პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია სხვადასხვა თაობის ლგბტქი ლიდერების პორტრეტები, ასევე, მათი რეფლექსია სიტყვა “პრაიდის” მნიშვნელობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია Leadership Brainery-ის დამფუძნებლების, დერიკ იანგ ჯულიორისთვის და ჯონათან ალენისთვის პრაიდი “იმის საჩვენებლად ყველაფერის გარისკვის ნებაა, რომ სიყვარული სიყვარულია — ჩვენი სიყვარული ჯადოსნურია, ნაზი და მშვიდობიანი, ჩვენი სიყვარული იცავს და ათავისუფლებს”. გამოფენაზე ამ და კიდევ 20 სხვა ლიდერის პორტრეტი და პასუხი გამოიფინა კითხვაზე — რას ნიშნავს პრაიდი?

“პრაიდის პორტრეტები” ხელოვანების, აქტივისტების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის ლიდერებისა და სხვების ფოტოებს აერთიანებს, რომლებიც ფოტოგრაფმა ჯონ ჰუეტმა გადაიღო. პორტრეტებზე გამოსახულ ლიდერებს შორის შტატის სენატორი, ჯულიან სიერი, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკის პრეზიდენტი, დეივიდ ლეონარდი, უმაღლესი სკოლის მოსწავლე აქტივისტები, ეშტონ მოტა და ალია კუსოლიტო, ასევე, უფლებადამცველი მერი ბონაუტო არიან.

“ეს პორტრეტები ერთდროულად პერსონალური და პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს უფლება აქ ყოფნის, იმგვარად სიყვარულის, როგორც გვიყვარს, იმგვარად არსებობის, როგორც გვინდა, რომ ვიარსებოთ”, — აღნიშნავს გამოფენის კურატორი, ჯინ დოლინი. მისი თქმით, პორტრეტებზე ლგბტქი მოძრაობის გმირების რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

დოლინის თქმით, გამოფენა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმები აშშ-ში განსაკუთრებით გახშირებულია — ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმიდან დაწყებული, იმ ლიტერატურისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრძალვით დამთავრებული, რომელიც ჩვენს არსებობაზე ჰყვება.

თითოეული პორტრეტი იმ ადგილას არის გადაღებული, რომელიც ფოტოს გმირისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ფოტოგრაფი ჯონ ჰუეტი იმედოვნებს, რომ მგრძნობიარე ფოტოები ადამიანებს დაეხმარება, უკეთ გაუგონ და გაიცნონ ის ლიდერები, “რომელთაც ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენების შეცვლის ხანგრძლივ ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით”.

“ადამიანზე რაც უფრო მეტს იგებ, მით მეტ საერთოს პოულობ. ვფიქრობ, დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, — აღნიშნა ჰუეტმა.

წყარო: Boston Globe

წინა

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

შემდეგი

ფედრა ცეცხლის ალში — ნინო ხარატიშვილის პიესის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება