საზოგადოება - Page 25

/

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც ქვიარებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლებას,

/

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

მიიჩნევა  თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს.  ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece  განმარტა, რომ  ერთი და იმავე  სქესის წყვილების ურთიერთობა,

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

/

რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების განრიგს საქართველოს მასშტაბით. 20

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

/

მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და ღონისძიებების ბმულებს ქალაქების მიხედვით:

ლევან ბერძენიშვილის სახლთან აგრესიულად განწყობილი პირები მივიდნენ

/

ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე აგრესიულად განწყობილი, ნიღბიანი პირი იმყოფებოდა.

ბერძენიშვილი ყვება, რომ უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ოჯახის წევრმა შეატყობინა, რომ სახლთან ორგანიზებული ჯგუფი იმყოფებოდა. მისი თქმით, შვილმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც უცნობი პირები ტერიტორიიდან წავიდნენ.

ბერძენიშვილი შემთხვევას ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უკავშირებს.

“როგორც მე შემატყობინეს, მოსულა 15-20 კაცი, ათლეტური აღნაგობის შესაბამისი აღჭურვილობით, ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. კითხვაზე, რატომ არიან მოსულები, ძირითადად იგინებოდნენ… აშკარად იყო მარბიელთა აქცია, რომლებიც მელოდებოდნენ. მათ  მშვენივრად იციან ჩემი გადაადგილება, მე არ ვიცი, როდის ვამთავრებ ლექციებს და მაგათ იციან ზეპირად.

მე რომ დროულად მოვსულიყავი, ისინი აქ დამხვდებოდნენ, მე უბრალოდ გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ამასობაში, ვინაიდან არ მიდიოდნენ, აქ იდგნენ, ჩემმა ქალიშვილმა გამოიძახა პატრული. პატრული გამოჩნდა თუ არა, ისინი გაქრნენ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა მთავარ არხთან.

ის ყვება, რომ აუგორეს დეზინფორმაცია, თითქოს 2013 წელს ხევსურებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს არის არის ბერძენიშვილზე მუქარის პირველი შემთხვევა. ის ბოლო დროს არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი. ამ ყველაფრის უკან თავად ბერძენიშვილი ხელისუფლებას ხედავს.

ILGA-Europe-ის Rainbow Europe რუქის 2023 წლის მონაცემები

//

ევროპულმა ორგანიზაცია ILGA-Europe-მა გამოაქვეყნა მისი შეფასების ინსტრუმენტის Rainbow Europe-ის 2023 წლის მონაცემები.

თანასწრობა, ევროპის მასშტაბით წინ მიიწევს, მიუხედავად იმისა, რომ რანდენიმე ქვეყანაში ლგბტქი თემის მიმართ ინტენსიურ თავდასმხებს აქვს ადგილი.

ტრანს ადამიანებთან დაკავშირებით საკმაოდ პოლარიზებული დისკურსის ფონზე, რიგ ქვეყნებში მიღებულია სქესის აღიარების ისეთი მოდელები, რომლებიც თვითიდენტიფიკაციას უჭერენ მხარს. ქვიარ ადამიანების ძლიერმა მხარდაჭერამ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს ბენეფიტებიც მოუტანა. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ქვეყნებში, სადაც ინტერსექსი ადამიანების სასქესო ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა აიკრძალა კანონის დონეზე. 

ესპანეთმა, წლევანდელი რუქის მიხევით,  მე-6 ადგილიდან გადაინაცვლა მე-4 ადგილზე, ფინლანდია შევიდა პირველ ათეულში, საბერძნეთიც აიწია 4 პოზიციით. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით, სიძულვილით მოტივირებული, დანაშუალის დამამძიმებელ გარემოებებად განსაზღვრამ ბელგია, ისლანდია ესპანეთის დონეზე ამოწია. ყველაზე წინ კი მალტაა. 

აღსანიშნავია, რომ მოლდოვას პოზიციები აიწია 14 პუნქტით, რადგან ქვეყნის კანონმდებლობამ დისკრიმინაციის აკრძალვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ენის გარდა, სოგის ნიშნით, მოიცვა დასაქმების, განათლების, ვაჭრობის და სერვისების, ასევე ჯანდაცვის სფეროებიც. 

სლოვენიასა და შვეიცარიაში დაკანონდა ერთიდაიგივე სქესის მქონე ადამიანების ქორწინება და ასევე ბავშვის შვილად ერთობლივი აყვანა. შვეიცარიამ დამატებით დაუშვა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ქვიარ წყვილებისთვის. ქორვატიამ ასევე დაუშვა ბავშვის შვილად აყვანა ქვიარ წყვილებისთვის. 

საქართველო ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს თავის 25%-იან რეიტინგს (2015 წელს ის 36%-ს შეადგენდა), რაც იმას ნიშნავს რომ საკანონმდებლო დონეზე ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულ აღიარებას და პატივისცემას 75%-ით ჩამორჩება. თუმცა ისევ, ჯერ-ჯერობით წინ უსწრებს რიგ ქვეყნებს, როგორიცაა – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა და ლატვია. 

ცხადია კანონმდებლობის არსებობა სულაც არ ნიშნავს მის დაცვას და ამ კუთხით საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის და სათემო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, საკმაოდ მძიმეა. 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით 10-დან 7 ქვიარი ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას, ხოლო რესპონდენტების 68.7% ფსიქოლოგიურ ძალადობას.[1]

ILGA-Europe-ის ინსტრუმენტი Rainbow Europe ყოველწლიურად აფასებს ევროპის 49 ქვეყანას 74 კრიტერიუმის მიხედვით. მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით www.rainbow-europe.org/about

[1] Research: Aghdgomelashvili et al., Assessing the impact of anti-pandemic restrictions and anti-crisis measures on the LGBTQI community due to the new coronavirus, WISG, 2021.

 

 

მთავარი არხი ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს

ტელეკომპანია მთავარი არხი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს.

მათი განცხადებით, ნაკაიძე სასამართლომ გაუპატიურებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში გაამართლა, ამავე დროს, დამნაშავედ ცნო ძალადობასა და მუქარაში და 1 წლით პატიმრობა შეუფარდა.

“მთავარი არხი რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე – ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით”, – ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაკაიძე 2022 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურის მაშინდელი განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. მათი ცნობით, ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

ლაშა ნაკაიძის დაკავებიდან მეორე დღეს, 17 აგვისტოს განცხადება გაავრცელა მთავარმა არხმა, რომელშიც ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტენ.

“მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – წერდა მაშინ მთავარი არხი.

ნაკაიძეს უკვე 9 თვეა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 3 თვეში დატოვეს.

143 ორგანიზაცია: ინიციატივა, რომელიც EU-ს ფასეულობებს დაუპირისპირდება, სტატუსის საბოტაჟი იქნება

143 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ქვიარი მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას.

ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. 4710 Contemporary Art Gallery
  2. CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი
  3. Center for Social Sciences
  4. Equality 17
  5. Femina
  6. GWAction Group
  7. Populus Rei
  8. ა(ა) იპ ქართული მედია ჯგუფი
  9. ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
  10. ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  11. ა(ა)იპ ნეო ტვ
  12. ა/ო “ვიმეგობროთ”
  13. მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
  14. ააიპ „მთის თემი“
  15. ააიპ მშობლები განათლებისთვის
  16. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  17. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
  18. აიპ პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  19. ალტერნატივა ჯორჯია
  20. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  21. არ გადადო
  22. არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის”
  23. ასოციაცია “ევროპის დროით”
  24. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
  25. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  26. ახალგაზრდა მწვანეები
  27. ახალგაზრდული ალტერნატივა
  28. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია – აირა
  29. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  30. ახლგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  31. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  32. ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება
  33. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  34. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  35. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  36. განათლებისა და განვითარების სივრცე
  37. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  38. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  39. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  40. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  41. დასაქმების და გადამზადების ცენტრი
  42. დემოკრატ მესხთა კავშირი
  43. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  44. დემოკრატიის მცველები
  45. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  46. დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia)
  47. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  48. ეკო ცენტრი
  49. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
  50. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
  51. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  52. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  53. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი EPC
  54. თანასწორობის მოძრაობა
  55. თბილისი პრაიდი
  56. იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
  57. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  58. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  59. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  60. კავკასიური დიალოგი
  61. კანონის უზენაესობის ცენტრი
  62. კაქტუს მედია
  63. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
  64. კომლი
  65. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC
  66. ლომეკი
  67. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  68. მედია ცენტრი კახეთი
  69. მედიაომბუდსმენი
  70. მედიის განვითარების ფონდი
  71. მედიის ინსტიტუტი
  72. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  73. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  74. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  75. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  76. მწვანე ალტერნატივა
  77. ნინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»
  78. ოზურგეთის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრი
  79. ორბელიანი საქართველო
  80. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
  81. პრევენცია პროგრესისთვის
  82. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია / ProActive Group Georgia
  83. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  84. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  85. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
  86. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  87. საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველო
  88. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
  89. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  90. სათემო რადიო მარნეული
  91. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  92. სალამ
  93. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  94. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ,, ლაკმუსი “
  95. სამოქალაქო იდეა
  96. სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
  97. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  98. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI
  99. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  100. საორსა
  101. საფარი
  102. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  103. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  104. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  105. საქართველოს მედია-კლუბი
  106. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  107. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  108. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  109. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  110. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  111. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  112. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
  113. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  114. სექტორი 3
  115. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  116. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი. თემი ქედელი
  117. სოლიდარობის თემი
  118. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  119. სოციალური საწარმო გუმბათი
  120. სუფთა ამბავი
  121. ტელეკომპანია “ლტვ”
  122. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  123. უფლებები საქართველო
  124. ფენიქსი 2009
  125. ფრანკლინის კლუბი
  126. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  127. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  128. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
  129. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  130. ქალთა ფონდი საქართველოში
  131. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  132. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  133. ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება
  134. ღია სივრცე კავკასია
  135. ყვარლის ევროკლუბი
  136. შავი ზღვის ეკო აკადემია
  137. შპს “ქართული კენკრა”
  138. ჩემი იმერეთი
  139. ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი “პარტნიორები-საქართველო”
  140. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  141. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  142. წითელი ხიდი
  143. ჰეპა პლიუსი

ქვეყანა, რომელშიც ქალებს არსებობას უკრძალავენ – რა ხდება ავღანეთში?

/

2021 წელს, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ავღანელ ქალებს ეზღუდებათ (და თითქმის არ შეუძლიათ): სახლის დატოვება, სამედიცინო მომსახურების მიღება, განათლების მიღება, მუშაობა; განქორწინება, სოციალური აქტივობები, სპორტული აქტივობები, როტესტის გამოხატვა, დახმარების თხოვნა…

 2021 წელს, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ახალი საზარელი ეპოქა დაიწყო. მისი მსხვერპლი, კი პირველ რიგში ქალები და ეთნიკური უმცირესობები გახდნენ.

სულ რამდენიმე თვე დასჭირდა თალიბანის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ქალების მიმართ ექსტრემალური დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება დაეწყო. დაპირებების მიუხედავად, რომ ახალი გადაწყვეტილებები შარიათის კანონის მიხედვით მიიღებოდა, თალიბანმა მალევე შეუზღუდა ქალებსა და გოგონებს საბაზისო უფლებების გამოყენების თავისუფლება. და, ავღანელები, რომლებიც ქუჩაში ახალი წესრიგის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ – დააკავეს, იძულებით დააქორწინეს და გააუპატიურეს.

2001 წლის შემდეგ, რაც აშშ-ისა და ნატოს ძალებმა ავღანეთში ახალი წესრიგის დამყარება სცადა, ქალ აქტივისტებს ბრძოლის შესაძლებლობა მიეცათ. ამ პერიოდში, ავღანეთში სამუშაო ძალის 30%-ს ქალები შეადგენდნენ. აქედან,  5000-მდე ქალი სამხედრო, პოლიციისა და თავდაცვის  ძალებში მსახურობდა, 250-300-მდე ქალი მოსამართლე იყო (უმეტესობა ქაბულში), რაც მთლიანი სასამართლო სისტემის 8% – 10%-ს შეადგენდა. ამავდროულად, ქვეყანაში 10 წლამდე გოგონების თითქმის 60%-ი სწავლობდა სკოლაში, 15 წლამდე გოგონებში ეს ციფრი 30%-მდე მცირდებოდა, ქალი პარლამენტარების რაოდენობა 27%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ქალების ნაწილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

2021 წლის შემდეგ, სიტუაცია სრულიად შეიცვალა. მრავალ აკრძალვასთან ერთად, მათ თავისუფლად გადაადგილება აეკრძალა.

ქალებს არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების უფლება. სახლის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი პრობლემების შემთხვევაში და ოჯახის კაცი წევრის (უნდა მიიჩნეოდეს, როგორც მაჰრამი) თანხლებით. ამასთან ერთად, გარეთ გასვლისას, ქალები ვალდებულები არიან, რომ სხეული სრულიად დაიფარონ. თალიბანის „რეკომენდაციების მიხედვით“, ქალებს უნდა ეცვათ ბურქა და ამ შემთხვევაშიც, სასურველია, რომ თვალებიც ნაჭრით იყოს დაფარული. აკრძალვა ეხება ყველა ქალს, განურჩევლად პროფესიისა. ამიტომაც, სატელევიზიო და საინფორმაციო გადაცემების წამყვან ქალებსაც კამერების წინ სრულიად დაფარულებს უწევთ დგომა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანის განათლების მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ავღანელი ქალების ქცევა არღვევდა ისლამური მორალური ქცევის წესებს, ხოლო ავღანელი ქალები ისე იცავდნენ, თითქოს „ქორწილს ესწრებოდნენ“.

ახალი ქცევის და ჩაცმულობის წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქალის მამაკაც „მეურვეს“ ეკისრება. თავდაპირველად ის გაფრთხილებას მოიაზრებს, შემდგომ ფულად ჯარიმას, ხოლო მესამე დარღვევის შემთხვევაში კაცს ციხეში ათავსებენ.

საჯარო სივრცეებიდან ქალების კიდევ უფრო განსადევნად მათ მუშაობა თითქმის ყველა სფეროში აეკრძალათ. ქალის ძირითად საქმიანობად სახლის საქმეები მიიჩნევა, თუმცა ავღანელ ქალებს შეუძლიათ მამაკაცი მაჰრამის კომპანიებსა და ჯანდაცვის სექტორში დასაქმება. ახლა თალიბანის მთავრობას არ ჰყავს არცერთი ქალი მოსამართლე მის სახელფასო სიაში.

გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, მხოლოდ საავადმყოფოები და კლინიკებია ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებს ასაქმებენ. თუმცა, სამედიცინო პროფესიონალები აქაც უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რადგან ქალ ექიმებსა და მედდებს ეკრძალებათ მამრობითი სქესის პაციენტების მკურნალობა ან მამაკაც კოლეგებთან სამუშაოს განხილვა და კონტაქტი.

რეპრესიების გამო, 2022 წლისთვის ქალ ჟურნალისტთა 84%-მა მუშაობა შეწყვიტა. ამასთან ერთად, ძალაუფლების ხელში ჩაგდებით შემდეგ, თალიბანმა ქალებს აუკრძალა გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა. რეპრესიების გამო, ავღანეთი უამრავმა განათლებულმა ქალმა დატოვა.

წელს, თალიბანის გადაწყვეტილებით, ქალებს მამაკაც ექიმებთან მკურნალობა აეკრძალათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მოსახლეობას ისედაც ძალიან უჭირს საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება.

1990 წლიდან მოყოლებული, ორსულ ქალთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რიცხვი მცირდებოდა, ორსულ ქალთა გარდაცვალების მთავარ მიზეზი ახალგაზრდა დედის ასაკი, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი და ცუდი სამედიცინო სერვისები იყო. ამასთან ერთად, ბებიაქალებისა და ექიმების სიმცირის გამო ათიდან ოთხი ბავშვი იღუპებოდა დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ახალი გადაწყვეტილება კი ქალების ჯანმრთელობას კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს, რადგან, გარდა სამედიცინო პერსონალის და განსაკუთრებით, ქალი ექიმების ნაკლებობისა, ავღანელ ქალებს არ შეუძლიათ საჭირო (სამედიცინო) განათლების მიღება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში, ქალი ექიმების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.

ავღანელ ქალებს განათლების მიღება მხოლოდ მე-6 კლასამდე შეუძლიათ და ისიც მხოლოდ მედრესეებში ( მეჩეთთან არსებული ისლამური სასწავლებელი), გენდერული სეგრეგაციის პირობებში. მეექვსე კლასის მიღმა გოგონებს ეკრძალებათ სკოლასა და უნივერსიტეტებში სიარული.

რამდენიმე დღის წინ, პაკისტანში ვიზიტისას, თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქალებისთვის განათლების შეზღუდვა სამუდამო არ არის. თუმცა, წინა წელს, თალიბანის მეთაურმა, ჰაიბატულა ახუნძადასმა გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავს ახალგაზრდა გოგონების მეექვსე კლასს მიღმა სკოლასა და უნივერსიტეტებში სიარულს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ქალების განათლების საკითხში ავღანეთმა დიდი პროგრესი განიცადა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს დარჩენილი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ავღანეთს ჰყავს 10 მილიონი მოსწავლე სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ასევე ჰყავთ 300 000-მდე მასწავლებელი და მათ შორის, 92 000-მდე ქალი, რომლების სასწავლო დაწესებულებებში ასწავლიან. საერთაშორისო მოწოდებების, დაპირებებისა და ზოგადი პასუხების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ძალიან ბუნდოვანია, თუ რა ბედი ეწევა ქალების განათლების უფლებას ავღანეთში. არ არსებობს მკაფიო, განსაზღვრული თარიღები სკოლების გახსნაზე, თალიბანი ჯერ-ჯერობით უარყოფს საერთაშორისო მოთხოვნებს შეზღუდვების მოხსნაზე და ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ავღანეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტონ.

თალიბანმა ასევე სრულიად მოშალა ეროვნული მხარდაჭერების სისტემები, რომლებიც ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა შექმნეს. გაუქმდა თავშესაფრები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისა და გოგონებისთვის ერთადერთი ხსნა იყო.

ჯერ კიდევ 2009 წელს, ავღანეთის კონსტიტუციაში შევიდა „ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კანონი“ (EVAW), რომელიც ქვეყანაში ქალებისა და გოგოების დასაცავი ლეგალური „იარაღი“ უნდა გამხდარიყო. 2021 წლის შემდეგ, თალიბანმა დაიწყო ციხეებიდან პატიმრების მასობრივი განთავისუფლება, განსაკუთრებით იმ კაცების, რომლებიც ციხეში ქალებზე ძალადობის გამო იყვნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლამ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებაც გამოიწვია. განსაკუთრებით გართულდა მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, შიმშილისგან თავის დაღწევის მიზნით, ასეთი ოჯახები ფულის სანაცვლოდ მცირეწლოვან ქალიშვილებს ათხოვებენ.

გარდა ამისა, გოგონებს ადრე ათხოვებენ, რათა ისინი თალიბანის მებრძოლებზე იძულებითი ქორწინებისგან დაიცვან, ან პირიქით, რათა თალიბანებთან კავშირით ოჯახის დაცვის გარანტია მოიპოვონ.

ამასთან ერთად, ხშირად საჭირო არც არის, რომ მსგავს ამკრძალავ შეზღუდვებს ოფიციალური ხასიათი ჰქონდეთ. The Guardian-ის მიხედვით, თალიბანის მებრძოლები აფთიაქებს აიძულებენ და არბევენ, რათა მათ კონტრაცეპტივების გაყიდვა შეწყვიტონ; თალიბანის მებრძოლები სიკვდილამდე სცემენ ქალებს, რომლებიც მათთვის საჭმლის მომზადებაზე ამბობენ უარს ან ტანზე მომდგარ სამოსს ატარებენ; იტაცებენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ძალით აქორწინებენ ქალებს, რომლებიც  „მორალურ დანაშაულს“ ჩადიან, მებრძოლებს წინააღმდეგობას უწევენ ან ახალ წესრიგს აპროტესტებენ… ასეთი ფაქტები რჩება გამოძიების გარეშე, თალიბანის მებრძოლებს ეძლევათ სრული თავისუფლება და ხშირად კანონგარეშე მოქმედებენ, და უფრო ხშირად საკუთარ კანონებს ადგენენ.

ყველაფრის მიუხედავად, ავღანელი ქალები არ ნებდებიან და მეტიც, ქუჩაში გასაპროტესტებლად ხშირად გამოდიან – ავღანელი ქალები ითხოვენ თავისუფლებას, სამართლიანობასა და თანასწორ უფლებებს, აკრიტიკებენ ახალ რეჟიმსა და მის მმართველებს, ითხოვენ დახმარებას, ქმნიან ხელოვნებას და არ ნებდებიან უკეთესი მომავლის იმედით.

 

 

 

პუბლიკაციის ავტორი თათია გოჩაშვილი