დრეგ-შოუ - Page 2

/

დრეგი ჩემთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო – ინტერვიუ Otaraant Queer-თან

Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ ქვინების პერფომანსებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რა მაგარია, როცა ასეთი თავისუფალი ხარ, რაც გინდა,

/

კიმ ჩი – კორეელი დრეგ ქუინი და კულინარიული ვლოგერი

კიმ ჩი რუპოლის შოუს ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული დრეგ ქუინია, რომელსაც შოუს მიღმა აქვს კულინარიული ვლოგი და საკუთარი კოსმეტიკის ხაზი. ის წარმოშობით კორეელია და როგორც ამბობს, კორეული კულტურის ინტეგრირება ქვიარ ღამის ცხოვრებაში მისთვის მნიშვნელოვანია. კიმ ჩი ხშირად ასრულებს კორეულ სიმღერებს

ცნობილი დრეგ შოუ RuPaul’s Drag Race მე-16 სეზონით ბრუნდება

//

  ემის პრემიით დაჯილდოვებული, ცნობილი დრეგ შოუ “RuPaul’s Drag Race”  მე-16 სეზონით ბრუნდება 5 იანვრიდან. სეზონში მონაწილე 14 დრეგ ქვინიდან მხოლოდ ერთი გამარჯვებული  მიიღებს ფულად

განცდა დისფორიიდან ეიფორიამდე – ადორ დელანოს ქამინგაუთი

///

  ბევრისთვის ცნობილმა და საყვარელმა დრეგ ქუინმა, ადორ დელონოსმა ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და განაცხადა, რომ ტრანზიციის ეტაპზეა. ადორმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა,

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.

საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.

ფოტო: Tbilisi Pride

THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.

UK vs the World – დრეგ შეჯიბრის საერთაშორისო სეზონი დაიწყო

/

BBC-ზე RuPaul’s Drag Race UK vs The World-ის პრემიერა დღეს შედგა. ახალი საერთაშორისო დრეგ შეჯიბრი შოუს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებს გააერთიანებს, რომელთაც შოუს განმავლობაში სხვადასხვა ნიჭის გამოვლენა, დასამახსოვრებელი სამოსის სცენაზე წარდგენა და ლიფ სინქ ბრძოლებში მონაწილეობა მოუწევთ.

საერთაშორისო დრეგ შეჯიბრის პირველი სეზონის მასპინძელი დიდი ბრიტანეთია, რომელსაც ბაგა ჩიფზი, შეროლ ჰოული და ბლუ ჰაიდრენჯა წარადგენენ, გარდა ამისა, შოუში იხილავთ მო ჰართსა და შეჯიბრის არაერთგზის მონაწილე ჯუჯუბის აშშ-დან, ჯიმბოს და ლემონს კანადიდან, ჯანეი ჯაკეის ნიდერლანდებიდან და დრეგ რეის ტაილანდის ჟიურის წევრს, ფენჯაინა ჰილსს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონის მასპინძელი სხვა ქვეყანა იქნება და შოუს ევროვიზიის ფორმატი ექნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მიმდინარე სეზონის გამარჯვებული ქვეყანა მომდევნო მასპინძელის როლში მოგვევლინება.

შოუს ჟიურის წევრებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები იქნებიან: რუპოლი, მიშელ ვისაჟი, ალან კარი და გრეემ ნორტონი, თუმცა ქვინების ბედს კონკრეტული ეპიზოდის საუკეთესო დრეგ შემსრულებელი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც საუკეთესო შედეგის მქონე ორ ქვინს შორის ლიფ სინქ შეჯიბრი მოეწყობა.

ფოტო: BBC