საზოგადოება - Page 2

/

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც ქვიარებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლებას,

/

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

მიიჩნევა  თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს.  ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece  განმარტა, რომ  ერთი და იმავე  სქესის წყვილების ურთიერთობა,

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

/

რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების განრიგს საქართველოს მასშტაბით. 20

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

/

მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და ღონისძიებების ბმულებს ქალაქების მიხედვით:

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

/

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დეკემბერში პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მღვდლებს ეძლევათ უფლება დალოცონ ქვიარ წყვილები “განსაკუთრებულ შემთხვევებში”, რომელიც არ იქნება სისტემატური, რეგულარული ხასიათის და არ იქნება რელიგიური რიტუალების ნაწილი. ასევე, დალოცვა არ ეხება სამოქალაქო გაერთიანებებსა და ქორწილებს. პაპმა აღნიშნა, რომ ქორწინებას ის კვლავ განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის ერთობას. პაპმა აღნიშნული გადაწყვეტილება 18 დეკემბერს დოკუმენტის სახით დაამტკიცა. მისი თქმით ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ღმერთი მიესალმება და კარს უღებს ყველას”, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვიარ ადამიანების დალოცვის საკითხს თითოეული მღვდელი წყვეტს ინდივიდუალურად. ნომებერში პაპის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ მოინათლონ. ასევე, იყვნენ ნათლია ან მეჯვარე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კათოლიკურ ეკლესიაში წინააღმდეგობა მოჰყვა.

“არავისთვის წარმოადგენს სკანდალს ის ფაქტი, რომ კურთხევას ვაძლევ ბიზნესმენს, რომელიც შესაძლოა ადამიანების ექსპლუატაციით არის დაკავებული და ეს დიდი ცოდვაა. სამაგიეროდ, როცა საქმე ეხება ლგბტქი ადამიანების კურთხევას, ეს სკანდალისა და ღელვის მიზეზი ხდება. აი, ეს არის ფარისევლობა”, – განაცხადა რომის პაპმა იტალიურ კათოლიკურ გამოცემა Credere-თან.

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

/

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც მრავალწლიანი ანტი-ლგბტქი კამპანიის ფარგლებში კეთდებოდა ტელევიზიის მხრიდან.

TVP ინფო პოლონეთის წინა ხელისუფლების რუპორად მოიაზრებოდა. ულტრა მემარჯვენე პარტია “კანონი და სამართლიანობა” ქვეყნის ხელისუფლებაში 2015 წლიდან 2023 წლამდე იყო. 2023 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის პარტია მოვიდა, რის შემდეგ TVP ინფოს ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

11 თებერვალს TVP-ს წამყვანმა ვოიჩეხ სელაგმა მის გადაცემაში მოიწვია აქტივისტები ბარტ სტაჟევსკი და მაია ჰებანი, რა დროსაც  საჯაროდ ბოდიში მოიხადა იმ ზიანისთვის, რაც მან და მისმა არხმა მიაყენა ქვიარ ადამიანებს, სიძულვილის ენისა და ანტი-ლგბტქი კამპანიის წარმოების გამო. “ქვიარები არიან ადამიანები და არა იდეოლოგია, მათ ყავთ მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები. მათ ბოდიში უნდა მოვუხადო და ამას აქ გავაკეთებ აქ, საჯაროდ” – განაცხადა ვოიჩეხ სელაგმა.

გადაცემაში მიწვეულმა აქტივისტმა ბარტ სტაჟევსკიმ წამყვანის ბოდიშის მოხდის შემდეგ ატირებულმა დატოვა გადაცემა.

 

საბერძნეთში გეი ქორწინება ლეგალური გახდა

/

15 თებერვალს საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ქვიარ ადამიანების ქორწინება. 300-წევრიან პარლამენტში კანონის მისაღებად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო და ხმების საკმარისი რაოდენობით აღნიშნული კანონი პარლამენტის მიერ მიღებული იქნა. გარდა ამისა, გეი წყვილებს შვილის აყვანის უფლებაც მიეცემათ.

აღნიშნული კანონის მიღების პროცესი არ იყო მარტივი, რადგან მართლმადიდებლური ეკლესია, ულტრა მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და მოსახლეობის ნაწილი ქვიარ ქორწინების რეგისტრაციის წინააღმდეგია.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ქვიარ ქორწინების რეგისტრაციის აღიარებასა და შესაბამის კანონპროექტს მხარს უჭერდა და ამისკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა. ახალი კანონის წინააღმდეგ მიცოტაკისის პარტიიდან ათობით დეპუტატი გამოვიდა. მიაუხედავა ყველაფრისა, კანონი მიღებულია და საბერძნეთის ქვიარ ორგანიზაციები, ქვიარ ადამიანები და მხარდამჭერები მნიშვნელოვან მოვლენას ზეიმობენ.

“ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო უხილავები იყვნენ,  ხილულები გახდებიან, და მათთან ერთად უამრავი ბავშვი საბოლოოდ იპოვის თავის ღირსეულ ადგილს”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა და დაამატა, რომ კანონის მიღებით საბერძნეთმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა როგორც დემოკრატიულმა, პროგრესულმა ქვეყანამ, რომელიც ევროპული ღირებულებების მატარებელია.

 

ნეპალში პირველი ლესბოსელი წყვილი დაქორწინდა

/

ნეპალში პირველად, დედაქალაქ კატმანდუში ლესბოსელმა წყვილმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ქორწინება. 33 წლის ანჯუ დევი შრესტა და სუპრიტა გურუნგი 11 თებერვალს დაქორწინდნენ.

2023 წელს ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. მალევე, ქვიარ წყვილმა  მაია გურუნგმა და სურენდრა პანდეიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს მათი ქორწინება.

ნეპალის ლგბტქი ორგანიზაციები მრავალწლიანი შრომისა და აქტიური კამპანიების წარმოების შემდეგ გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან გასული წლიდან ქვიარ წყვილებს შესაძლებლობა მიეცათ ოფიციალურად დაარეგისტრირონ ქორწინება, რაც ნიშნავს ბანკში საერთო ანგარიშის გახსნას, საერთო უძრავი ქონების ყიდვას, ბიზნესის წარმოებას, გარდაცვალების შემთხვევაში ცერემონიალის ჩატარებას და ა.შ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

/

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ. ყოფილი პტრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. ექიმები პროტესტს განაგრძობენენ და სასამართლოს სარჩელითაც მიმართეს. დღეს, რესპუბლიკურ საავდმყოფოსთან გამართულ აქციაზე ექიმებმა ერთობლივ წერილს მოაწერეს ხელი, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან. მოთხოვნა უცვლელია – გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის  ჩართულობით განიხილოს. პარალელურად, მედიკოსების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდება.

დივინა დე კამპოს პროტესტი საპარლამენტო წვეულებაზე, ტრანსფობიური განცხადების საპასუხოდ

/

ლგბტქი ისტორიის თვე 1994 წლიდან აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომელიც ქვიარ ადამიანების უფლებების დაარსების ისტორიას და განვითარებას აღნიშნავს.

ლგბტქი ისტორიის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სადღესასწაულო მიღება გამართა. ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის მიერ ტრანსგენდერ ადამიანებზე უხერხული ხუმრობის გამო ის მძაფრად გააკრიტიკეს. სუნაკის ტრანსფობიური კომენტარი ოპოზიციის ლიდერს მიემართებოდა, რომელსაც მისი თქმით “ვერ გაურკვევია ვინ არის ქალი”. მიუხედავად აქტივისტებისა და მოქალაქეების უარყოფითი რეაქციებისა, პრემიერ მინისტრმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ტრანფობიური გამონათქვანი არ იყო პრემიერ მინისტრისთვის პირველი, გასული წლის ოქტომბერში მან განაცხადა, რომ “ქალი ქალია და კაცი კაცი, ამას არ უნდა ბევრი საუბარი.”

პარლამენტის მიღებაზე სტუმრებს შორის მიწვეული იყო დრეგ ქუინი და მომღერალი დივინა დე კამპო, რომელიც ტრანსფობიური განცხადების გამო პროტესტის ნიშნად არ აპირებდა წვეულებაზე  მისვლას, თუმცა გადაწყვიტა, მისი პროტესტის გამოსახატად სპეციალურად შეკერილი კაბის დემონსტრირებისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საპარლამენტო ღონისძიება იყო. დრეგ ქუინის სამოსზე იმ ტრანსგენდერების სახელებია დაწერილი, რომლებიც ბოლო დეკადებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხევრპლი გახდნენ.

დივინა დე კამპო დაესწრო ღონისძიებას და შეძლო მისი პროტესტის ფართო აუდიტორიამდე მიტანა, თუმცა წვეულების მერე აღნიშნა, რომ მიღებაზე თავს უხეხულად და არაკომფორტულად გრძნობდა. “ვიჯექით შესანიშნავად გაფორმებულ და ლამაზ ოთახში, ვსვამდით შამპანურს და პარალელურად, ამ მშვენიერი სივრცის გარეთ არიან ტრანსგენდერები, ვისაც არ აქვს საჭმლის ფული და საცხოვრებელი.”

პატიმრობა და ჯარიმები ლგბტქი სიმბოლიკის გამო – რუსეთში რეპრესიები გრძელდება

/

ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფი და არტისტი ინა მოსინა 1500 რუბლით დაჯარიმდა ინსგარამზე ლგბტქი დროშების დადების გამო.  Associated Press აქვეყნებს სტატიას, სადაც რუსეთში ბოლოდორინდელი ჯარიმებისა და პატიმრობის შესახებ იტყობინება.

მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტქი მოძრაობა “ექსტრემისტულად” გამოცხადდა, მალევე დაიქყო რეპრესიები ქვიარ ადამიანების მიმართ. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ლგბტქი მეგობრულ ბარებსა და კლუბებში ჩატარდა საპოლიციო რეიდები, რა დროსაც პოლიციელები უღებდნენ ფოტოებს სტუმრებს და მათ პირად დოკუემნტებს. ასევე, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო საქმიანობა შეწყვიტეს ლგბტქი უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა და ორგანიზაციებმა.

რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში დაჯარიმდა კაცი სოციალურ ქსელში ლგბტქი დროშის დადების გამო. სასამართლოს განცხადებით, ის “ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდა”.

5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ანასტასია ერშოვას ცისარტყელას ფორმის საყურეების ტარების გამო. კაფეში მასთან მივიდა კაცი, რომელმაც მოსთხოვა საყურეების მოხსნა, უარის მიღების შემდეგ კი ერშოვას ვიდეო გადაუღო და ტელეგრამზე განათავსა. რადიკალურმა ჯგუფებმა აღნიშნული ვიდეო ტელეგრამ არხზე გაავრცელეს, რასაც ანასტასია ერშოვას პატიმრობა მოჰყვა.

 

DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8 თვიან შედეგებს აჯამებს

/

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიან შედეგებს აჯამებს. ანგარიშში მიმოხილულია სოციალურ ქსელებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა, შეკრება-მანიფესტაციები, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.

DRI-ის პუბლიკაციის მიხედვით, სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ.

პუბლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას.

ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა,რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა.

ცნობილია, რატომ აღარ არის ბევრი სიმღერა ტიკტოკზე ხელმისაწვდომი

///

შესაძლოა უკვე შეამჩნიეთ, რომ ტიკტოკზე რიგი მომღერლების სიმღერები უეცრად აღარ არის ხელმისაწვდომი და ვიდეოების ნაწილი მუსკის გარეშეა, ხოლო მიზეზად მითითებულია საავტორო უფლებების არ ქონა.  საქმე იმაშია, რომ ტიკტოკს აქვს Universal Music Group-ის მიერ ლიცენზიით მინიჭებული უფლება, გამოიყენოს ამათუიმ მომღერლის მუსიკა პლათფორმაზე.  Universal Music Group-სა და ტიკტოკს შორის შეთანხმება 31 იანვარს ამოიწურა,  ვადის გასვლის შემდეგ კი ორ კომპანიას შორის შეთანხმების ვერ მიღწევის გამო, ლიცენზია ავტომატურად შეჩერდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი სიმღერის გამოყენება პლათფორმაზე შეუძლებელია.

Universal Music Group-მა დაასახელა ძირითადი მიზეზები, რაც ტიკტოკთან შეუთანხმებლობისა საგანი გახდა, მათ შორისაა: კომპოზიტორებისა და მუსიკოსების ანაზღაურება, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ. ტიკტოკი კი Universal Music Group-ს სიხარბესა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ კომპანია საკუთარ ინტერესებს აყენებს წინ, ხოლო მუსიკოსების ინტერესებს უგულებელყოფს.

მუსიკოსების სია, რომელთა სიმღერები ამოღებულია ტიკტოკის პლათფორმიდან, ამჟამად ასე გამოიყურება:

  • Taylor Swift
  • Olivia Rodrigo
  • Drake
  • Bad Bunny
  • SZA
  • Rihanna
  • Adele
  • Billie Eilish
  • Ariana Grande
  • Harry Styles
  • BTS
  • Blackpink
  • J. Cole
  • Demi Lovato
  • Kendrick Lamar
  • The Weeknd
  • Alicia Keys
  • Troye Sivan
  • Nicki Minaj
  • BTS
  • Lana Del Rey

 

ახალგაზრდა ქვიარების მესამედს არ სჯერა, რომ იცოცხლებენ 35 წელზე მეტს

/

2023 წელს ამერიკაში ჩატარებული ლგბქტი ახალგაზრდების მენატალური ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის მიხედვით, ქვიარ ახალგაზრდების 36%-ზე მეტს არ სჯერა, რომ 35 წელზე მეტს იცოცხლებენ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შავკანიანი ქვიარები, ტრანსგენდერები, არაბინარული და ა.შ. მოზარდები, რომელთა ასაკია 13-16 წელი, ნაკლებად ელიან ხანგრძლივ  და სრულყოფილ ცხოვრებას, ზრდასრულ ქვიარებთან შედარებით.

აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულია მონაცემები სუიციდის პრევენციის ყოველწლიური ანგარიშიდან, სადაც გამოიკითხა 28000 ახალგაზრდა ქვიარი, რომელთა ასაკია 13-24 წელი. გამოიკვეთა უმცირესობათა სტრესის უფრო მაღალი მაჩვენებელი  13-16 წლის ასაკის მოზარდებს შორის, 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით. ასევე, მეტად განიცდიან სტრესს ის ქვიარები, რომელთაც მათი კანის ფერის ან ეთნიკურობის გამო არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა ქვიარ ჯგუფების მიმართაც. განსხვავებულია მენტალური ჯანმრთელობისა და სტრესის მაღალი მაჩვენებელი იმის მიხედვითაც, თუ რომელ შტატში ცხოვრობს მოზარდი. რაც უფრო მკაცრი ლგბტქი პოლიტიკაა შტატში, მით მაღალია დისტრესის მაჩვენებელი, ხოლო ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობის მოლოდინი კი დაბალი.