ მხარდამჭერი მასალების აკრძალვას გულისხმობს. ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი იდეოლოგია ტიკტოკზე დიდი ხანია დაუშვებელია, თუმცა კონტენტის შემქმნელებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისგან გავიგეთ, რომ ამ ყველაფრის სამოქმედო წესდებაში გაწერა აუცილებელია. ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხელმისაწვდომი ფუნქცია, რომელიც ადამიანებს ნაცვალსახელის მითითების შესაძლებლობას აძლევს, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ინკლუზიურ დიალოგს ხელს უწყობს.“ – ვკითხულობთ ტიკტოკის განცხადებაში.

GLAAD-ის აღმასრულებელი დირექტორის, სარა ქეით ელისის თქმით, „ქსელში ტრანსფობიური კომენტარების გამოყენება ან „გარდაქმნის თერაპიის“ მხარდაჭერა რეალურ სივრცეებშიც საფრთხეს ქმნის. ტიკტოკის განახლებული წესდება ლგბტქი ადამიანების ონლაინ უსაფრთხოებას ბევრად გაზრდის, რაც სხვა სოციალური ქსელებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს“.

წყარო: GLAAD