DC Jewelery-ის გუნდმა 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება შეისწავლა, ინსტაგრამის პოსტებს, გუგლის საძიებო სისტემას, მსოფლიო ბანკის მონაცემებსა და The William’s ინსტიტუტის გეი მიმღებლობის ინდექსს გადახედა და შეყვარებული, მათ შორის, ლგბტქი წყვილებისთვის საუკეთესო
DC Jewelery-ის გუნდმა 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება შეისწავლა, ინსტაგრამის პოსტებს, გუგლის საძიებო სისტემას, მსოფლიო ბანკის მონაცემებსა და The William’s ინსტიტუტის გეი მიმღებლობის ინდექსს გადახედა და შეყვარებული, მათ შორის, ლგბტქი წყვილებისთვის საუკეთესო ქალაქები გამოავლინა.
მსოფლიოს ქალაქებიდან ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში არიან. მეორე და მესამე ადგილზე კი კანადის ქალაქები ვანკუვერი და ტორონტო აღმოჩნდნენ.
ამსტერდამი ლგბტქი უფლებების დაცვის ხანგრძლივი ისტორიით იწონებს თავს. ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ 1811 წელს მიიღწა. დღეისთვის კი ლგბტქი მიმღებლობის ინდექსი 9,46-ს შეადგენს, რაც თითქმის საუკეთესო 10-ქულიან შედეგს მცირედით ჩამორჩება.
ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეების საუკეთესო სამეულში კანადის ორი ქალაქიც მოხვდა, რომლებიც აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ერთი და იმავე ადგილზე არიან. კანადის ლგბტქი მიმღებლობის ინდექსი 9,02-ს შეადგენს.
DC Jewelery-ის სიაში მხოლოდ საუკეთესო სამი ქალაქის მაჩვენებელს ვხვდებით, თუმცა საქართველოს დედაქალაქ თბილისს ვრცელ სიაში სახარბიელო ადგილი სავარაუდოდ არ ექნებოდა, რადგან ეს მაჩვენებელი დიდწილად საზოგადოებაში ლგბტქი მიმღებლობის ინდექსს ემყარება, რომლის მიხედვითაც საქართველოს 10-დან 2,94-ქულიანი მაჩვენებელი აქვს და 141-ე ადგილზეა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური