17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც ქვიარებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლებას,
გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც ქვიარებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლებას, საჯაროდ შეკრების და საჯაროდ ხმის ამოღების უფლებას ართმევს.
ისე დაემთხვა, რომ იმავე დღეს გამოვაქვეყნე სტატია, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა მიზეზებსა და შედეგებს ეძღვნებოდა. სტატიის სათურად შევარჩიე პირველი რაც აზრად მომივიდა – „თქვენი სიძულვილი გვკლავს“. პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე ცოტა ვიყოყმანე, ზედმეტად პათეტიკური იყო თითქოს ეს ფრაზა, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემთვის ნაცნობი, გარდაცვლილი გეების და მოკლული ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გახსენებამ ორჭოფობა გააქრო.
18 სექტემბერს კი კესარია მოკლეს. 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ იცნობენ მთელ საქართველოში ახალგაზრდები თუ ხანში შესულები, ქალაქში თუ სოფლად მაცხოვრებლები.
იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის კესარია საკუთარი თავის მიღების თვალსაზრისით სიმყარე, მაგალითი იყო. მივეჩვიეთ მის საჯაროობასაც, წლების განმავლობაში მის გამოჩენას სატელევიზიო გადაცემებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სოციალურ ქსელებში. ამ დღეებში აღმოვაჩინე კესარიას მონაწილეობით უამრავი ვიდეო, რომელიც არ მქონდა ნანახი. იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა მისი საჯაროდ გამოჩენა, ცეკვა, სიმღერა, სიხარულის თუ ტკივილის გამოხატვა, რომ მეგონა აწი სულ ასე იქნებოდა, აწი მხოლოდ კარგ ამბებს გავიგებდით კესარიას შესახებ. დედის, დის მხრიდან მიღებული და მხარდაჭერილი, მეგობრების სიყვარულით გარემოცული. საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობდა და რეალიზებულიც იყო. თითქოს მას ვერ, ვეღარ შეეხებოდა ის სიძულვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ქვიარების და ქალების მიმართ არსებობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი შემართება, თვითირონია და შესანიშნავი იუმორი თურმე როგორი საყრდენი ყოფილა ჩემთვისაც.
გასული 10 წლის განმავლობაში, საქართველოში საჯაროდ ცნობილი თითქმის ყველა ტრანსგენდერი ქალი მოკლეს ან გარდაცვლილი იპოვეს. ერთიც მკურნალობის არ/ვერ მიღების გამო გარდაიცვალა:
2014 წლის 10 ნოემბერს – 23 წლის საბი ბერიანი (მკვლელმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა).
2016 წლის 4 თებერვალს – 22 წლის ბიანკა შიგუროვა (გამოძიების ვერსიით გარდაიცვალა გაზის გაჟონვის გამო, თუმცა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია).
2016 წლის 23 ნოემბერს – 32 წლის ზიზი შეყილაძე (მას თავის და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ გარდაიცვალა).
2018 წლის 19 ივლისს – 24 წლის ლიკა კონცელიძე (სათანადო მკურნალობის მიუღებლობის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებით. მხოლოდ ბაბუა იყო ლიკას გვერდით ბოლო წუთამდე).
2023 წლის 6 იანვარს – 26 წლის ლიზა ქისტაური (ბელგიაში ბინაში მარტო გარდაცვლილი იპოვეს).
კიდევ ორი ახალგაზრდა ქვიარი მოკლეს 2018 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა საზარელი სისასტიკით იყო ჩადენილი, ოჯახის წევრებმა ამბის გასაჯაროვება არ მოისურვეს.
2019 წელს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით დაუფარავი სატელეფონო ნომრებიდან, სავარაუდოდ შსს-ს ან სუსის თანამშრომლები. აქტივისტების ნაწილმა მიმართა გამოძიებას, თუმცა შედეგი ამას არ მოჰყოლია.
ქვიარების წინააღმდეგ მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გადავა ნეგატიური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ქვიარებს სახელმწიფო არ გვიცავდა და ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ აღვივებდა ზიზღს, ახლა თავად იძალადებს მორალის და სიკეთის სახელით.
ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმის მაგივრად, რომ მოინანიოს და დაიცვას დევნილი ადამიანები გააგრძელებს სიძულვილის ქადაგებას, რადგან აღარაფერი აკავშირებს ამ ეკლესიას ღმერთთან.
ღმერთი ახლა სულ სხვაგან არის. მჯერა რომ ის ჩვენ გვერდითაა.
გუშინ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში კესარიის სულის მოსახსენებელი მსახურება ჩატარდა. მეგობრებმა გაიხსენეს კესარია, მისი კეთილი საქმეები, რომელთა შესახებ საჯაროდ არასოდეს საუბრობდა – თუ როგორ ეხმარებოდა სხვა ტრანსგენდერ ადამიანებს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.
ბევრი ქვიარისთვის ასეთ რთულ დროს ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ვუყვარვართ ყველანაირი შუამავლების გარეშე, თუმცა ადამიანური სითბო და გვერდში დგომა, ერთად ყოფნა, ერთად ლოცვა გვაძლიერებს.
გვაპატიე კესარია, რომ ვერ დაგიცავით. გპირდებით რომ ბევრი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების ნაწილს იმ საქმეს დაუთმობს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ უფსკრულს შეამცირებს.
Don't Miss
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece განმარტა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობა, რომლებიც მყარ და სტაბილურ თანაცხოვრებას ეწევიან, ოჯახად უნდა, იყვნენ მიჩნეულნი[1]. სასამართლოს განმარტებით, ერთი და იმავე წყვილებსაც, რომლებიც თანაცხოვრებაში იმყოფებიან, იგივე საჭიროებები გააჩნიათ და მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს. სამოქალაქო პარტნიორობის ერთი და იმავე სქესის წყვილებზე გავრცელებით, შესაძლებელი გახდებოდა მათი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების დარეგულირება. სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო პარტნიორობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მიღებით, იურიდიულ დონეზე აღიარებულ იქნებოდა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა[2]. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ განაცხადა, რომ ოჯახი არ არის მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილების თანაცხოვრება, მას გაცილებით ფართო სუბიექტთა წრე ჰყავს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ კიდევ უფრო დეტალური მსჯელობა განავითარა საქმეზე Oliari v. Italy[3]. სასამართლომ განმარტა, რომ ირღვევა კონვენციის მე-8 მუხლი, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი ბაზა მყარ და სტაბილურ ურთიერთობებში მყოფი ჰომოსექსუალი წყვილებისთვის მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების დასაცავად. Oliari-ის საქმეზე იტალიას ევროპულმა სასამართლომ შესაბამისი კანონმდებლობის მიღების პოზიტიური ვალდებულება განუსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის სახელმწიფოს ეხება, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებსაც უდგენს სტანდარტს ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციისთვის.
საქმეზე – Schalk and Kopf v. Austria, რომელიც ორი ქალის ერთობლივ თანაცხოვრებას ეხებოდა (ისინი სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფებოდნენ) და ერთად ზრდიდნენ შვილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში მათი თანაცხოვრება ოჯახად მიიჩნია[4].
ვენეციის კომისიამ საქართველოს მიერ წარდგენილ 2017 წლის კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქორწინების მომწესრიგებელმა საკანონმდებლო დებულებებმა ერთი და იმავე სქესის წყვილები სამართლებრივი აღიარების გარეშე არ უნდა დატოვოს[5].
რა პრობლემებს ქმნის ჰომოსექსუალი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების კანონით აღიარების არარსებობა?
ჰომოსექსუალი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების არარსებობა კომპლექსურ პრობლემებს ქმნის. წყვილებს პრობლემები ექმნებათ შვილად აყვანის, საერთო დაზღვევის, საკუთრების, ქონებისა და მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისთვის, ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენს პარტნიორის ციხეში მონახულება, მაშინაც კი, როცა ჰომოსექსუალი წყვილი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ. სამოქალაქო პარტნიორობის უფლებით სარგებლობა ასევე მჭიდროდ უკავშირდება სოციალური დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებულ გარკვეულ უფლებებს და ზოგადად, ადამიანის თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებას.[6]
საერთაშორისო კონტექსტი
გაეროს წევრ 36 სახელმწიფოში ჰომოსექსუალი წყვილები ჰეტეროსექსუალი წყვილების თანასწორად სარგებლობენ ქორწინების უფლებით. გაეროს წევრ 34 სახელმწიფოში კანონმდებლობით აღიარებულია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის უფლება[7].
ქორწინების თანასწორი უფლებით ჰომოსექსუალი წყვილები სარგებლობენ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია. მაგალითად, სომხეთი ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას აღიარებს, თუ იგი განხორციელებულია საზღვარგარეთ. იგივე საკანონმდებლო რეგულაცია აქვს ისრაელს.
ჰომოსექსუალი წყვილების მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება კანონით აღიარებულია შემდეგ ქვეყნებში: ბოლივია, ხორვატიაში, კვიპროსში, ჩეხეთში, უნგრეთში, ლატვიაში, მონაკოში, მონტენეგროში, სან მარინოში[8].
საქართველოში არ არის აღიარებული არც ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების და არც სამოქალაქო პარტნიორობის უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ქორწინებას მიიჩნევს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. საპარალამენტო უმრავლესობამ დააინიიცირა კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, თუმცა განხილვა შეჩერებულია, რადგან უმრავლესობას კონსტიტუციური კანონის მისაღებად 113 პარლამენტარის ხმა სჭირდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გაცხადებულ მიზანთან, იგი მხოლოდ ქვიარ თემის მარგინალიზებას, მათგან მტრის ხატის ძერწვას და დევნას ემსახურება.
[1] Vallianatos and Others v. Greece, Judgment 7.11.2013
[2] იქვე, პარ: 81.
[3] Oliari v. Italy, Judgment 21.7.2015
[4] Schalk and Kopf v. Austria, Judgment 24 June 2010
[5] Opinion is available at: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2017)013-e
[6] ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, 2021 წელი.
[7] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://database.ilga.org/same-sex-marriage-civil-unions
[8] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://database.ilga.org/same-sex-marriage-civil-unions
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების განრიგს საქართველოს მასშტაბით.
20 მაისს 12:00 საათზე თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბებიან რუსული კანონის წინააღმდეგ. “ვუერთდებით ყველა იმ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს , რომლებსაც არ სურთ რუსული კანონი საქართველოში. გვჯერა ჩვენი ერთობა და ახალგაზრდების სიტყვა ბევრ რამეს შეცვლის” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. https://www.facebook.com/events/455788710366968
21 მაისს, 10:00 საათზე თბილისში გაიმართება დილის მარში, სადაც სამხატრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და სამი უნივესიტეტის გავლით, კულტურის სამინისტროსკენ გამართვენ მსვლელობას. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია თავად იქცა მთავარ მოძალადედ და ამ მარშით გამოხატავენ სოლიდარობას პროტესტში მონაწილე ყველა დაპატიმრებული და დაზარალებული თანამებრძოლის მიმართ.
21 მაისს 11:00 საათზე ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის / B S U-ის კიბეებთან იკრიბებიან და გაფიცვას აანონსებენ. ინფორმაციას ორგანიზაცია “დაფიონი” ავრცელებს. https://www.facebook.com/photo/?fbid=469458258987298&set=a.160726723193788
21 მაისს 15:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ სტუდენტური მოძრაობა “დაფიონის” ორგანიზებით ტარდება აქცია, “21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით” – ნათვამია განცხადებაში. https://www.facebook.com/photo?fbid=469214962344961&set=a.160726743193786
24 მაისს 19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია თავად იქცა მთავარ მოძალადედ და ამ მარშით გამოხატავენ სოლიდარობას პროტესტში მონაწილე ყველა დაპატიმრებული და დაზარალებული თანამებრძოლის მიმართ. https://www.facebook.com/events/798044398970854/?ti=ls
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და ღონისძიებების ბმულებს ქალაქების მიხედვით:
- თბილისი, “ევროპის მარში”, ევროპის მოედანი, 11 მაისი 19:00 საათი. შეკრება იწყება 4 ლოკაციიდან:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
https://www.facebook.com/events/1463350077721265/?ref=newsfeed
- თბილისი, “გავათენოთ საქართველოსთვის”, საქართველოს პარლამენტი, 12 მაისი, 22:00 საათი.
https://www.facebook.com/events/725051072905953
- ბათუმი, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”, ევროპის მოედანი, 10 მაისი, 19:00 საათი.
- ბათუმი, “ცოცხალი ჯაჭვი – პერფორმანსი”, ნურის ტბა, 11 მაისი, 12:00 საათი.
https://www.facebook.com/events/933162138607411/
- ზუგდიდი, “არა რუსულ კანონს!”, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 10 მაისი, 18:00 საათი.
https://www.facebook.com/events/1348350459318713
- სტრასბურგი, “არა რუსულს კანოსნ!”, ევროპარლამენტი, 11 მაისი, 15:00 საათი.
https://www.facebook.com/events/1212684103225211
- ბრემენი, “არა რუსულკ კანონს”, Bremer Marktplatz, 11 მაისი, 15:00 საათი.
https://www.facebook.com/events/328272673374414/
- ბერლინი, “კი ვეროპას, არა რუსულ კანონს!”, Neptunbrunnen, Rathausstr. 1, Berlin, 11 მაისი, 15:00 საათი.
https://www.instagram.com/p/C6wLSUJo_XM/?igsh=MXZlNDcwZm53d3kxOQ%3D%3D
- ლონდონი, საქართველოს საელჩოსთან ლონდონში, 11 მაისი, 18:00 საათი.
https://www.facebook.com/events/1216349073077021
- ნიუ-იორკი, ბრუკლინი, “არა რუსლ კანონს”, Brighton Beach Boardwalk Brooklyn NY, 13 მაისი, 18:00 საათი.
https://www.facebook.com/events/360069627076440
- ტალინი, “არა რუსულ კანონს”, Vabaduse väljak, Kesklinn, Tallinn, Harju Maakond, Eesti, 17 მაისი, 19:00 საათი.
https://www.facebook.com/events/460069889918171
- ამსტერდამი, “არა რუსულ კანონს”, Dam Square, Amsterdam, 11 მაის, 16:00 საათი.
https://www.facebook.com/events/913555627448819
- ვაშინგტონი, “არა რუსულ კანონს!”, საქართველოს საელჩოსთან ვაშინგტონში, 11 მაისი, 14:00 საათი.
https://www.facebook.com/events/1518173542441365
- ტორონტო, “არა რუსულ კანონს”, G Ross Park, 11 მაისი, 12:00 საათი.
https://www.facebook.com/events/2878506015625150
- ვენა, “არა რუსულ კანონს”, Heldenplatz Wien, 11 მაისი, 12:00 საათი.
https://www.facebook.com/events/377328261972613
- ნეაპოლი, “არა რუსულ კანონს”, Piazza Garibaldi, 12 მაისი, 15:00 საათი.
https://www.facebook.com/events/3630878630462347
- ვენეცია, “არა რუსულ კანონს!”, Palazzo Palumbo Fossati, Venezia, 12 მაისი, 15:00 სააათი.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ამერიკასა და კანადაში ქვიარ ქალები 50%-ით მეტად განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ორსულობის დროს, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები. ასევე, ორსული ქვიარ ქალები ნაკლებად მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას პოსტპარტუმ დეპრესიის შემთხვევაში მანამ, სანამ სიმპტომები არ დამძიმდება.
ორსული ქვიარ ქალების დეპრესია და ფსიქიკიური ჯანმრთელობის პრობლემები დიდწილად განპირობებულია ჰომოფობიითა და ტრასნფობიით, ასევე სამედიცინო პროცედურებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით.
ჰომოფობია და ტრანსფობია საფრთხეს უქმნის ადამიანის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას. ცოტა ხნის წინ ამერიკის კიბოს ასოციაციამ (ACS) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად ჰომოფობიამ და ტრანსფობიამ შესაძლოა არაპირდაპირ გაზარდოს კიბოს განვითარების რისკები ქვიარ ადამიანებში. მუდმივი სტრესი ქვიარებს უბიძგებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ. ხშირად ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღება ხდება მოჩვენებითი გამკლავების მექანიზმი. გარდა ამისა, უმცირესობათა სტრესი თავისთავად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც იწვევს კორტიზოლოს მატებას და შედეგად ბიო-ქიმიური პროცესების ცვლილებას. აღნიშნული ცვლილებები ადრე თუ გვიან ასიახება ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების სახით.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. დაკავებულმა 19 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო ერთ-ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა, რადგან მან სქესობრივ კავშირზე უარი თქვა.
ასევე, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა.
გამომძიებლებმა დაკავებულის ტელეფონში აღმოაჩინეს სხვა ქალებთან კომუნიკაციის ფაქტები: ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარისა და შანტაჟის შემცველი მესიჯები. ჯამში აღმოჩენილია 200-მდე ქალის 5000-მდე ფოტო და ვიდეო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს.
1960 წელს დაბადებულს კაცს ქალთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. მას შემდეგ კი რაც დაზარალებულმა აღარ მოინდობა ურთიერთობის გაგრძელება, ბრალდებულმა ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.
საგამოძიებოს განცხადებით, გაჩხრიკეს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე, ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა ამოიღეს, ხოლო კაცი დააკავეს.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.
“ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა.
ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი ცნობილია მისი ნეგატიური დამოკიდებულებით ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რაც არაერთხელ გამხდარა ცნობილი გამოცემების ჰედლაინების მთავარი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხშირად გაუგებრობას უწოდებს მის გამონათქვამებს ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, მისი ქმედებები სხვა რამეზე მიუთითებს.
ამჯერად როულინგმა ყურადღება მიიპყრო მისი დონაციით. კერძოდ, მან გააკეთა 70 000 ფუნტი სტერლინგის შემოწირულობა ანტი-ტრანს ორგანიზაციისთვის “For Women Scotland”, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს სასამრთლო დავას შოტლანდიის მთავრობასთან ქალის დეფინიციასთან და ტრანსგენდერი ქალების გენდერის სამართლებრივ აღიარებსათან დაკავშირებით.
ორგანიზაცია “For Women Scotland” რადიკალურ ფემინისტურ ირგანიზაციად იდენტიფიცირდება და მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერი ქალების გენდერული აღიარება საფრთხის მომტანია სისგენდერი ქალებისთვის, რადგან ტრანსგენდერ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფო სამსახურში დაიკავონ სხვადასხვა თანამდებობა, შეუძლიათ ისარგებლონ ქალების გასახდელით და ა.შ.
ჯოან როულინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელში უკვე გააკრიტიკეს მისი ქმედების გამო. ბევრი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას “For Women Scotland” მეტი შესაძლებლობა ეძლევა გაატაროს ანტი-ტრანს პოლიტიკა შოტლანდიაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოების მხრივ.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი კაცების მესამედს, რომლებიც ტრანზიციის პერიოდში ჰორმონალურ თერაპიას გადიან, აქვთ ოვულაცია, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დაორსულება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯოის ასელერი ამბობს, რომ მან შეისწვლა ტრანსგენდერი კაცების საკვერცხეების ქსოვილები, რომელთა ამოღება ხდება ტრანზიციის პროვცესში. საკვერცხეების მოკვეთის პროცედურამდე ყველა პაციენტს ენიშნება ტესტოსტერონი მინიმუმ ერთი წლით ადრე. მიუხედავად ტესტოსტერონის სისტემატურად მიღებისა, კვლევის 52 მონაიწლიდან 17-ს (33%) ჰქონდა ოვულაცია. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ტესტოსტერონი არ იცავს ორსულობისგან. ჯერჯერობით უცნობია, რა ფაქტორები განაპირობებს ოვულაციას და ასელერის თქმით, აღნიშნული საკითხი შემდგომი კვლევის საგანი უნდა იყოს.
კვლევამ გამოავლინა ტრანსგენდერი კაცების ისეთი საჭიროებები, როგორიცაა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა. ბევრი ტრანსგენდერისთვის დღემდე გამოწვევად რჩება საბაზისო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ექიმთან კონსულტაცია და საჭირო მედიკამენტებზე წვდომა.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს. “თავს არ ვგრძნობ დაცულად და შვილების გამო მეშინია, მემარცხენე იდეოლოგია ფართოდ გავრცელდა, გარშემო გეი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან. ჩვენ არ ვართ მათი მომხრე, ამიტომ გადავწყვიტეთ, წავიდეთ ქვეყნიდან” – აცხადებდა მის იუთუბ ვიდეოში არენდ ფინსტრა.
ერთ დღეს ქვიარებისგან მობეზრებულმა ფინსტრების ათსულიანმა ოჯახმა დატოვა კანადა და ერთ-ერთ ყველაზე ანტი-ლგბტქი ქვეყანაში – რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, სიჩქარეში მათ ვერ მოახერხეს რუსული ენის თუნდაც ელემენტარულ დონეზე სწავლა და თბილი ტანსაცმლის წაღება. როგორც მოგვაინებით, სოციალური ქსელით გახდა ცნობილი, თბილი ტანსაცმელი მათთვის და ბავშვებისთვის მეზობლებმა შეაგროვეს და გადასცეს. ხოლო რუსულის არ ცოდნის გამო არაერთ უხერხულ სიტუაციაში მოუწიათ ყოფნა. გარდა ამისა, კანადელი წყვილი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთში შეუძლებელია ვიზა და მასტერქარდის ბარათით სარგებლობა, ამიტომ ისინი ვერ ახრეხებდნენ ანგარიშწორებას. ოჯახმა მათი კუთვნილი ფული რუსულ ანგარიშზე გადაიტანა, თუმცა იმის გამო, რომ საკმაოდ დიდი თანხა იყო და ვერ დადგინდა შემოსავლის წყარო, ფინსტრების ანგარიში დაიბლოკა.
პრობლემებით შეწუხებულმა ანისა ფინსტრამ ოჯახის იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ამ ქვეყნით (რუსეთით) და ერთი სული აქვს ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაეცალოს იქაურობას. როგორც ჩანს, რუსეთის კრიტიკა არ გამორჩენია ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს. მოგვიანებით ანისა ფინტრამ ვიდეო წაშალა და ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა მათ იმედები არ გაუცრუა. ხოლო წაშლილი ვიდეოს შინაარსი ადგილობრივებმა სხვანაირად გაიგეს ენობრივი უზუსტობისა და ბარიერის გამო. არენდ ფინსტრამ ვიდეოც კი ჩაწერა, სადაც ბოდიშს უხდის რუსებს გაუგებრობისთვის.