პოლიტიკა - Page 2

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია  ხელისუფლების მართვის ყველა დონეზე ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაციის გამოხატულებაა. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა

/

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

მიიჩნევა  თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს.  ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece  განმარტა, რომ  ერთი და იმავე  სქესის წყვილების ურთიერთობა,

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

/

საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

//

28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს ემპირიულ და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ

დისტანციურად სწავლა ჯარისგან თავის არიდების საშუალება ვერ იქნება

/

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ილაპარაკა. მისი თქმით, დისტანციურად სწავლა გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ახალი მიმართულება და ამიტომ საჭიროა, ცვლილებების მიღება.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებთ, თუ ხართ სტუდენტი, მაგრამ დისტანციურად სწავლობთ. ეს ცვლილება ეხებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ.

კანონი ასეთ სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გასავლელად მათთვის ოპტიმალურ ფორმას შესთავაზებს, მაგალითად:

  • რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა;
  • სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა – 4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე;
  • სამხედრო სამსახურის სახეებიდან, რომელიც 6-, 8- და 11-თვიანია, ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა;

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტები სამხედრო ბაზაზე არსებული ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით ისარგებლებენ. უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო გარემო, ტექნიკა, ინტერნეტი.

ახალმა კანონმა შესაძლოა ფლორიდაში ლგბტქი ორგანიზაციების საქმიანობა აკრძალოს

/

ფლორიდის შტატში ინიცირებული კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაფინასებაზე არსებულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა, რომლის თემატიკა ადამიანის გენდერულ იდენტობას თუ სექსუალურ ორიენტაციას ითვალისწინებს.

„ამ კანონით შტატში არსებული ყველა ლგბტქი ორგანიზაცია აიკრძალება“ – აცხადებს ჰარვარდის სამართლის სპეციალისტი, ალექსანდრა კარაბალო Threads-თან ინტერვიუში.

კანონპროექტი ინიცირებულია ფლორიდას შტატიდან რესპიბლიკანელი კონგრესმენი რაიან ჩემბერლინის Ryan Chamberlin მიერ, რომელიც ახლახან აირჩეის საკანონმდებლო ორგანოში. მან დაიკავა ჯო ხარდინგის ადგილი, რომელიც ფლორიდას კანონის „don’t say gay” ავტორია. გასულ წელს ჯო ჰარდინგმა დატოვა პოსტი, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობისთვის, ასევე ცრუ ჩვენებისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

აშშ-ს შტატი ფლორიდა ცნობილია ანიტა ბრაიანტის კამპანიით „გადავარჩინოთ ბავშვები“, რომლის შედეგად 1977 წელს შტატში ერთი და იგივე სქესის წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანის აკრძალვა დაწესდა. ასევე ფლორიდაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები აკრძალული იყო 2013 წლის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლომ საქმეზე ლოურენსი ტეხასის წინააღმდეგ (Lawrence v. Texas) ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის დასჯა სცნო არაკონსტიტუციურად. ასევე 2008 წელს შტატმა ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილების ქორწინება და პარტნიორობაც აკრძალა.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია PEN-America აცხადებს, რომ 2023 წლის განმავლობაში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში წარდგენილი იყო 110 კანონპროექტი, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს სკოლებში. მათი უმეტესობა მიმართულია ლგბტქი საკითხების შემცველ კონტენტის წინააღმდეგ და იმეორებენ ფლორიდის შტატის კანონს „don’t say gay” , რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლგბტქი საკითხებზე დისკუსიის წინააღმდეგ არის მიმართული.

გამოყენებული მასალა: https://www.advocate.com/law/florida-bill-restrict-lgbtq-nonprofits

ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიულ დოკუმენტებში ლგბტქი თემი გათვალისწინებული არ არის

//

2023 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.

2023 წლის 31 ოქტომბრისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაასრულა მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ გეგმაზეც.

აღნიშნული სამართლებრივი აქტები, ფორმალურად, შემდეგ მიზნებს ემსახურება:

  • სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სათანადო აღიარებას;
  • ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტულ საკითხად ქცევას;
  • ქვეყანაში ადამიანის უფლებების მუდმივ განვითარებას, გაუმჯობესებას;
  • თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგთან მიერთებას;
  • საქართველოს კონსტიტუციით განსაზრული ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფას ყველა მოქალაქისთვის;
  • კანონის უზენაესობის დაცვას;
  • სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას;
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და
  • უმცირესობების უფლებების დაცვას.

დოკუმენტები მოიცავენ სხვადასხვა უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გარანტიებს და ამისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ და დეტალურ ქმედებებს.

მითითებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულია შემდეგი უმცირესობები და ჯგუფები:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა;
  • საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;
  • ბრალდებული და მსჯავრდებული პირები;
  • ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები;
  • პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;
  • რელიგიური უმცირესობები;
  • დედები და მცირეწლოვანი ბავშვები;
  • ტუბეკულიოზისა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები;
  • სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები;
  • ქუჩაში მცხოვრები ბავშვები;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრუწლოვნები;
  • ეთნიკური უმცირესობები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ქალები და გოგონები;
  • საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები, მიგრანტები, ეკომიგრანტები.

მიუხედავად სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევისა, საქართველოს მთვრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის არც სტრატეგიაში და არც სამოქმედო გეგმაში საჭიროდ არ მიიჩნია ლგბტქი თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის გარანტიების გათვალისწინება. უფრო მეტიც წინა წლების იგივე დოკუმენტებში ლგბტქი თემის საკითხები არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად ასაული იყო. ახლა კი ისინი უბრალოდ ამოშალეს. 

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში მიმოიხილავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების  დაცვის სტანდარტებს ისეთი სფეროების ჭრილში, როგორიცაა:

  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • განათლების უფლების უზრუნველყოფა;
  • დასაქმების უფლება;
  • ჯანმრთელობის უფლება
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა;

სწორედ ამ სფეროებში ქვიარ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები, რომელთა გადაჭრა მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა ესაჭიროებათ იმისთვის, რომ მათი ყველაზე ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, ღირსების, დასაქმების უფლებები დაცული იყოს სხვებთან თანასწორად.

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის კიდევ ერთი ანგარიში ეხება საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით:

  • ლგბტ+ ადამიანთა მიმართ კვლავ არსებობს ნეგატიური წინასწარგანწყობები, რაც ხშირად გამოიხატება დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში, რომელიც ლგბტ+ ადამიანებს მუდმივი საფრთხის წინაშე ამყოფებს და შედეგობრივად, მათ სოციალურ და ეკონომიკურ გარიყულობასაც განაპირობებს.

 

  • 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან, ათიდან შვიდი რესპონდენტი ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ბოლო 2 წლის განმავლობაში (N=155, 73.5%). მათ შორის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლი გამხდარა ყოველი მესამე (N=147, 30.3%), 68.7% (N=145) კი – ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი .(აღდგომელაშვილი და სხვები)

 

  • ტრანსგენდერ ადამიანთა გენდერის აღიარების პროცედურების არარსებობა მათ დისკრიმინაციის მუდმივ მსხვერპლებად აქცევს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, დასაქმებაში, საბინაო პოლიტიკასა და სოციალურ დაცვაში, რაც ასევე იწვევს მათ სოციალურ ექსკლუზიასა და ძალადობას, და ასევე ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასაც.

 

  • ოჯახში ძალადობის კუთხით, ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთი რისკ ჯგუფია. როგორც კვლევები აჩვენებს, „ლგბტ თემის წევრების მიმართ არსებული ინსტიტუციური ჰეტეროსექსიზმი, ჰომოფობიის მაღალი ხარისხი და სოციალური გარიყულობა, რომელსაც ისინი ოჯახს გარეთ განიცდიან, მათ მეტად მოწყვლადს ხდის ოჯახში ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და ძალადობის განგრძობით ციკლში ამყოფებს. (ჯალაღანია და ჩუთლაშვილი)

 

  • სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის საფუძველზე ბულინგისა და პედაგოგთა მხრიდან მოსწავლეთა მიმართ დისკრიმინაციული ქცევის წახალისების პრაქტიკის შესახებ სიღრმისეული კვლევები საქართველოში არ არის ჩატარებული, თუმცა სხვადასხვა დროს გაკეთებული მცირე მოკვლევები, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში, აჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკისგან საქართველოს საჯარო სკოლები თავისუფალი არ არის, მეტიც, ხშირად, სტერეოტიპების გაძლიერებისა და დისკრიმინაციული ქცევის წახალისება სწორედ პედაგოგთა მხრიდან შეიმჩნევა. (თანასწორობის მოძრაობა, ქვიარ ბულინგი)

 

  • საუნივერსიტეტო სივრცეები ასევე არ არის თავისუფალი სტერეოტიპული და დისკრიმინაციული პრაქტიკისგან, სტუდენტების ნამუშევრების შეფასებისას, ასევე ლექციების და სასწავლო მასალის შინაარსიდან გამომდინარე.

 

  • 2018 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა 28,2% მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული გამოხატვის გამო დაექვემდებარა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე. (აღდგომელაშვილი)

 

  • კვლევის მონაწილე ლგბტქი ადამიანების შემოსავლის მედიანა 450 ლარს შეადგენს. (აღდგომელაშვილი და სხვები)

 

  • 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 4%-მა (N=46) აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისის მიღებისას გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლები, თუმცა დისკრიმინაციული ფაქტის შესატყობინებლად, რესპონდენტთა 78.3%-ს არავისთვის მიუმართავს. (ჯალაღანია)

დასკვნა

ცხადია, ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევების ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია ვიდრე მოცემული პუბლიკაციით არის აღწერილი. მაგალითად, აქ არ არის ნახსენები ქვიარებისთვის წართმეული საჯაროდ შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული დარღვევები, რაც საჯაროდ ცნობილია. სტატიის მთავარი ფოკუსია საქართველოს მთავრობის მხრიდან ლგბტქი თემის წევრების დარღვეული უფლებების სრული იგნორირება, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არსებულ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სამართლებრივ აქტებში.

ამ ვითარების სისასტიკე იმაშიც გამოიხატება რომ სახელმწიფო არა თუ არ აპირებს ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ იმაში რომ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს სხვა ჯგუფებისგან განცალკევებით, კანონის დაცვის მიღმა ტოვებს. ამით ის პრაქტიკულად თავად ახდენს ლგბტქი თემის სტიგმატიზებას და ხელს უწყობს ამ თემის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას.

 

 

 

 

 

კალიფორნიის სენატის ლიდერი ლესბოსელი ქალი გუბერნატორის პოსტისთვის იბრძოლებს

/

 

ტონი ატკინსი (Toni Atkins) შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდეს, ახლა უკვე როგორც კალიფორნიის შტატის გუბერნატორი.

ატკინსს კალიფორნიის გუბერნატორის მოვალეობების შესრულება 2014 წლიდან რამდენჯერმე მოუხდა. ამ როლში ატკინსმა რამდენიმე კანონპროექტს მოაწერა ხელი და იხუმრა კიდეც რომ მოხარულია გუბერნატორის ადგილი დაიკავოს თუმცა უკეთესი ვარიენტებიც გააჩნია.

Associated Press-თან ინტერვიუში ატიკნსმა განაცხადა, რომ მისთვის საინტერესოა ასეთი შესაძლებლობის განხილვა.

ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკური განვითარების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მე-5 ადგილზე მყოფ შტატში გუბერნატორის პოსტისთვის ბრძოლა არ იქნება მარტივი. კალიფორნიის ამომრჩევლებს აქამდე გუბერნატორის პოსტზე არ აურჩევიათ ქალი და ღიად ლგბტქი ადამიანი. ამასთან დემოკრატიული პარტიიდან საკმაოდ  ბევრი კანდიდატი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, ატკინსს საკუთარი გამოცდილების იმედი აქვს. ის წარსულში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქალაქის სან-დიეგოს მერის მოვალეობებსაც ასრულებდა.

 

 

 

 

 

 

საქართველოს დაცვის 9 პუნქტიანი აქტი ლელოსგან

/

 

ლელო აპირებს მიმართოს პარლამეტს „საქართველოს დაცვის აქტის“ 9 პუნქტიანი გეგმით, რომელიც, მამუკა ხაზარაძის თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში.

აღნიშნული აქტის მიხედვით, ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთების გარდა აუცილებელია შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:

  1. დაწესდეს სავიზო რეგულაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის.
  2. დაცულ იქნას დასაქმების ბაზარი, შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემა.
  3. შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა.
  4. აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომობილები ქვეყნის ტერიტორიაზე.
  5. აეკრძალოს რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.
  6. დაწესდეს რუსული ბიზნესებისთვის საოკუპაციო მოსაკრებელი, რომელიც შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებს მოხმარდება.
  7. აიკრძალოს რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები.
  8. აიკრძალოს საქართველოში რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.
  9. აიკრძალოს საქართველოში რუსული ფონდების საქმაინობა, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან.

წამალი დაიდო!

//

გუშინ საღამოს გახდა ცნობილი რომ აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამალი უკვე საქართველოშია.  წამლის მოთხოვნით გამართული საპროტესრო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკუნა გოჩიაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს:

“რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.”

„ვოსორიდიტი“ VOXZOGO სამედიცინო პრეპარატია, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის დადასტურებულია ევროპის წამლის სააგენტოს EMA და ასევე აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს FDA  მიერ.

„დედების პროტესტად“ ცნობილი უწყვეტი საჯარო აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ დედებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა, თუმცა პრეპარატზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობა არ მისცა, ხოლო შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში მედიკამენტი “ვოზორიტიდის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ ხდება.

კვირების და თვეების განმავლობაში, ხანგრძლივი სამოქალაქო პროტესტის, პერმანენტული აქციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და პირველ რიგში დედების შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, სახელმწიფომ შეასრულა საკუთარი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური ვალდებულება იზრუნოს მათ ჯანმრთელობის უფლებაზე სათანადოდ – შექმნა მკურნალობის პროტოკოლი და შეისყიდა პრეპარატი.

დანიკა როემი – ვირჯინიის შტატის პირველი ტრანსგენდერი ქალი სენატორი

/

სენატში ადგილის მოპოვების შემდეგ, დანიკა როემმა კიდევ ერთხელ დაწერა პოლიტიკური ისტორია. ის გახდა პირველი სენატორი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც აირჩიეს ვირჯინიის ზედა პალატაში და მეორე ტრანსგენდერი სენატორი ქალი აშშ-ს სენატში, სარა მაკბრაიდის შემდეგ (2020).

დანიკა როემი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. მან არჩევნებში 3%-ით დაამარცხა რესპუბლიკელი ოპონენტი – ბილ ვულფი.

როემი 39 წლის არის, პროფესიით ჟურნალისტი. 6 წლის წინ ის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. არჩევნები ტრანსფობიური ნარატივის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა როემმა შეძლო ღირსეული გამარჯვება. ვირჯინიის შტატში მცხოვრები ქვიარები, განსაკუთრებით კი, ტრანსგენდერი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმედით უყურებენ დანიკა როემის სენატორად არჩევას. აქტივისტები კი მიიჩნევენ, რომ ტრანსგენდერი ქალის გამარჯვება ნიშნავს ანტი-ლგბტქი პოლიტიკის დასუსტებას.

მიმდინარე კვირის განმავლობაში როემის გარდა ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში კიდევ რვა ქვიარ კანდიდატი იქნა არჩეული.

 

 

გამოყენებული მასალა: https://www.nbcnews.com/nbc-out/out-politics-and-policy/danica-roem-become-virginias-1st-transgender-state-senator-rcna124175

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

/

 

ევროკომისიამ ევროპის საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა გარკეული დათქმებით. ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოვოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა საქართველოში გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.

 

 

 

 

 

 

„არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!“ – პარლამენტთან აქცია ჩატარდა

/

 

თბილისში, პარლამენტთან ჩატარდა აქცია სახელწოდებით – „არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!“, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოებს სანთლები დაუნთეს.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამას გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დათიაშვილი გაიტაცეს.

რამდენად დაცულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები საქართველოში

//

 

კოალიცია თანასწორობისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს მოუწოდებდა სახელმწიფოს ეფექტურად გამოეძიებინა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები და აღეკვეთა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ რეპრესიული და დისკრიმინაციული მოპყრობა.

კიალიციამ ასევე გასცა რეკომენდაციები:

  • იუსტიციის სამინისტროს გენდერის სამართლებრივი აღიარებია  დაეფუძნებინა ჰუმანურ და არამადისკრიმინირებელ მიდგომებზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რათა მათ შეემუშავებინათ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექიანი სტრატეგია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაითვალისწინებდა პოლიციის და პროკურორებისთვის დეტალურ ოპერატიულ სახელმძღვანელო დოკუმენტების მიღებას და უწყებების მიერ ამ დოკუმენტის აღსრულების მონიტორინგის ეფექტიან მეთოდების შემუშვებას.
  • ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მოგროვება და ანალიზი.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სექსმუშაკი პირების მიმართ რეპრესიული და ჰომო/ტრანსფობიური პოლიტიკის აღმოფხვრა და მისი საქმიანობის ადამიანის უფლებების სტანდარტების განუხრელი დაცვის მიდგომებზე დაფუძნება.

საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის სპეციალური ანგარიში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.

ანგარიშში მითითებულია, რომ:

  • ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში განსაკუთრებით მძიმეა, ხოლო სახელმწიფოს ამ ჯგუფისთვის შემამსუბუქებელი და უფლებების დაცვის ადეკვატური გარანტიების შემქმნელი ზომები არ მიუღია;
  • ტრანსგენდერი ადამიანები, გენდერის სამართლებრივი აუღიარებლობის გამო, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე იმყოფებიან – სხვების თანასწორად ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებებით.
  • შემუშავდეს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რათა ტრანსგენდერ პირებს შეეძლოთ თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებით სახელისა და რეგისტრირებული სქესის შეცვლა დაბადების მოწმობაში, პასპორტში და სხვა დოკუმენტებში.
  • გააუქმონ სტერილიზაციისა და სხვა იძულებითი სამედიცინო მკურნალობის მოთხოვნები, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი, როგორც სავალდებულო მოთხოვნა/წინაპირობა ადამიანის გენდერული იდენტობის საღიარებლად;
  • გააუქმონ ყველა აკრძალვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, დარჩნენ არსებულ ქორწინებაში მათი გენდერის აღიარებამდე, უზრუნველყონ, რომ მეუღლეები ან ბავშვები ამ პროცედურით არ დაკარგავენ გარკვეულ უფლებებს;
  • იმუშაონ შესაძლებლობაზე, რომ მათთვის, ვისაც ეს სურს, მოქალაქეთა იდენტიფიკაციის დოკუმენტებში მესამე გენდერი ჩაემატოს.

გამოყენებული მასალები და წყაროები:

https://www.ombudsman.ge/res/docs/2022042914343766642.pdf

http://www.osgf.ge/files/2016/Publications/doc.pdf