პოლიტიკა

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია  ხელისუფლების მართვის ყველა დონეზე ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაციის გამოხატულებაა. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა

/

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

მიიჩნევა  თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს.  ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece  განმარტა, რომ  ერთი და იმავე  სქესის წყვილების ურთიერთობა,

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

/

საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

//

28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს ემპირიულ და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია

ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია  ხელისუფლების მართვის ყველა დონეზე ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაციის გამოხატულებაა. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უფლებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს თვითნებური, რეპრესიული ზომები გაატარონ ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ, რაც ,,დასმენების“ შედეგად  თემის წევრების უკანონო დაპატიმრებებში, ჩხრეკაში, საცხოვრებელ ადგილებში რეიდების მოწყობასა და ქვიარ ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და დევნაში გამოიხატება[1]. ჰომოსექსუალური ურთიერთობების ამკრძალავი ნორმები საშუალებას არ აძლევს ქვიარ ადამიანებს  და აქტივისტებს შექმნან უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რომელიც ქვიარ საკითხებზე იმუშავებს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზების კანონები ქვიარ წყვილებს ართმევს შესაძლებლობას, საჯაროდ შეიკრიბონ. მათ მიერ ინტერნეტის გამოყენება და პირადი სივრცის ქონა სამართალდამცავების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზნებისთვის[2].  ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზებისა და პენალიზების კანონები კერძო და საჯარო პირების მხრიდან ჰომოსექსუალი წყვილების მიმართ ძალადობას და დაუსჯელობას ახალისებს. ამგვარი ,,ლეგალური“  კანონებითა და გამეფებული ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიით ავტორიტარული რეჟიმები ამართლებენ ჰომოსექსუალი წყვილების მიმართ ციხეში, ქუჩაში თუ სახლში რეპრესიებსა და ძალადობას.[3]

ჰომოსექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზაციის მოდელები

მსოფლიოს მასშტაბით ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის სხვადასხვა მოდელები არსებობს: დე-ფაქტო კრიმინალიზაცია, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანქციის სახით სიკვდილით დასჯის შესაძლო გამოყენება და სიკვდილით დასჯა[4].

აფრიკის  კონტინენტზე  გაეროს  51 ქვეყნიდან 31 ქვეყანაში  ჰომოსექსუალური ურთიერთობები მკაცრად კრიმინალიზებულია.[5]  რაც შეეხება ეგვიპტეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები მითითებულ ქვეყანაში დე-ფაქტო კრიმინალიზებულია. ეგვიპტეში მოქმედებს კანონი პროსტიტუციის დასჯის შესახებ, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან ქვიარების დასასჯელადაც გამოიყენება. ასევე, ეგვიპტეში მოქმედებს კანონები ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,პროპაგანდის“ წინააღმდეგ, რომელიც ირიბად ჰომოსექსუალების დასჯის საფუძველია.

ამერიკის კონტინენტზე  გაეროს  35 წევრიდან  6 ქვეყანას კრიმინალიზებული აქვს  ჰომოსექსუალური ურთიერთობები.  ეს ქვეყნებია:  დომინიკის რესპუბლიკა, გრენადა, გვინეა, იამაიკა, სენტ ლუჩია, სენტ ვინსენტი და  გრენადინები. მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკაში, ჰომოსექსუალური ურთიერთობები ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დამატებით სასჯელად კი სასამართლომ შეიძლება ჰომოსექსუალი ადამიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ მოთავსება მოითხოვოს.  გრენადინებშიც ჰომოსექსუალური ურთიერთობები 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს[6].

აზიის კონტინენტზე გაეროს 42 წევრი ქვეყნიდან 19 ქვეყანას ჰომოსექსუალური ურთიერთობები კრიმინალიზებული აქვს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ბანგლადეში, ბრუნეი, ირანი, ქუვეითი, ლიბანი, მალაიზია, მალდივები, მიანმანი, ომანი, პაკისტანი, ყატარი, საუდის არაბეთი, შრი ლანკა, სირია, თურქმენეთი, ემირატები, უზბეკეთი და იემენი[7].  მაგალითად,  2015 წელს, ავღანეთში სამი გეი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის[8]. ავღანეთში, თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლები ჰომოსექსუალ ადამიანებს აუპატიურებდნენ, როზგავდნენ, აშიშვლებდნენ და დღეში რამდენჯერმე ჯოხით სცემდნენ. მითითებულმა ფაქტებმა  განსაკუთრებით იმატა 2021 წლიდან. მაგალითად, ბანგლადეშში ჰომოსექსუალური ურთიერთობები სამუდამო თავისუფლების აღკვეთით ისჯება, დამატებით სასჯელად კი შესაძლებელია ჯარიმაც დაინიშნოს. ბრუნეის კანონმდებლობა ,,სოდომური“ აქტებისთვის  სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ლესბოსური აქტებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით, გაროზგვა ან ორივე ერთად. ირანში ,,სოდომური“ ქმედებებისთვის პირს შესაძლოა სიკვდილით დასჯა მიესაჯოს. თუმცა, გათვალისწინებულია ისეთი სასჯელებიც, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა და გაროზგვა. მაგალითად, მალაიზიაში, ჰომოსექსუალური ურთიერთობები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და გაროზგვით ისჯება. პაკისტანში  სისხლის სამართლის კანონი სჯის ჰომოსექსუალებს დანაშაულისთვის – ,,ხორციელი კავშირი ბუნების წესრიგის წინააღმდეგ“, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით. საუდის არაბეთში, სადაც შარიათის კანონები მოქმედებს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები  ჩაქოლვით ისჯება. თურქმენეთში კი ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა დაკანონებული.

მიუხედავად იმისა, რომ  გაეროს წევრ ქვეყნებს ევროპაში კრიმინალიზებული არ აქვთ ჰომოსექსუალური ურთიერთობები, ოთხ ქვეყანაში შეინიშნება ქვიარ ადამიანების ხელისუფლების მიერ წახალისებული დევნა და შევიწროება. ამის საუკეთესო მაგალითია რუსეთი, სადაც ქვიარ ადამიანები სამართალდამცავი ორგანოებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან  სისტემატურად ხდებიან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი. ბოლო პერიოდში, რუსეთში სულ უფრო მეტი სამართლებრივი შეზღუდვები უწესდებათ ქვიარ ადამიანებს, რომელიც მათი თავისუფლების  შეზღუდვისკენ არის მიმართული. განსაკუთრებით იდევნებიან ქვიარ აქტივისტები და უფლებადამცველები[9].

2013 წელს, რუსეთმა მიიღო კანონი 18 წლამდე ასაკის პირებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომელსაც ჰომოსექსუალური ურთიერთობების დე ფაქტო კრიმინალიზების მიზანი აქვს[10]. კანონი,,მორალის“ დაცვის ეგიდით მიიღეს და რეალურად ჰომოფობიის წამახალისებელი დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ  რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები 1993 წლიდან არის დეკრიმინალიზებული, ქვეყანაში ქვიარ თემის მიმართ სიძულვილი და წინასწარგანწყობები მაინც ძალიან მაღალია. 2022 წლის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონის „ლგბტქი პროპაგანდის აკრძალვის“ შესახებ. კანონი კრძალავს ნებისმიერ რეკლამას, მედიას, წიგნს, ფილმსა თუ თეატრალურ დადგმას, რომელიც ჰომოსექსუალობის „პროპაგანდად“ მიიჩნევა, ასევე, ყველა მოქალაქეს უკრძალავს ბავშვებისთვის პედოფილიასა და გენდერულ ტრანზიციებზე ინფორმაციის მიწოდებას. ეს ზომა მნიშვნელოვნად ზრდის ლგბტქი თემის რეპრესიას რუსეთში და აფართოებს 2013 წლის კანონს, რომლითაც ბავშვებსა და არასრულწლოვანებში ლგბტქი „პროპაგანდის“ გავრცელება აიკრძალა[11].

2023 წლის  30 ნოემბერს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო ლგბტქი უფლებადაცვითი მოძრაობები  ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნო.[12]

მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსში კანონით  ჰომოსექსუალური ურთიერთობები არ არის კრიმინალიზებული, სამართალდამცავი ორგანოებისა და ულტრამემარჯვენე ძალების მიერ დევნისა და შევიწროების სამიზნე  ქვიარ ადამიანები და გენდერული მრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე აქტივისტები არიან[13].

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სისხლის სამართლის წესით ცალსახად  დასჯადად არ აცხადებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, შეინიშნება ტრანს ადამიანების დე ფაქტო კრიმინალიზების შემთხვევები. აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ჰომოსექსუალური ურთიერთობების დე ფაქტო კრიმინალიზებას ახდენს შემდეგი მუხლებით: 308  (პროსტიტუცია); 510 (ხულიგნობა); 535 (პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა)[14].

ევროპულ ქვეყნებში   ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის პრაქტიკა

  • ავსტრიამ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია მოახდინა 1971 წელს;
  • ბელგიამ – 1795 წელს;
  • დანიამ – 1933 წელს;
  • ესტონეთმა – 1992 წელს;
  • ფინეთმა – 1971 წელს;
  • საფრანგეთმა – 1791 წელს;
  • გერმანიამ – 1969 წელს;
  • საბერძნეთმა – 1951 წელს;
  • ისლანდიამ – 1940 წელს;
  • იტალიამ – 1890 წელს;
  • ლატვიამ – 1992 წელს;
  • ლიეტუვამ – 1993 წელს;
  • მოლდოვამ – 1995 წელს;
  • ჰოლანდიამ – 1811 წელს;
  • ნორვეგიამ – 1972 წელს;
  • პოლონეთმა – 1932 წელს;
  • პორტუგალიამ – 1982 წელს.

ქართული კონტექსტი

საქართველომ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია 2000 წელს მოახდინა, როდესაც სისხლის სამართლის  კოდექსიდან ამოიღო ,,სოდომური ცოდვების“  კრიმინალიზების მუხლები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა.

მიუხედავად ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზების არარსებობისა, ხელისუფლების მიერ წახალისებული ჰომოფობიური ჯგუფები ცრუ და ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებასა და ფორმირებას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ[15].

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ულტრამემარჯვენე ძალები საზოგადოებაში ავრცელებენ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას  მოიცავს[16]:

  • ჰომოსექსუალობის გაიგივება ცოდვასთან;
  • ჰომოსექსუალური ურთიერთობების გარყვნილებად შეფასება;
  • ლგბტქ თემის წევრთა გამოხატვის თავისუფლების პროპაგანდად შეფასება;
  • ჰომოსექსუალობის გაიგივება პედოფილიასთან;
  • ევროპისა და ზოგადად, დასავლეთის გარყვნილების სათავედ წარმოჩენა.

2024 წლის 27 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა ლგბტქი უფლებების შემზღუდველი ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.

2024 წლის 26 ივნისს ვენეციის კომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას კანონპროექტის არსებითი გადახედვისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის პრევენცია და კანონპროექტის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან[17].

,,ლგბტქი პროპაგანდის“ ბრძოლის ეგიდით ხელისუფლება ცდილობს ქვიარ თემს წაართვას ფუნდამენტური უფლებები და შელახოს მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, გაავრცელოს ცენზურა ხელოვნების სხვადასხვა დარგზე.  ,,ლგბტქი პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიმართული კანონი რუსულ გავლენას განიცდის და ქვიარ თემის ჩაგვრის თუ დისკრიმინაციის უპირობო ლეგიტიმაციაა.

ბიბლიოგრაფია:
[1] Our Identities under Arrest, ILGA World, 2nd Edition, 2023, available at: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[2] Love, Hate and the Law, Decriminalizing the Homosexuality, Amnesty International, 2008 available at:  https://www.amnesty.org/en/wp-content/uploads/2021/07/pol300032008eng.pdf
[3] იქვე, 8.
[4] information is available at: https://database.ilga.org/criminalisation-consensual-same-sex-sexual-acts
[5] მაგ., ბურუნდი, ჩადი, ეთიოპია, განა, გამბია, კენია, ნიგერია, მაროკო, სენეგალი , ტანზანია, ზიმბაბვე, უგანდა, ზამბია, ტოგო,  და სხვა. წყარო: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[6] წყარო ხელმისაწვდომია: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[7] წყარო ხელმისაწვდომია: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[8] წყარო ხელმისაწვდომია:  https://database.ilga.org/criminalisation-consensual-same-sex-sexual-acts
[9] Our Identities under Arrest, ILGA World, 2nd Edition, 2023, available at: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[10] Information is available at: https://www.theguardian.com/world/2013/jun/11/russia-law-banning-gay-propaganda
[11] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://queermag.net/Articles/Details
[12] Information is available at: https://www.hrw.org/news/2023/11/30/russia-supreme-court-bans-lgbt-movement-extremist
[13] Information is available at the official website of Human Rights House Foundation, Belarus: Gay pride march dispersed, participants arrested and fined – Human Rights House Foundation
[14] Trans Legal Mapping  Report, 3rd Edition, 2019, ILGA World, https://archive.ilga.org/en/trans-legal-mapping-report-2019
[15] გენდერული და ანტი-ლგბტ მობილიზება საქართველოში, მედიის განვითარების ფონდი, 2023.
[16] ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში, მედიის განვითარების ფონდი (MDF), 2023, 28.
[17] CDL-AD(2024)021-e Georgia – Opinion on the draft constitutional law on Protecting Family Values and Minors, adopted by the Venice Commission at its 139th Plenary Session (Venice, 21-22 June 2024).

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

/

მიიჩნევა  თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს.  ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece  განმარტა, რომ  ერთი და იმავე  სქესის წყვილების ურთიერთობა, რომლებიც მყარ და სტაბილურ თანაცხოვრებას ეწევიან, ოჯახად უნდა, იყვნენ მიჩნეულნი[1]. სასამართლოს განმარტებით, ერთი და იმავე წყვილებსაც, რომლებიც თანაცხოვრებაში იმყოფებიან, იგივე საჭიროებები გააჩნიათ და მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს. სამოქალაქო პარტნიორობის ერთი და იმავე სქესის წყვილებზე გავრცელებით, შესაძლებელი გახდებოდა მათი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების დარეგულირება. სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო პარტნიორობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მიღებით,  იურიდიულ დონეზე აღიარებულ იქნებოდა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა[2]. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ განაცხადა, რომ ოჯახი არ არის მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილების თანაცხოვრება, მას გაცილებით ფართო სუბიექტთა წრე ჰყავს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ კიდევ უფრო დეტალური მსჯელობა განავითარა საქმეზე  Oliari v. Italy[3].  სასამართლომ განმარტა, რომ ირღვევა კონვენციის მე-8 მუხლი, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი ბაზა მყარ და სტაბილურ ურთიერთობებში მყოფი ჰომოსექსუალი წყვილებისთვის მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების დასაცავად. Oliari-ის საქმეზე იტალიას ევროპულმა სასამართლომ შესაბამისი კანონმდებლობის მიღების პოზიტიური ვალდებულება განუსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის სახელმწიფოს ეხება,  გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, კონვენციის  ხელშემკვრელ მხარეებსაც უდგენს სტანდარტს ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციისთვის.

საქმეზე – Schalk and Kopf v. Austria, რომელიც ორი ქალის ერთობლივ თანაცხოვრებას ეხებოდა (ისინი სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფებოდნენ) და ერთად ზრდიდნენ შვილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში მათი თანაცხოვრება ოჯახად მიიჩნია[4].

ვენეციის კომისიამ საქართველოს მიერ წარდგენილ  2017 წლის კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქორწინების მომწესრიგებელმა საკანონმდებლო დებულებებმა ერთი და იმავე სქესის წყვილები  სამართლებრივი აღიარების გარეშე არ უნდა დატოვოს[5].

 რა პრობლემებს ქმნის ჰომოსექსუალი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების კანონით აღიარების არარსებობა?

ჰომოსექსუალი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების არარსებობა  კომპლექსურ პრობლემებს ქმნის. წყვილებს პრობლემები ექმნებათ შვილად აყვანის, საერთო დაზღვევის, საკუთრების, ქონებისა და მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისთვის, ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენს პარტნიორის ციხეში მონახულება, მაშინაც კი, როცა ჰომოსექსუალი წყვილი  წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ. სამოქალაქო პარტნიორობის უფლებით სარგებლობა ასევე მჭიდროდ უკავშირდება სოციალური დაცვის,  სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებულ გარკვეულ უფლებებს და ზოგადად, ადამიანის თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებას.[6]

საერთაშორისო კონტექსტი

გაეროს წევრ 36 სახელმწიფოში ჰომოსექსუალი წყვილები ჰეტეროსექსუალი წყვილების თანასწორად სარგებლობენ ქორწინების უფლებით. გაეროს წევრ 34 სახელმწიფოში კანონმდებლობით აღიარებულია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის უფლება[7].

ქორწინების თანასწორი უფლებით ჰომოსექსუალი წყვილები სარგებლობენ  შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, არგენტინა,  ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია.  მაგალითად, სომხეთი ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას აღიარებს, თუ იგი განხორციელებულია საზღვარგარეთ. იგივე საკანონმდებლო რეგულაცია აქვს ისრაელს.  

ჰომოსექსუალი წყვილების მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება კანონით აღიარებულია შემდეგ ქვეყნებში: ბოლივია, ხორვატიაში, კვიპროსში, ჩეხეთში, უნგრეთში, ლატვიაში, მონაკოში, მონტენეგროში, სან მარინოში[8].

საქართველოში არ არის აღიარებული არც  ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების და არც სამოქალაქო პარტნიორობის უფლებები.  საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ქორწინებას მიიჩნევს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. საპარალამენტო უმრავლესობამ დააინიიცირა კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, თუმცა განხილვა შეჩერებულია, რადგან უმრავლესობას კონსტიტუციური კანონის მისაღებად 113 პარლამენტარის ხმა სჭირდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გაცხადებულ მიზანთან, იგი მხოლოდ ქვიარ თემის მარგინალიზებას, მათგან მტრის ხატის ძერწვას  და დევნას ემსახურება.

 

[1] Vallianatos and Others v. Greece, Judgment 7.11.2013

[2] იქვე, პარ: 81.

[3] Oliari v. Italy, Judgment 21.7.2015

[4] Schalk and Kopf v. Austria, Judgment 24 June 2010

[5] Opinion is available at: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2017)013-e

[6] ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა,  საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, 2021 წელი.

[7] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://database.ilga.org/same-sex-marriage-civil-unions

[8] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://database.ilga.org/same-sex-marriage-civil-unions

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

/

საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე წარმოადგინა და კანონპროექტების პაკეტად განსახილველ საკანონმდებლო საკითხების ნუსხაში დაარეგისტრირა. მათ შორის პირველი ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა” განიხილება, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ქვიარ საკითხებზე ნეიტრალური ან პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების კრძალავს. ასევე იზღუდება ლგბტ+ თემის საჯარო შეხვედრები, საპროტესტო გამოსვლები, პუბლიკაციების ბეჭდვა და საკითხის ღია ადვოკატირება.

საქართველოში ქვიარ თემი 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს. ლგბტ+ პირებისთვის სოციალური, იურიდიული, ჯანმრთელობისა და სხვა საკითხების მხარდასაჭერი ინსტრუმენტები ქვეყანაში გაძლიერდა, სათემო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად ასე თუ ისე გაუმჯობესდა მდგომარეობა . ახალი კონსტიტუციური ჩანაწერის შემდეგ, ასეთ ორგანიზაციებს საჯარო აქტივობა შეეზღუდებათ. აიკრძალება შეკრებები, ინფორმაციის გავრცელება, საჯარო აქციები, მედიაში გამოჩენა − ქვიარ თემის უფლებებისთვის ბრძოლის ფორმები რადიკალურად შეიცვლება. ქვიარების სრულიად ახალი თაობა ახალი მიდგომების შექმნისთვის და დანერგვისთვის უნდა მოემზადოს.  აიკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციები, ქუჩის აქტივიზმი და ახალგაზრდების თვითრეგულირებადი დაჯგუფებების გამოსვლები. სამუშაო უფრო გართულდება, რადგან  თითოეულ მოზარდს თუ ზრდასრულს, რომელსაც დახმარება დასჭირდება, თემის პროფესიონალებისგან საჯაროობის გარეშე უნდა მიეწოდოს მხარდაჭერა.

ეს გზა უკვე გაიარეს რუსეთში და შედეგები რთულია. როგორც ვიცით, იქ კანონებს ხელისუფლება ძალაუფლების უფრო მეტი გავრცელებისთვის იყენებს. ვლადიმირ პუტინის 25 წლიანი მმართველობის შემდეგ, კრიტიკული აზროვნებისგან დაცლილ საზოგადოებას ხელისუფლების მმართველი ჯგუფი, როგორც წესი, საკუთარ ინტერესებს ახვევს თავს და კანონის მიხედვით უდასტურებს კიდეც. 2012 წელს პუტინის პრემიერ მინისტრობიდან პრეზიდენტის სავარძელზე დაბრუნების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა მკვეთრად კონსერვატორული გახდა, რაც, სამწუხაროდ,  საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას მოერგო. რუსული კანონმდებლობა და პოლიტიკური ნარატივ უფრო და უფრო რეპრესიული ხდება. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, უნგრეთი, ყირგიზეთი და საქართველო, კანონპროექტებს იმეორებენ და როგორც წესი, ჯერი საზოგადოებაზეა − მიიღებს თუ არა შემოთავაზებულ ნორმებს.

საქართველოში რუსული კანონი „გამჭვირვალობის“ შესახებ, გამოხატვის, უფლებების დეკლარირებისა და მხარდაჭერის შეზღუდვისთვის შემოდის. ხელისუფლება ეცდება განაცხადის გაკეთება აუკრძალოს თითოეულ ადამიანს, რომელიც მისი მოწყობილი “წესრიგისთვის” არაკომფორტული იქნება.

ასე მოხდა რუსეთში ამ ათწლეულის წინ და ახლა მინდა გიამბოთ, როგორ განვითარდა საქართველოსთვის მტრულად განწყობილ სახელმწიფოში მოვლენები.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა ლგბტ+ თემისთვის სიტყვის გამოთქმის ნებისმიერი საშუალება ჩაეკეტა. მან საფუძვლად რუსული „ტრადიციული“ ღირებულებები აიღო, რომელსაც თითქოსდა ეწინააღმდეგება გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ, ტრანსგენდერთა და ქვიართა დეკლარირებულ უფლებებს. 2013 წლის 11 ივნისს რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო (მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე) კანონი „ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ“, სადაც ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი ბავშვთა ისეთი ინფორმაციისგან დაცვის საკითხებს განსაზღვრავს, “რომელიც პროპაგანდას უწევს ტრადიციული ოჯახური ფასეულობების უარყოფას”. ასეთია ე.წ. “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები” და ქვიარების სამოქალაქო აქტივიზმი. 2020 წლიდან კანონის მოქმედება სრულწლოვან მოქალაქეებზეც გავრცელდა და დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იკრძალება საზოგადოების მიმართ ქვიარების შესახებ ნებისმიერი ტიპის განაცხადის გაკეთება. კანონი კრძალავს ნებისმიერი სახის გამოვლენას „არატრადიციული“ სექსუალური ხასიათის ქცევის შესახებ. ასევე, იკრძალება ლგბტ+ სიმბოლოების გამოყენება, საჯარო გამოსვლები და დემონსტრაცია. ადგილობრივები ისჯებიან ჯარიმით, ხოლო უცხოელები დეპორტაციით, საქმიანობის შეჩერებით, პატიმრობით და სხვა.

რუსეთში კანონპროექტი ”ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის შესახებ” პირველად 2007 წელს რუსი სოციალ-დემოკრატი დეპუტატის, ალექსანდრე ჩუევის მიერ იყო წარდგენილი. ამ დროს რუსი უფლებადამცველები აქტიურად მუშაობდნენ ლგბტ+ პირების უფლებების დაცვაზე. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მთავრობები სისტემატიურად ეწინააღმდეგებოდნენ ლგბტ+ თემის აქტივობებს. ქალაქების მერიებმა ჩააგდეს ინიციატივები ყოველწლიური პრაიდების ჩატარების შესახებ. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთი ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების გამო დააჯარიმა, დაგმო ადამიანის უფლებათა სისტემური რღვევა და პრაიდის ხელმძღვანელისთვის კომპენსაციის, 29 510 ევროს ზარალის ანაზღაურება დაავალა. მაშინ, პრაიდის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ალექსეევმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ, უკვე მეექვსედ მიმართავდა რუსეთის დიდი ქალაქების ხელისუფლებებს პრაიდის გამართვის განცხადებით. მოსკოვის მერიამ გასცა კიდევ ერთი უარი, მომდევნო პერიოდში გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში პრაიდის ჩატარება 100 წლით აკრძალა. რუსეთმა კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა და დღემდე ამ სასამართლოს შეფასებებს აღარ ითვალისწინებს.

პირველ ჯერზე დუმის სათათბირომ კანონპროექტი არ მიიღო, თუმცა მოგვიანებით, იმავე ნარატივის მქონე კანონი „ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ“ რუსეთში 2013 წელს დაამტკიცეს. მას შემდეგ ფედერაციის ტერიტორიაზე იკრძალება ისეთი შინაარსის მასალის გავრცელება, რომელიც მოიცავს უკანონო ქმედებების, ნარკოტიკების მოხმარებისა და თვითდაზიანებების შესახებ ინფორმაციას. მათ გვერდით მოხვდა ლგბტ+ კულტურის შესახებ ინფორმაცია და საკომუნიკაციო პლატფორმები. რუსულ კანონში წერია, რომ ე.წ. პროპაგანდა „ზრდის ინტერესს“ „არატრადიციული ურთიერთობების“ მიმართ, რა დროსაც ბავშვები დაუცველნი რჩებიან.

კანონს კრიტიკა მოჰყვა, როგორც დისკრიმინაციულს და არაერთგზის შეფასდა, როგორც ლგბტ+ თემის კულტურისა და უფლებების საჯარო შელახვა.

კანონპროექტის მე-3 მუხლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები შეიძლება დაჯარიმდნენ 5000 რუბლამდე, ხოლო საჯარო მოხელეები 50 000 რუბლამდე. ორგანიზაციები ან კომპანიები შეიძლება დაჯარიმდნენ მილიონ რუბლამდე და შესაბამისი დადგენილებით შეწყვიტონ საქმიანობა.

 

კანონის მოქმედების ფაქტობრივი შედეგები

კანონი ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე ამოქმედდა. 2013 წლის 30 ივლისს 24 წლის მამაკაცი, დიმიტრი ისაკოვი ყაზანში დააკავეს ერთკაციანი საპროტესტო აქციისთვის, როდესაც ის ქალაქის ცენტრში ბანერით იდგა წარწერით: „იყო გეი და გიყვარდეს – ნორმალურია, ადამიანის ცემა და მკვლელობა დანაშაულია“. მედიის ინფორმაციით ისაკოვის მშობლებმა ის თავად აიყვანეს და ჩააბარეს პოლიციას. თვითმხილველების თქმით, აქტივისტს პლაკატი დედამ წაგლიჯა ხელიდან, ხოლო მამამ მიწაზე დააგდო და პოლიციას გადასცა. დაკავების შემდეგ ბრალდებული მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ის სახლში მრავლობითი ფიზიკური დაზიანებით დაბრუნდა.

ქვეყანაში ლგბტ+ თემთან დაკავშირებით შეზღუდულია ყველაფერი – “გეი პროპაგანდის” შემთხვევა გულისხმობს, როგორც შვიდფეროვანი „ცისარტყელა“ დროშის ტარებას, ისე ლგბტ+ ფილმების ჩვენებას. გასულ წელს დააკავეს და დააჯარიმეს იუთუბერი, რომელსაც “ლგბტ პროპაგანდის” ფარგლებში, მაკიაჟის გაკვეთილების მომზადებაში ედებოდა ბრალი.  კანონი რამდენჯერმე ამოქმედდა ახალგაზრდული ონლაინ ჯგუფების მიმართ. მათ შორის ერთ-ერთი აპლიკაცია Deti 404 აღმოჩნდა. მისი დამფუძნებელი ელენა კლიმოვა 50 000 რუბლით დააჯარიმეს. მომხმარებლები აპლიკაციაში ჩაგვრის ისტორიებს აზიარებდნენ.

საზოგადოებაში მიღებულია გზავნილი, რომ თემის წევრები მეორე კლასის მოქალაქეები არიან, რომლებიც უსამართლობასა და ძალადობას იმსახურებდნენ და მათი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს. უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ დისკრიმინაციული კანონმდებლობა ჰომოფობი მოძალადეებისთვის მაშველ რგოლად იქცა. 2013-დან 2018 წლამდე ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების რაოდენობა გასამმაგდა. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობის ზრდამ კანონის მიღებიდან ერთ ათწლეულში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. 2010 წლიდან 2020 წლამდე, ოფიციალური ინფორმაციით, 853 ადამიანის მიმართ 1 056 სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს, 365 ადამიანი კი მოკლეს. ეს ინციდენტები ძალადობრივ თავდასხმებს, მასობრივ მკვლელობებს, მუქარას, ქონების განადგურებასა და ძარცვას მოიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ ლგბტ+ პირების მიმართ განხორციელებული დანაშაულები მეტად  ძალადობრივი გახდა. ამ ნიშნით გამორჩეული დანაშაულების 67% “ექსტრემალურ ძალადობადაა” შეფასებული.

2013 წელს ვოლგოგრადში 23 წლის გეი მამაკაცს ოთხი ჰომოფობი თავს დაესხა და წამებით მოკლა.  მათ მსხვერპლს სასქესო ორგანო ძალადობრივი მოქმედებების შემდეგ მოაჭრეს და თავი ლოდით გაუტეხეს.

გახმაურებული იყო კამჩატკაში “ოზერნაიას” აეროპორტის დირექტორის მოადგილის, 38 წლის ოლეგ სერდიუკის საქმე, რომელიც ჰომოფობიის გამო მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას სოფლად მცხოვრები სამი ადამიანი საქმიანობიდან გამომდინარე დაუკავშირდა. მკვლელობის მიზეზი კი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“ გახდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ კანონში არა მხოლოდ ლგბტ+ პირების საწინააღმდეგო განწყობის გამაძლიერებელი დებულებებია შეტანილი, არამედ საზოგადოებრივი ძალადობის ლეგიტიმაციაც ხდება. მათი თქმით, დანაშაულის შეტყობინებისას ძალადობის მსხვერპლებს დასცინიან და უარს ეუბნებიან მომხდარი ძალადობის სერიოზულად აღქმაზე. უმეტესწილად ლგბტ+ პირების მიმართ სიძულვილის ჯგუფები იყენებენ გაცნობის აპლიკაციებსა და გვერდებს. ე.წ. “გეებზე ნადირობა” მოიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და შევიწროებას. თავდასხმის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება.

2013 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია გეი მოზარდის გატაცების შესახებ, რომელიც აწამეს და მოკლეს. მედიამ ვერ მოახერხა დანაშაულში ბრალდებული რუსი ნეონაცისტების ჯგუფის ამოცნობა. ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს ფოტოებზე გამოსახული მსხვერპლის ვინაობა. გამოსახულებებზე გაშიშვლებული არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის სათამაშოთი ხელში, წითელი საღებავით დაფარული სხეულით არის გამოსახული.

რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია მზარდი შიში იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ლგბტ+ პირები უფრო მეტად იქნებიან იზოლირებული და უგულებელყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.

რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფები გამოხატავენ ნებას, იპოვონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი პროფესიონალები სხვადასხვა დარგში და წარადგინონ ინიციატივები მათი სამსახურებიდან გასათავისუფლებლად.

კანონის გავლენა ხილული იყო სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე 2014 წელს. ოლიმპიური ქარტია პირდაპირ გამორიცხავს დისკრიმინაციას. აქ ნათქვამია: “დისკრიმინაცია რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, სქესის ან სხვა საფუძვლით, შეუთავსებელია ოლიმპიური მოძრაობის წევრობასთან”. რუსულ კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო სპორტული ოლიმპიადის შესახებ საქმე სასამართლომ განიხილა. ქალაქის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფერხდა “სიამაყის სახლის” შექმნა ლგბტ+ პირებისათვის. ჰომოფობიისგან თავისუფალი, თანასწორი გარემოს შექმნის იდეას რუსეთში “ექსტრემისტული” უწოდეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვიარ სპორტსმენები და სტუმრები მშვიდად უნდა ყოფილიყვნენ და „ბავშვებისთვის სიმშვიდე შეენარჩუნებინათ“. ის ასევე დაჰპირდა ოლიმპიადის მონაწილეებს, რომ დისკრიმინაცია არ იქნებოდა.

რამდენიმე დედაქალაქში შედგა გამოსვლები სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოწოდებებით. სპორტსმენებმა და გულშემატკივრების ნაწილმა დასავლეთში გამოიყენეს ოლიმპიური თამაშები, როგორც დისკრიმინაციის მაგალითი.

2015 წელს რუსეთში ტრანსგენდერი პირების საკანონმდებლო ბერკეტებით შევიწროება გაგრძელდა. მთავრობამ შემოიღო დადგენილება სამედიცინო შემოწმების შესახებ იმ პირთა მიმართ, რომელთაც „ფსიქიკური და სქესობრივი ხასიათის აშლილობა“ ჰქონდათ. ტრანსგენდერ პირებს მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის უფლება ჩამოართვეს. ისინი გათანაბრდნენ „პათოლოგიურ“ აზარტულ მოთამაშეებთან და ქურდებთან. რუსმა ფსიქიატრებმა და უფლებადამცველებმა დაგმეს გადაწყვეტილება. მოგვიანებით, დადგენილება გაუქმდა და ტრანსგენდერ პირებს მიეცათ უფლება ჩაებარებინათ მართვის მოწმობის გამოცდა.

 

აქცია სანქტ პეტერბურგში 2014 წლის 1 მაისი/ანდრეი პრონინის ფოტო/Alamy Live News

2022 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბოლო ნაბიჯი იყო გენდერული იდენტობის დადასტურების პროცედურების აკრძალვის პაკეტში. ის კრძალავს „ყველა სამედიცინო პროცედურას, რომელიც მიმართულია პირის სქესის შეცვლისკენ“, ასევე, არ რთავს ნებას ქვეყნის მოქალაქეს ოფიციალურ დოკუმენტებსა და საჯარო ჩანაწერებში შეიცვალოს სქესი. კანონი ასევე აუქმებს ქორწინებას, თუკი ადამიანმა სქესი შეიცვალა, ასევე, უკრძალავს ტრანსგენდერებს ისარგებლონ შვილის აყვანის უფლებით. კანონპროექტი პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა.

რუსეთში ლგბტ+ პირების მიმართ კანონის სრულად მუშაობს და საზოგადოებრივი სტიგმა მრავალგვარი ფორმით მოქმედებს. რეპრესიები იწირავს თემს და მუშაობას უკრძალავს უცხოურ ორგანიზაციებს. 2023 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულად შეაფასა და აკრძალა. მალევე დაარბიეს ქვიარ კლუბი Pose- და  დააპატიმრეს მისი ორი თანამშრომელი, რომელთაც ექსტრემისტული მოძრაობის დაფუძნება ედებათ ბრალად. საქმის მიხედვით, კლუბის ხელმძღვანელსა და მენეჯერს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის სასარგებლოდ მუშაობის გამო.

კონსერვატორი აქტივისტი ეკატერინა მიზულინა უშუალოდ ესწრებოდა ქვიარ კლუბის დარბევას. ის ქალაქის ხელისუფლებასთან და სამართალდამცველებთან მანამდეც თანამშრომლობდა კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით. რუსული პოლიტიკის ამ ნარატივს სოციალური კონსერვატორები, რელიგიური კონსერვატორები და რუსი ნაციონალისტები აქტიურად უჭერენ მხარს.

პრობლემის ჭეშმარიტი მასშტაბის დადგენა ძნელია რიგი ფაქტორების გამო. მათ შორისაა არასაკმარისი ინფორმაცია, ყოვლისმომცველ მონაცემთა შეგროვების ნაკლებობა და მსხვერპლებთან შიში, ღიად ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე. ქვიარ თემი, მხარდამჭერები და აქტივისტები  არა მხოლოდ რიგითი ჰომოფობების, არამედ სახელმწიფოსა და გავლენიანი პირების თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. ეს გამოიხატება ყველაფერში − მათ შორის დასაქმებაში, საცხოვრებლის ძიებაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. ლგბტ+ პირებს, შესაძლოა, შეექმნათ ძალადობისა და დევნის საფრთხე ოჯახის, საზოგადოების და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ან საზოგადოებრივ ადგილებში. საერთო ჯამში, სოციალური ჰომოფობიის, დისკრიმინაციული კანონების და სამართლებრივი ბერკეტების არარსებობის გამო ქვიარ თემი რუსეთიდან გარბის. მის შესახებ ინფორმაცია ქრება ინტერნეტიდან, თემის წევრები შლიან საკუთარ პროფილებს, ბლოგებს და პერსონალურ ინფორმაციას ქსელიდან.

 

მასობრივი მკვლელობები სექსუალური ორიენტაციის გამო

ლგბტ+ თემის სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობა არა მხოლოდ ფინანსური ჯარიმებით და თვითგამოხატვის შეზღუდვით გაუარესდა. რუსეთში სულ უფრო მეტად იზრდება ლგბტ+ პირების სიცოცხლის მოსპობის რისკი. 2017 წელს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა გამოძიება ჩეჩნეთის მაცხოვრებლების მასობრივი დაკავებების შესახებ. მიზეზად არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დასახელდა. პირველ დღეებში 100-ზე მეტი გატაცებული მამაკაცის შესახებ გავრცელდა ცნობა, სამსახურებიდან, სახლებიდან, ეზოებიდან… ჟურნალისტური გამოძიება რამდენიმე მოკლულის შესახებ აცხადებდა. გეი მამაკაცები აიყვანეს არა მხოლოდ გროზნოში, არამედ სხვადასხვა ქალაქში. ინფორმაცია დადასტურდა ოფიციალური სტრუქტურების წყაროებითაც, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაცია, ფე-ეს-ბე-ს ჩეჩნეთის დირექტორატი და ჩეჩნეთის პროკურატურა. ზოგიერთი დაკავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაათავისუფლეს და რესპუბლიკა დატოვა, რამდენიმე ათეულმა პირმა ქვეყნიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეგობრებისა და ნაცნობების გატაცების შესახებ შეიტყო.

დაკავებულებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის მუფთის წარმომადგენლები, მათ შორის რესპუბლიკის მეთაურთან დაახლოებული ცნობილი და გავლენიანი რელიგიური მოღვაწეები, ასევე ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი.

განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამომჟღავნება კავკასიაში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ტრადიციულ ჩეჩნურ საზოგადოებაში, ადამიანებს უკიდურესად მცირე სოციალური დისტანცია აქვთ. ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციის შესახებ ძალიან სწრაფად მჟღავნდება. დამალვას შედეგი არ მოაქვს. ჩეჩნებს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე ეჭვის დროს გადარჩენის შანსები უნულდებათ. საკმარისია, ოჯახმა ძალოვნებისგან შეიტყოს დაკავების მიზეზი, ოფიციალურ ორგანოებს ახლობლების დასაცავადაც აღარც მიმართავენ. ჩეჩნეთში გავრცელებულია „ღირსების მკვლელობის“ ძველისძველი ჩვეულება, რომელიც საფუძვლად უდევს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს. მათი რწმენით, ოჯახს სირცხვილი ჩამოშორდება, თუკი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წევრს მოკლავენ. როგორც წესი, მსგავსი მკვლელობები საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულია.

2017 წლის მოვლენები მასობრივი მკვლელობებით დასრულდა. გეი მამაკაცები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. მათზე არ საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დუმან ოჯახის წევრები.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები

 ქვეყანაში ჩაიხშო გამოსვლები და აქციები. ხელი შეეშალა ლგბტ+ პირების მხრიდან ღია გამოხატვასა და მხარდაჭერის მიღებას.

„ჩვენ გვექცევიან, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების გარეშე. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და, ამავდროულად, საზოგადოებისთვის ავადმყოფებად და საშიშებად მივიჩნევით”, − თქვა დრაგ ქვინმა, რომელიც წარმოდგენებს მართავს რუსულ ლგბტ+ სცენაზე.

ტანია კუპერი, Human Rights Watch-ის რუსი მკვლევარი ამბობს, რომ „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონი არის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების კიდევ ერთი ფორმა.

აქტივისტები აღწერენ კანონს, როგორც შემაკავებელ ეფექტს მათთვის, ვინც ხმამაღლა საუბრობს და გამოხატავს საპირისპირო შეხედულებებს. ლგბტ+ ადამიანები აღიქვამენ მას, როგორც თავდასხმას პიროვნულ იდენტობაზე, რაც გაძლიერებულია ძალადობით და ხელშეწყობილია სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ჰომოფობიით.

აივ ინფიცირებული ლგბტ+ ახალგაზრდებისთვის, მათი სექსუალობისა და ავადმყოფობის სტიგმატიზაცია ნიშნავს, რომ მათ უწევთ გადარჩენა ორმაგი დისკრიმინაციის პირობებში. რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Phoenix Plus-ის დამფუძნებელმა, რომელიც აივდადებით გეი მამაკაცებს ეხმარება, ევგენი პისემსკიმ გაიხსენა  17 წლის რუსი გეი ბიჭის ისტორია, რომლის დედამაც თქვა, რომ ჯობდა მუცელშივე მოეშორებინა. ფსიქოთერაპიის შემდეგ ბიჭმა გაიაზრა, რომ ცხოვრება არ დასრულებულა, მაგრამ, როგორც არასრულწლოვანი, დღეს ვერ მიიღებდა მხარდაჭერას ე.წ. “გეი პროპაგანდის” აქტის მიხედვით.

რუსეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა კანონის დონეზე და საკუთარ განცხადებებშიც გამოხატეს მხარდაჭერა ლგბტ+ უფლებების შეზღუდვის მიმართ.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადებები, რომელშიც თქვა, რომ ლგბტ+ უფლებები არ უნდა იყოს ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე უფრო პრიორიტეტული. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული კანონები ლგბტ+ უფლებებს ისევე ასახავს, როგორც სხვა რიგითი მოქალაქეების უფლებებს.

დღესაც, როდესაც საქართველოში საზოგადოებრივი დისკურსის გამყარების პერიოდია, ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები აყალიბებენ საცხოვრებელ, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეს საკუთარი ნააზრევის მიხედვით. განვითარების ამ პერიოდში რთულია გაარჩიო, სად არის ლგბტ+ პირთა უფლებების სივრცე და რით განსხვავდება ის რიგითი მოქალაქის უფლებებისგან. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდება. თემის საჭიროებებზე, ინდივიდუალურ პირთა პრობლემებზე და მათი მხარდაჭერის გზების პოვნაზე ბევრად უფრო ფრთხილად, უჩუმრად და გაზრდილი ძალისხმევით მოუხდებათ საქართველოში თემის პროფესიონალებს მუშაობა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი განსჯა, სათემო ორგანიზაციების საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საერთო შეთანხმება, რაც პარლამენტმა სრული შემადგენლობის ხმათა ⅔-ით უნდა დაადასტუროს.

 

 

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

//

28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს ემპირიულ და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინკლუზიურ ზრუნვას.

აშშ-ს რამდენიმე შტატში აიკრძალა ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურები, რაც მოიცავს სამედიცინო, საკანონდებლო, სოციალური და ფსიქოლოგიური პროცედურების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის გენდერული იდენტობის მიღებისა და დადასტურების პროცესს.

ამერიკის ფსიოქლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი სინტია დე ლას ფუენტესი აცხადებს, რომ ფსიქოლოგთა ასოიციაციის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებს, არის გზავნილი იმ სამთავრობო უწყებისა და თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც უგულებელყოფენ ადამიანების საბაზისო საჭიროებებს. სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აუცილებელია იმ ადამაინებისთვის, ვინც გადის ტრანზიციის და გენდერის დადასტურების პროცესს, ხოლო ინკლუზიური ზრუნვის აკრძალვა დიდ ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მხარს უჭერს არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის დადასტურების ზრუნვას, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  •  აუცილებელია ახალგაზრდა ტრანსგენდერებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე. დაუშვებელია სამედიცინო სერვისების აკრძალვა.
  • აუცილებელია ტრანსგენდერ/არაბინარულ ადამიანებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობა და დაუშვებელია მსგავსი სერვისების აკრძალვა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას, იყოს ჯანმრთელი და მიიღოს შესაბამისი სერვისები.
  • ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნა არ არის გამოწვეული აუტისტური სპექტრის ან პოსტ ტრავმული სტრესის შედეგად. გენდერის დადასტურების პროცედურებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა ხდება შეცდომაში შემყვანი ნარატივის გავრცელებით, როგორიცაა ტრასნგენდერი ადამიანების წარმოჩენა, როგორც ძლიერო სტრესის ან ძალადობის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის.
  • დისკრიმინაცია იწვევს ტრასნგენდერი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოხლის ხარისხის გაუარესებასა და სუიციდის გაზრდილ რისკებს. ასევე, საფრთხეს უქმნის ტრანსგენდერი/არაბინარული ადამიანების ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.

ამჟამად აშშ-ს 20-ზე მეტ შტატში აკრძალული ან შეზღუდულია გენდერის დადასტურების პროცედურები და შესაბამისი სერვისები.

 

მამუკა მდინარაძემ „გეი პროპაგანდის“ კანონით აკრძალვა დააანონსა

/

რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ მისივე თქმით, „არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა“ ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევს. „ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლარანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ.“

„შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე. წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე განმარტებით, ფსივდოლიბერალური იდეოლოგია სერიოზულ საფრთხელს შეიცავს საზოგადოებისთვის, რასაც აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს საკანონმდებლო მექანიზმები – მომზადდეს და დაინიცირდეს კანონპროექტი. „ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

https://www.facebook.com/GDMamukaMdinaradze/videos/1080017909881795

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა

//

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას ადგენდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა.

დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გებრიელ ატალი – საფრანგეთის პირველი ქვიარ პრემიერ მინისტრი

/

9 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გებრიელ ატალი – 34 წლის განათლების მინისტრი საფრანგეთის ახალ პრემიერ მინისტრად დაასახელა. ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და ღიად გეი პრემიერ მინისტრია. მან შეცვალა ელიზაბეტ ბორნი, რომელიც 8 იანვარს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მის გადადგმომას წინ უძღოდა არაპოპულარული საპნესიო რეფორმები და მასობრივი საპროტესტო აქციები.

გებრიელ ატალი მაკრონის გუნდში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მან პარიზის პრესტიჟული კერძო სკოლა დაამთავრა, სადაც მისი თქმით, ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი იყო. 17 წლის ასაკში კი სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა. ის მუშაობდა საფრანგეთის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, როგორც მთავრობის სპიკერი და განათლების მინისტრი.

ატალის პრემიერ მინისტრად დანიშნვას მაკრონის პოლიტიკის ერთგვარ “გადატვირთვად” აფასებენ. საფრანგეთი პარიზის ოლიმპიადის მოლოდინშია, ასევე მაკრონი ძლიერ წნეხს განიცდის ულტრა-მემარჯვენე პარტიის მხრიდან. ატალი კი მაკრონის გუნდში ყველაზე პოპულარულ წევრად არის მიჩნეული.

 

ცხოველებზე ზრუნვის 22 წელი – მაია თაბაგარი საუბრობს გამოწვევებზე

//

ქვიარი იწყებს პუბლიკაციების ახალ სერიას, რომელიც ცხოველების დამცველების საქმიანობას ეძღვნება. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების უფლებების საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე, ვეცდებით გამოვკვეთოთ ძირითადი გამოწვევები, რათა მათი გადაჭრის შესაძლებელი გზებიც ერთად დავინახოთ.

„ძაღლი ცოცხალი არსებაა, რომელსაც შია, წყურია, მოფერება, სიყვარული უნდა. თუ ადამიანს არ აქვს ცხოველების მიმართ შინაგანი სიყვარული და გრძნობა, ვერასოდეს გააკეთებს ამ საქმეს. ხშირად ვისმენ ჩემი მისამართით: „ნეტა შეეშვებოდე ამ ძაღლებს.“ ბევრს არ ესმის თუ რაში მჭირდება ის რასაც ვაკეთებ. მე კი ვთვლი, რომ ყველა ადამიანი ღმერთის მიერ რაღაც საქმისთვის, მსახურებისთვისაა არჩეული. მე ამისთვის ამირჩია ღმერთმა.“ – „ქვიართან“ საუბარში ამბობს ცხოველების დამცველი აქტივისტი მაია თაბაგარი.

მაიას ცხოვრების ჩვეული მიმდინარეობა 22 წლის წინ შეიცვალა, როდესაც მის სახლში ცუგამ პირველად შედგა ფეხი. მაიკოს თქმით, „ოთხფეხა სიყვარულმა“ ისეთი სითბო და ერთგულება აგრძნობინა, რომ მას შემდეგ ყველა ძაღლის მიმართ და განსაკუთრებით კი მიუსაფარი ცუგების მიმართ სენსიტიური და მხარდამჭერი გახადა.

ამ წლების განმავლობაში, მან ათასზე მეტი ცუგა გადაარჩინა შიმშილს, დაძინებას, სიცივეს, დაავადებებისგან, ადამაინების მიერ და ავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებებითა და ჭრილობებით გამოწვეულ წამებასა და სიკვდილს. მაია ცხოველების უფლებების სხვა დამცველებთან ერთად სრულიად მოხალისეობრივად არის ჩართული ძაღლების და კატების სტერილიზაციის პროცესშიც.

ჩვენ ვკითხეთ მაიას თუ რა გამოწვევებს აწყდებიან ცხოველების დამცველები და რამდენად ეხმარება მათ სახელმწიფო ან საზოგადოება იმ საქმის კეთებაში, რომელზეც წესით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. პრობლემების სია საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება

მოსახლეობაში მიუსაფარი ცხოველების და მათზე მზრუნველი ადამიანების მიმართ ზიზღი, ბავშვობიდან ცხოველების მიმართ შიშის დასწავლა შემდგომში გამოიხატება ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, ცხოველების დამცველების მიმართ აგრესიაში, მათ დაცინვაში, დამცირებასა და დაშინებაში.

ჩვენი საზოგადოება ზოგადად ძალიან სასტიკია და გულგრილი მიუსაფარი ცხოველებისადმი. პრობლემად აღიქმება ცხოველის არსებობა და არა მისი საჭიროებები. მონიტორინგის სამსახურისგან ხშირად ითხოვებ მიუსაფარი ცხოველის მოშორებას რომელიღაც კონკრეტული ტერიტორიიდან, სადაც ის უკვე მიჩვეულია და ცხოვრობს. მონიტორინგის სამსახურს გადაჰყავს ცხოველი სხვა ტერიტორიაზე, სადაც ის არ არის ადაპტირებული, კარგაცს კავშირს იმ ადამიანებთან, რომლებიც მას კვებავენ. ამასთან, ახალ ტერიტორიაზე ასეთ ძაღლებს ფიზიკურად თავს ესხმიან სხვა ძაღლები, რომლებიც იცავენ საკუთარ ტერიტორიას, რაც ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება „გადასმული“ ცხოველისთვის.

სახელმწიფოს მხრიდან კანონის არ აღსრულება

არ ხდება ძაღლების მეპატრონეების კონტროლი და მათ მიმართ კანონის აღსრულება, რომელიც ცხოველის დაჩიპვას ავალდებულებს. ცხოველების გარეთ გაგდების პრაქტიკა ძალიან ხშირია. ზოგჯერ ძაღლი მიჰყავთ „ბავშვისთვის სათამაშოდ“, ხოლო როცა ის იზრდება უშვებენ გარეთ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველის გამოკვებას ვერ ახერხებენ, ან უბრალოდ მობეზრდათ, ან დაბერდა და გასამრავლებლად აღარ ადგებათ და ა. შ.

 

კიდევ ერთი დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველებს ყრიან ტრასაზე, სრულიად დაუსახლებელ, ხანდახან მიუვალ ადგილებში, სადაც არაფერია – არც საკვები, არც წყალი. იქ ცხოველი ვერ გადარჩება, თუ მასზე არ იზრუნე.

ზოგიერთი პატრონი ეზოში აშენებულ ჯიხურში, სიცივეში და სისველეში ამყოფებს ძაღლს, მოკლე საბელზე, რაც წამების ტოლფასია. ასეთი მოპყრობისთვის პირველადი ჯარიმა სულ 8 ლარს შეადგენს, განმეორებითი კი 50 ლარს, რასაც ცხადია არანაირად არ გააჩნია შემაკავებელი ეფექტი.

თავშესაფრების პრობლემა

სახელმწიფო თავშესაფარი საჭიროა, თუმცა ის რაც უკვე არის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „ეს ჩვეულებრივი სასაკლაოა“ – ამბობს მაია. კერძო თავშესაფრებში ადგილები და რესურსები საკმაოდ შეზღუდულია.

სტერილიზაციის პროცესის ხარვეზები

ძაღლების სტერილიზაციის პროცესში ხშირად მოხალისედ არიან ჩართულნი მოქალაქეები, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება მათი მხარდაჭერა სათანადოდ. მაგალითად მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ ხოლმე ცხოველების გადასაყვანი გალიები, ასევე ცხოველის დროებით მოსადუნებლად გამოსაყენებელი სპეციალური თოფი.

არასაკმარისი ზრუნვა დაავადებულ ცხოველებზე

კიდევ ერთი საჭიროებაა დემოდეკოზით დაავადებული ძაღლების სამკურნალო პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ძვირია და რომლის გარეშე ცხოველი ძლიერ ტკივილს განიცდის და მკურნალობის გარეშე იღუპება.

 

ზოგადად მკურნალობის სამედიცინო ხარჯი ძალიან ძვირია. ვეტერინარული კლინიკების უმეტესობა მიუსაფარ ცხოველების მკურნალობისთვის კომერციულ საფასურს ითხოვენ. ძალიან იშვიათია, როდესაც ექიმები და კლინიკები სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ და შეღავათიანი პირობებით ან სულაც მოხალისეობრივად მკურნალობენ ოთხფეხა პაციენტებს. სამედიცინო დახმარება ცხოველებს ხშირად მანქანით დაჯახების შედეგადაც ესაჭიროებათ.

ენტერიტი წარმოადგენს გამოწვევას, განსაკუთრებით თუ ცხოველები ერთ ტერიტორიაზე მრავლად არიან და ერთმანეთისგან გადაედებათ. მკურნალობაც რთულია და შედეგიც ხშირად ფატალურია.

ცხოველების დამცველების გადაწვა და დაქსაქსულობა

ცხოველების უფლებების დამცველები რთულ მდგომარეობაში არიან ვინაიდან მწირი რესურსებით უწევთ კომპლექსური, რთული პრობლემების გადაჭრა. ისინი ხშირად განიცდიან მწვავე სტრესს დასახიჩრებული, მძიმედ ავადმყოფი, მომაკვდავი ცხოველების მოვლის გამო. შედეგად ზიანდება მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობაც, ხოლო საზოგადოების მხრიდან აქაც არ აქვთ მხარდაჭერა – არც სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა. ფსიქოთერაპიაც კი ძალიან ძვირია. სამოქალაქო აქტივისტები კი, როგორც წესი საკუთარ გამომუშავებულ სახსრებსაც ახმარენ საერთო საქმეს.

მაიას აზრით, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ საჭიროა ცხოველთა მოყვარული თემის გაერთიანება და შეთანხმებულად მოქმედება. “მხოლოდ ჩვენი ერთიანობით არის შესაძლებელი ცვლილებების მიღწევა,” ამბობს ცხოველების უფლებების დამცველი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუსეთში პატიმრობა ემუქრება ქვიარების დამცველ ადვოკატებსაც

/

 

გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს საკუთარი ქვიარ მოქალაქეების მიმართ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ლგბტქი მეგობრულ ბარებსა და კლუბებში ჩატარდა საპოლიციო რეიდები, რა დროსაც პოლიციელები უღებდნენ ფოტოებს სტუმრებს და მათ პირად დოკუემნტებს.

ასევე, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო საქმიანობა შეწყვიტეს ლგბტქი უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა და  ორგანიზაციებმა.

გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ:

საპოლიციო ღონისძიებები, მათი ფართო მასშტაბის გათვალისწინებით, მიზნად ისახავენ რუსეთში მცხოვრები ლგბტ თემის წევრების დაშინებას.

სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი ქვიარები რჩებიან სამართლებრივი დაცვის გარეშე და მართლმსაჯულების მიღმა.

„რუსეთის პრეზიდენტის გაცხადებული მიზანი შეინარჩუნოს ანტი ლგბტ პოზიცია საკუთარი პოლიტიკური პროგრამის წამყვან საყრდენად, მიუთითებს რუსეთში ლგბტ ადამიანების უფლებების უკანასკნელი გარანტიების მსხვრევას,“ – ამბობენ გაეროს ექსპერტები.

 

გამოყენებული მასალა: https://news.un.org/en/story/2023/12/1144522

 

 

ქვიარის პირველი ბეჭდური ვერსია გამოიცა

//

 

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) მხარდაჭერით გამოიცა ქვიარის პირველი ბეჭდური ჟურნალი, რომლის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine

ჟურნალის გამოცემა იგეგმება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ლგბტქი საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ქვიარებსა და მათ მხარდამჭერებში.

2 დეკემბერს გაიმართა ჟურნალის პირველი ბეჭდური გამოცემის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ  საკითხებზე:

  • საქართველოში ახალგაზრდა ქვიარების წინაშე არსებული გამოწვევები;
  • ქვიარების ემიგრაცია უცხო ქვეყნებში;
  • ქამინგ აუთთან, აქტივიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჭიროებები;
  • ქვიარ აქტივიზმის ზოგადი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.