თბილისი პრაიდი - Page 2

თბილისი პრაიდი — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 5 ივლისსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს ტერორიზმის მდგომარეობის შესახებ ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში 2021 წლის მდგომარეობის მცირე ანგარიში მოიცავს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების აღწერასაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები

თბილისი პრაიდი — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის

“შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა” — აქტივიზმის სკოლის შემაჯამებელი შეხვედრა Tbilisi Pride-ში

თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა იყო. თბილისი პრაიდის თანადირექტორის,

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.

საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.

ფოტო: Tbilisi Pride

THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.