თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება აერთიანებს დიზაინერებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს,
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება აერთიანებს დიზაინერებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებსა და რეჟისორებს. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორეისო მედია, მათ შორის: The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Forbes USA,Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan.
9 მაისს კვირეული გაიხსნა უტა ბექაიას, რომან მიხაილოვის, ფაიგ აჰმედის, ლია ბარგრატინის, ზურაბ არაბიძის, ნიკოლოზ წულუკიძის, ლევან მინდიაშვილის, Filep Motwary-ს, Amine Amharech-ის, Adriano Cisani-ს და სხვათა ნამუშევრებით. საღამოს კი სუხიშვილების კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე დაგეგმილია რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა. სტუმრები Muzaradi X Sarajishvili-ს ნამუშევრებს იხილავენ, გაიმართება რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი“Mary, Marianna, Maria – The Unsung Greek Years of Callas”, ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის, მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
Don't Miss
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული. ნამსა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც კითხულობდა მის პოლიტიკჯურ მანიფესტს “Pas d’écologie validiste” დესანტეს ფესტივალზე. ასევე, მონაწილეობას იღებდა დრეგ შოუებში, ხოლო მისი გამოფენები, რომელიც ძირითადად ჟენევაში ეწყობა, დიდ ინტერესს იწვევს.
არტისტის შეხება აქტივიზმთან ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. მამას ის 6 წლიდან საპროტესტო აქციებზე დაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ აზეგი ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მან სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღების შემდეგ სახვითი ხელოვნების მიმართულებით გააგრძელა სწავლა. ამჟამად არტისტი მუშაობს როგორც მხატვრობის, ასევე ფერწერისა და სპექტაკლების მიმართულებით. აზეგი ცდილობს მისი ხელოვნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს შშმ პორებისთვის. მისი ნამუშევრები თუ პერფორმანსების სივრცე მაქსიმალურად ადაპტირებულია მათ შორის ყრუ-მუნჯთა და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის.
საჰარა აზეგი მის მხატვრობაში ასახავს შშმ პირებისა და ქვიარების ყოვედღიურობას. არტისტის თქმით, ყველას არ აქვს პრივილეგია იმოგზაუროს სხვადასხვა ადგილებში, ან ელემენტარულად, შეძლოს ყოვედღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, რადგან ბევრ ყვეყანაში შშმ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული გარემო. ხელოვნების სფეროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება კი, მით უფრო ქვიარ შშმ ადამიანებისთვის ძალიან რთულია.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული. ნამსა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული.
ნამსა ლუბამ ფოტოგრაფია შეისწავლა შვეიცარიის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურა ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით. არტისტი არაერთი ჯილდოს მფლობელია, ის თანამშრომლობდა დიორის სახლთან.
პროექტით “Tropicadelic” არტისტი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს კოლონიალური ხედვა აფრიკელი და პოლინეზიელი ადამიანების მიმართ, რომელიც ეგზოტიციზმით არის გაჯერებული. აღნიშნული პროექტი მოცავს ფანტასმაგორიულ და ფსიქოდელიურ ელემენტებს. სამყარო, რომელიც სავსეა ფანტაზიებით, რიტუალებითა და ფეტიშებით. ფოტოგრაფი ცდილობს ჩვენამდე მოიტანოს მაორელი ხალხის პერსპექტივა გენდერულ იდენტობაზე, ქალისა და კაცის აღქმაზე, ასევე ტრანსგენდერ ქალებზე. აღქმა, რომელიც ათავისუფლებს საკუთარ თავს დასავლური სტანდარტებისგან.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად. ქვიარ “სტრიტ არტი” ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომელიც გაფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
არტისტ ლუჩადორას “The other colors” ფლორენციაშია. ეს გახლავთ არტისტისა და ხელოვნებისა და კულტურის ასოციაციის (A Testa Alta E.T.S.) კოლაბორაცია, რომელიც 2021 წლის პრაიდის თვეში დაარსდა და მიზანი ინკლუზიურობისა და ცნობიერების ამაღლება იყო.
ნიუ იორკში, ღამის კლუბთან “3 Dollar Bill” განთავსებულია მურალი, რომელიც 2019 წელს შეიქმნა “World Pride Mural Project” ფარგლებში, რომელიც სტოუნვოლის აჯანყებიდან 50-ე წლისთავს აღნიშნავდა. ნახატის ავტორი უცნობია.
არაბინარული არტისტის, სემ კირკის “Be true” როკფორდში მდებარეობს, ილიონოისის შტატში. ნამუშევარი ასახავს ქვიარების ექსპრესიას ცეკვის მეშვეობით.
ქუჩის ეს ნიშანი კლეტ აბრაჰამს ეკუთვნის და ფლორენციაშია. ავტორის ქვიარ ნამუშევრებს ტოსკანას ქუჩებშიც მრავლად შეხვდებით.
ფლორიდას შტატში შეხვდებით მურალს “Pride & Love”, რომლის ავტორიები არიან ჩედ მაიზი და ჯეი ჰოფი. ლეგოს სტილში შესრულებული ნამუშევარი გამოხატავს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას.
მილანში, კონკრეტულად კი პორტა ვენეციაში შეხვდებით პატარა ვარდისფერ კაცუნას, რომლის ავტორია ალუა. ავტორის თქმით, ვარდისფერი კაცუნებს არ აქვთ რომელიმე იდენტობა და გამოხატავენ თანასწორობასა და სიყვარულს.
კოპენჰაგენში შეხვდებით მატარებლის გრაფიტის, რომელიც All EDES-ს ეკუთვნის. ავტორმა ნამუშევარი ჰომოფობიას მიუძღვნა და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის არის.
ვოშინგტონში მდებაროებს ცნობილი მურალი “Love”, რომელიც Lisa Marie studio-ს ეკუთვნის. ნამუშევარი 2017 წელს შეიქმნა, რომელიც ერთიანობასა და თანასწორობას გამოხატავს.
დევიდ ლი პერეირას “Yes” ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში მდებარეობს. ნამუშევარი 2017 წელს შეიქმნა, რომლის მიზანი იყო მოეწოდებინა პარლამენტისთვის, შეუერთდნენ მსოფლიოს და აღიარონ ქვიარების უფლებები და გეი ქორწინება.
კეიტ ჰარინგის ცნობილი ნამუშევარი “Tuttomondo” იტალიაში, პიზაში მდებაროებს, რომელიც თანასწორობის ერთ-ერთი სამაგალითო გამოხატულებაა.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული. ნამსა
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე ტანსაცმელი კულტურული იდენტობის კომუნიკაციის განუყოფელი საშუალება იყო. ტანსაცმელი ადამიანებს საშუალებას აძლევს იყვნენ თავიანთი უნიკალური ნარატივების კურატორები და გათავისუფლდნენ კონფორმულობის ბორკილებისგან.
მოდის სამყაროს ნორმებსა და კონვენციებში მოქცევისგან გათავისუფლებას დიდი ხანია ემსახურება ქვიარ საზოგადოება. სწორედ ლგბტქი თემის გავლენა ეხმარება მოდას იყოს მუდმივად „ვერტიკალური და თან ბრუნვადი“. ინოვაციურობით, კრეატიულობის ახალი ტალღით, ინკლუზიურობისა და რეპრეზენტაციის ხელშეწყობით ქვიარ მოდის „აიქონები“ არღვევენ სტატუს-კვოს და ახერხებენ მოდის ინდუსტრიის მუდმივ ტრანსფორმაციას.
გავლენიანი არტისტებიდან მოდის პიონერებამდე, ამ ქვიარ ვარსკვლავებმა შთააგონეს თაობები, გვაჩუქეს ყველაზე საკულტო მოდის მომენტები და წლების განმავლობაში გახდნენ ტრენდსტერები
Marlene Dietrich
მოდის ისტორიის ჩანაწერებში მხოლოდ რამდენიმე პიროვნებამ დატოვა ისეთი ღრმა გავლენა ქვიარ ესთეტიკაზე, როგორც საკულტო მარლენ დიტრიხმა. ცნობილი თავისი ანდროგენული სტილით, უშიშარი დამოკიდებულებითა და ინოვაციური პერფორმანსებით, დიტრიხი დაუპირისპირდა ტრადიციულ გენდერულ ნორმებს და ქვიარ ინდივიდების მრავალი თაობის მთავარ შთაგონებად იქცა. ჰოლივუდის ოქროს ხანიდან თანამედროვე პოდიუმებამდე, მისი გავლენა აგრძელებს ბობოქრობას და ამტკიცებს, რომ მოდა შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი თვითგამოხატვისა და საზოგადოების ცვლილებისთვის.
დიტრიხის საკულტო მოდის მომენტებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელია მისი ლუქები მამაკაცის კოსტიუმებში, რაც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ფაქტობრივად, რევოლუციური იყო. დიტრიხის ანდროგენული ჩაცმულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სტილისტური გადაწყვეტილება. ეს იყო მისი სექსუალური ორიენტაციის გაბედული დეკლარაცია და საზოგადოების მოლოდინების წინააღმდეგ აჯანყება.
RuPaul
რუპოლ ანდრე ჩარლზმა, ან, უბრალოდ, რუპოლმა კარიერა ნიუ-იორკის კლუბის სცენაზე დაიწყო და გლობალურ ფენომენად გადაიქცა. მისმა უნარმა, გარდაიქმნას სხვადასხვა პერსონაჟებად მოხიბლა აუდიტორია მთელ მსოფლიოში და დრეგ მოდა ახალ სიმაღლეებაზე აიყვანა. რუპოლის მესიჯი საკუთარი თავის მიღებისა და ავთენტურობის შესახებ ღრმად ეხმიანება ლგბტქი საზოგადოებას. მისი შოუს მეშვეობით “RuPaul’s Drag Race”, რუპოლმა შექმნა კრეატიულობის გამოხატვის პლატფორმა დრეგ ქვინებისთვის და დრაგი მეინსტრიმ განზომილებაში გადმოიყვანა.
მისი საფირმო ლუქი, უზარმაზარი პარიკებითა და გლამურული კოსტიუმებით, კემპისა და ექსტრავაგანტულობის სულის განსახიერებაა. საზოგადოებაში მიღებული სილამაზის სტანდარტებთან დაპირისპირებითა და საკუთარი ზღაპრული ბრენდის შემუშავებით, რუპოლმა შთააგონა ქვიარ თემის მრავალი თაობა იყვნენ გაბედულები თავიანთ არჩევანში.
David Bowie
დევიდ ბოუი, ლეგენდარული მუსიკოსი და შემსრულებელი, საკულტო პერსონა და თრეილბლეიზერია არა მხოლოდ მუსიკის სამყაროში, არამედ მოდის სფეროშიც. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბოუის მუდმივად განვითარებადი სტილი გახდა გენდერული ფლუიდურობის მძლავრი გამოხატულება. ბოუის გავლენა ქვიარ მოდაზე 1970-იანი წლებიდან, მისი ალტერ ეგოს, ზიგი სტარდასტის დაბადებიდან იწყება.
მუსიკოსის საკულტო ლუქები შედგებოდა მაკიაჟისა და კოსტიუმების ისეთი ელემენტებისგან, რომლებიც სცილდებოდა ტრადიციულ გენდერულ ნორმებს. ბრჭყვიალა თვალის ჩრდილი, ფრჩხილების ლაქი, ფერადი ტანსაცმელი ერთდროულად ფემინური და მასკულინარული ელემენტებით ქმნიდა გარეგნობას, რომელიც წაახალისებდა ფანებს თვიტგამოხატვისკენ.
ბოუის ჰქონდა მცდელობა, მუსიკისა და მოდის გავლით შეესწავლა იმ დროს ისეთი ტაბუდადებული თემები, როგორებიც გენდერი და სექსუალური ორიენტაცია იყო. ბოუის ანდროგენულმა გარეგნობამ ხელი შეუწყო ბარიერების ჩამოშლასა და არაბინარული და გენდერქვიარი იდენტობების მიღებას. მისი გავლენა ქვიარ მოდაზე 1970-იანი წლების გლემ-როკ ერას დიდი ხანია გასცდა. მუსიკოსის ნაკვალევს ათწლეულების განმავლობაში მრავალ სუბკულტურასა და მოდის მოძრაობაში შევხვდებით. 1980-იანი წლების ახალი რომანტიკული მოძრაობიდან დაწყებული 21-ე საუკუნის გენდერქვიარ და გენდერფლუიდურ მოდამდე, ბოუის მემკვიდრეობა კვლავ შთააგონებს დიზაინერებს, არტისტებსა და მოდის ენთუზიასტებს მთელ მსოფლიოში.
Madonna
პოპის დედოფლად წოდებული მადონა მრავალი წელია დომინირებს როგორც მუსიკალურ, ისე ქვიარ მოდის სამყაროში. თავისი პროვოკაციული სტილითა და მეამბოხე დამოკიდებულებით, მუსიკოსი უპირისპირდებოდა ქალურობის კონსერვატიულ ცნებებს. მადონა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აპროტესტებდა ტაბუებს და მხარს უჭერდა სექსუალურ თავისუფლებას.
მისი გავლენა ქვიარ მოდაზე 1980-იან წლებში და მის შემდგომ უდაო იყო. მუსიკოსის საკულტო ჟან პოლ გოტიეს კონუსური ბიუსტჰალტერი აგზავნიდა მძლავრ გზავნილს, რომ მოდა არ უნდა შემოიფარგლოს ტრადიციული გენდერული ნორმებით. მის ვიდეოში სიმღერისთვის „Like a Prayer“ ვხვდებით რელიგიურ იკონოგრაფიას და მრავალფეროვან ქასთს, როგორც ინკლუზიურობისა და მიმღებლობის აშკარა განცხადებას. საზღვრების გადალახვით და მოდაში მრავალფეროვნების ზეიმით, მადონა გახდა ლგბტქი თემის საკულტო პერსონაჟი.
გარდა ამისა, მადონას თანამშრომლობამ ქვიარ დიზაინერებთან და არტისტებთან გააძლიერა მისი, როგორც ლგბტქი საზოგადოების ელაის სტატუსი. თავის შოუებში ლგბტქი დიზაინერების ნამუშევრების გამოყენებით, ქვიარ მოცეკვავეებთან და პერფორმერებთან კოლაბორაციით მან გამოიყენა თავისი პლატფორმა ინდუსტრიაში ქვიარ ხმების ასამაღლებლად. მადონას გზავნილებმა სექსუალური თავისუფლების, თვითგამოხატვისა და მიმღებლობის შესახებ არა მხოლოდ წარუშლელი კვალი დატოვა ქვიარ თემში, არამედ დაამკვირდა მუსიკოსი, როგორც ნამდვილი ქვიარ აიქონი.
საკულტო პერსონაჟები ქვიარ მოდის სამყაროში აღნიშნავენ იდენტობას, გამძლეობასა და გამბედაობას, დაუპირისპირდე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს. მარლენ დიტრიხის ანდროგენული ელეგანტურობიდან რუპოლის კაშკაშა გლამურამდე, ამ თრეილბლეიზერებმა წარუშლელი კვალი დატოვეს მოდის ლანდშაფტზე და ლგბტქი საზოგადოების გულებში. მათი უშიშარი ხასიათი, კრეატიულობა და ავთენტურობა მიმღებლობისა და რეპრეზენტაციის საქმეში უდიდეს როლს თამაშობს. ცხადია, რომ მათი გავლენა გაგრძელდება და შთააგონებს დიზაინერების, არტისტებისა და მოდის ენთუზიასტების ახალ თაობას გააგრძელონ საზღვრების გადალახვა და ინდივიდუალობის სილამაზის აღნიშვნა.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული. ნამსა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
გალერეა „ფუნგუსი“ ანდრო დადიანის უსათაურო გამოფენას მასპინძლობს
უსათაურო გამოფენა სიყვარულთან გამომშვიდობების აქტია, რომელიც საკრალური რიტუალის ძალადობრივ შეწყვეტას მოგვაგონებს. გამოფენის უსათაურობა ავტორის უსიტყვო, გამშრალ, უიმედო სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ექსპოზიციის პერეფრაზა — “დამშვიდობება წმინდა საქმეა” ანდრო დადიანის შეყვარებულს ეკუთვნის, “თქვა მან” კი ბიბლიიდანაა — ასე მოიხსენიებს იობი ღმერთს, ხელოვანი კი იობის წიგნის მიბაძვით საკუთარ სიყვარულს ღმერთად წარმოისახავს.
გამოფენის ლირიკულ გმირს, აკრძალულ, ჩამორთმეულ სიყვარულს, უიმედობასა და უღმერთობაში თავიდან უწევს ისწავლოს ცხოვრება და გაუვალ სიბნელეში გზა გაიკვლიოს ბრაილის შრიფტითა და უსახური ხმებით.
ავტორი განსაკუთრებულ, მეტაფორული მნიშვნელობას აძლევს ნივთების ფიზიკურ წონას, ფერს, მასალას — თიხა-მიწას, როგორც სიკვდილის, დაბადებისა და სიცოცხლის მთავარ ენერგიას. მასალის ჩამონათვალში მნიშვნელოვანია ასევე პური, ადამიანის ძვლები, რკინა და მინა, როგორც სამყაროს ევოლუციის, კულტურისა და ფლობა-დამორჩილების მეტაფორა.
ანდრო დადიანი: “უსათაურობით მინდოდა გამომეხატა მდგომარეობა, რომელშიც ბოლო ერთი წელი ვიმყოფები. ეს არის გამშრალი, სიცარიელის განცდა, როცა სუნთქვა გაქვს შეკრული, გახევებული ხარ”.
თვალი გადაავლეთ უსათაურო გამოფენის ნამუშევრებს ავტორის კომენტარებით:
“პირველ ნამუშევარში გენდერფლუიდი არსებაა, რომელსაც სახის მაგივრად სარკის ნატეხები აქვს. მინდა გამოფენის სტუმრებმა საკუთარი ნაწილი დაინახონ ჩემს ნამსხვრევებში, ფრაგმენტული სერთო ვიპოვით ერთმანეთში და დავუახლოვდეთ ერთმანეთს. არავის ვთხოვ ჩემი მთლიანობის გაგებას, საკმარისია ნაწილობრივი გაგებაც კი, ამის თქმას ვცდილობდი ამ ნამუშევრით.
მეორე ნამუშევარი ბერძნული ხატია, “სიცოცხლის ხე” ჰქვია. დედანში ქრისტე და მისი თორმეტი მოციქულია გამოსახული. ნამუშევრებზე მიწა დახეთქილია, ხე გადატეხილია, მოციქულები და ქრისტე გასულები არიან ნამუშევრიდან, მაგრამ უიმედობაში დარჩენილია სიცოცხლის და კვლავშექმნის დაპირება ახალი აღქმის სახით”.
“ეს ნამუშევარია ეკლესიის კუთხის ქვა. კუთხის ქვა ერთგვარი საფუძველია შენობის სიმყარის — თუ მას გამოაცლით ნაგებობას, ნელ-ნელა ნგრევას დაიწყებს. ამ ნამუშევარშიც ასახულია ჩემი და ჩემი ყოფილი შეყვარებულის ერთად, ერთარსად ყოფნა, რომელიც ნაძალადევად, თანმიმდევრული ძალისხმევით მოანგრია ველურმა ენერგიამ. ეს გამოძიძგნილი, გამონგრეული ქვა ჩემი შეყვარებულის პირადი ნივთებითაა აშენებული”.
“როცა საყვარელი ადამიანი უხეშად გტოვებს, მთელი კაცობრიობის მიმართ ნდობა და სიყვარული თან მიაქვს. მონატრებით და ცრემლებით სველ იმ საწოლში წოლა, რომელშიც ერთად ვათევდით ღამეებს წლები, გაუსაძლისია. სადაც ამდენი რამე წაიღე, „წაიღე ესეც“, მე იატაკზე გავაგრძელებ ძილს”.
“ეს ნამუშევარი საკუთარ თავში ტკივილის გამოკვლევის მიამიტური მცდელობაა, მაშინ როცა ეს დაკარგვის, დამარცხების სულიერი ტკივილებია. მარტოობისგან ან უფრო საკუთარი ფიქრის გადასაფარად ათას სისულელეს მივმართავდი, „block puzzle“-ს ვთამაშობდი დაუღალავად, რადგან დიდ მობილიზებას და ჩართვას ითხოვს ეს თამაში, ამიტომ ჩემი რეკორდი 4370 ქულაც გამოვფინე”.
გამოფენიდან ყველა ნამუშევარს არ გიზიარებთ, რადგან ექსპოზიციის დახურვამდე დარჩენილია კიდევ რამდენიმე დღე, გამოფენა სტუმრებს 19 დეკემბრამდე, ია კარგარეთელის 2 ნომერში მასპინძლობს, ხოლო 2023 წლის თებერვალში ანდრო დადიანის უსახელო გამოფენა ბათუმშიც გაემგზავრება.
გამოფენის მხარდამჭერია: თანასწორობის მოძრაობა / შვეიცარიის საელჩო / ნიდერლანდების სამეფოს საელჩო / გაეროს განვითარების ფონდი.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული. ნამსა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
ქვიარ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი თავისუფლად თვითგამოხატვაა, რისი მეშვეობითაც ბოლო საუკუნეებში თამამად იქმნება აქამდე ისტორიისთვის უცხო თვალით დანახული შემოქმედება. ხელოვნების სფერო ამ კუთხით მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა – ხელოვნება ინახავს ამბებს, გრძნობებს, ოცნებებსა და წარმოსახვას, შემქმნელის ფიზიკურ თუ სულიერ ავტოპორტრეტს. მუსიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია თუ პოეზია, ისტორიის ყველაზე გულწრფელი, ადამიანური ნაწილებია.
ქალების, განსაკუთრებით ქვიარ ქალების ისტორიები, თითქმის დაკარგული და უხილავია, რაღა თქმა უნდა, ეს შეეხო ხელოვნების სფეროსაც. სტატიაში წარმოდგენილი იქნება ხელოვანი ქვიარ ქალები, მხატვრები, ფოტოგრაფები, პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც ბევრი არ იცნობს.
Marie Laurencin – მარი ლორანსენი
ფრანგი მხატვარი, პოეტი და ილუსტრატორი, მარი ლორანსენი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მან წინ წამოსწია ქალისა და ქვიარ იდენტობები. 1883 წელს დაბადებული მარი ძირითადად კუბიზმის სტილში ხატავდა. სახელი სწორედ კუბისტთა ასოციაციაში ყოფნისას გაითქვა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მისი ნამუშევრები ზედმეტად ფემინური იყო, მისი შექმნილი სამყარო კი – უკაცო. მარი ღიად გამოხატავდა ქალებისადმი მიზიდულობას და ამას გადმოსცემდა ფერწერაშიც, ხატავდა ავტოპორტრეტებსაც.
,,რატომ უნდა ვხატო მკვდარი თევზები, ნიორი და ლუდის ჭიქები. ქალები ხომ გაცილებით უფრო ლამაზები არიან”
ლორანსენმა ჩამოაყალიბა საკუთარი სტილი და ესთეტიკა, რომელიც თამამად გამოხატავდა ქალებს შორის სექსუალურ დამოკიდებულებას. კრიტიკოსთა თქმით, მისი შემოქმედება მაყურებელს საშუალებას აძლევს, გაიქცეს მამაკაცთა დომინირებული სამყაროდან. მარი ლორანსენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნახატის ესთეტიკურ სილამაზეს, მაშინ როცა ხელოვნების სამყარო იდეური მნიშვნელობისკენ იყო მიმართული. 1983 წელს იაპონიაში გაიხსნა მისი სახელობის მუზეუმი, ეს იყო ერთი ქალი მხატვრისადმი მიძღვნილი პირველი მუზეუმი სამყაროში.
მარის ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოცეკვავეებთან და არტისტებთან, ხშირად მუშაობდა მათთვის გაფორმებასა და დიზაინზე. ისინი მის შემოქმედებაშიც არიან ასახულნი.
ქალი მტრედით
ესპანელი მოცეკვავეები
კოცნა
რეპეტიცია
ბალერინები შესვენებისას
ალეუტის კუნძულები
მარაო
ცხოვრების განმავლობაში არაერთი ავტოპორტრეტი დაუხატავს. ეს თვითრეპრეზენტაციის საუკეთესო ვარიანტი იყო, მით უმეტეს, როდესაც ფერწერა ქალთა ავტოპორტრეტების ნაკლებობას განიცდიდა. საკუთარ თავს ძირითადად სერიოზული სახით, თავდაჯერებული პოზით ხატავდა დამოუკიდებლობის წარმოსაჩენად. ამ ნახატებში მზერა თითქმის ყოველთვის მაყურებლისკენ იყო მიმართული.
ერთ-ერთ ავტოპორტრეტში მასთან ერთად გამოსახულია სესილია მადრაზო, კოლექციონერი და ავტორის ახლო მეგობარი.
,,სიკვდილზე უარესი და პათეტიკურია – იყო დავიწყებული” – მარი ლორანსენის ლექსიდან.
Romaine Brooks – რომანი ბრუკსი
მხატვარი რომანი ბრუკსი 1874 წელს იტალიაში დაიბადა. მისი ცხოვრება მეტად უსიამოვნო მოვლენებით იყო სავსე: რთული ბავშვობა, მენტალური პრობლემები, სუიციდის მცდელობა, გაუპატიურება, საყვარელი ადამიანების სიკვდილი. მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, უმეტესი წლები საფრანგეთში, პარიზში გაატარა
ცხოვრების მემუარებს სათაურად უწოდა – ,,No Pleasant Memories.” (არც ერთი სასიამოვნო მოგონება)
,,ჩემი პირველი მოგონება უდიდესი შიშის განცდაა” – წერდა ის. ეს ცხოვრებისეული ტრაგედიები გამოიხატებოდა მისი ხატვის სტილშიც, იყენებდა ბნელ, გარდამავალ ფერებს, ხატავდა სურრეალიზმის სტილში, მის ნამუშევრებს მელანქოლიური გრძნობა დაჰყვება.
ბრუკსი დაბრკოლებას წააწყდა კაცებით დომინირებული ხელოვნების სფეროში. ამ დროს ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ ისეთივე აღიარება, როგორც მამაკაცებს. თანამედროვეებში რომანი ყურადღებას თავისი ანდროგენული შესახედაობითა და სტილით იქცევდა, მისი ავტოპორტრეტებიც მასკულინური სტილისაა. კრიტიკა მოჰყვებოდა მის დახატულ შიშველი ქალების ფიგურებსაც. ბრუკსი ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარია, რომელსაც ურთიერთობა მხოლოდ ქალებთან ჰქონდა. ლესბოსური იდენტობის მიუხედავად, 1903 წელს დაქორწინდა ასევე ქვიარ კაცზე, რომელთანაც ერთი წლის შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა, ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.
რომანის ყველაზე ცნობილი პარტნიორი 50 წლის განმავლობაში იყო ნატალი ბარნი, ამერიკელი პოეტი და ნოველისტი. სურათზე ასახულია ორივე ქალი 1915 წელს.
მისი შემოქმედების ფემინისტური კუთხით გადააზრების შემდეგ, ის გენდერული და სექსუალური თანასწორობის მებრძოლთაგან ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება.
ეს რომანის ყველაზე ცნობილი ავტოპორტრეტია 1923 წლიდან, როცა უკვე თამამად გამოხატავდა თავს ანდროგენულად.
მისი ყველაზე გახმაურებული ნახატია ,,საფრანგეთის ჯვარი”, რომლითაც მან თავისი პოლიტიკური შეხედულება გადმოსცა.
პორტრეტში სახელად ,,ამაზონი” (მითოლოგიაში, მებრძოლი ქალი, იგივე ამორძალი) მისი პარტნიორი, ნატალია ასახული.
ასევე გახმაურებული ნახატებია – ,,თეთრი აზალეა” და ,,გადაკვეთა”.
,,თეთრი აზალეა” ერთ-ერთი პირველი პროვოკაციული ნამუშევარია რომანის შემოქმედებაში, ის ამბობდა, რომ არ მოსწონდა ტრადიციულ მხატვრობაში როგორ გამოიხატებოდა შიშველი ქალის ფიგურა. მან თამამად დაიწყო თავისეული ვარიანტების შექმნა და ქალთა გამოსახვის განსხვავებული სტილი წარმოადგინა.
ნახატის მოდელია მისი იმდროინდელი პატნიორი იდა რუბენშტეინი.
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ასახული ქალის ფიგურა მოცეკვავე იდაა. კრიტიკოსთა გააზრებით, ნახატი გადმოსცემს, რომ ქალის სხეული მხოლოდ სექსუალური კუთხით არ უნდა იყოს აღქმული, მომაკვდაობა უკიდურესი ხერხია, რომ მხატვარს მაყურებელი ეეძულებინა ამის გასააზრებლად.
ნახატი “დაჭერილი” გამოხატავს ქალს და სამ არსებას, რომელიც მას აკავებს. კრიტიკოსთა აზრით, ერთი მათგანი რომანის დედაა, რომლისგანაც, მხატვარის თქმით, ერთი სიკეთეც არ ახსოვს, მეორე არსებაა მისი ძმა, რომელიც მენტალურად არასტაბილური იყო და შეიძლება ძალადობდა კიდევაც მასზე; მესამე – მისი და, რომლის ქმარმაც რომანი გააუპატიურა, მან კი არ ისურვა დახმარებოდა.
,,რამდენადაც უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო, ყველა შესაძლებლობა ვცადე იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი დამოუკიდებელი ხედვა” – რომანი ბრუკსი
Berenice Abbott – ბერენის ებოტი
ამერიკელი ქვიარ ხელოვანი ბერენის ებოტი 1898 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში. პარიზში სასწავლებლად წასულმა, ინტერესი გამოიჩინა ფოტოგრაფიისადმი და ამერიკელი შემოქმედის, მენ რეის დახმარებით, შეისწავლა ეს სფერო. ებოტმა მოღვაწეობა პარიზში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში. მისი ფოტოგრაფია გამოირჩევა რეალისტური, პირდაპირი თემების ასახვით, მას ხშირად დოკუმენტურს ან საინფორმაციოსაც უწოდებენ. ის ასახავს პირად ისტორიას, მის რეალისტურ თვალთახედვას მსოფლიოზე. ქმნის როგორც პორტრეტებს, ასევე ურბანული გარემოს ფოტოებს. 1929 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ასახა ქალაქის ტრანსფორმაცია წლების განმავლობაში და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობა.
მისმა წიგნმა Changing New York (1935-1938) დადებითი შეფასება მოიპოვა და მისი კარიერული წინსვლაც განაპირობა. ეს წიგნი მეცნიერული ფოტოგრაფიის ჟანრს მიეკუთვნება, ქალაქი ისეა გადმოცემული, რომ მეცნიერული, დოკუმენტული ობიექტები ფოტოგრაფიის დახმარებით ხელოვნების ჟანრად აღიქმება.
ნიუ-იორკი ღამით, 1932
NYC 1938
1938 პენსილვანიის სადგური
1938, ქრისლერის შენობა
1940, ბილი გილმორი
1935, sea wall
მისი სიტყვებით, ფოტოგრაფიის ეს ჟანრი მნიშვნელოვანია, რომ დროსა და სივრცეში ასახული მომენტები ზუსტად ისე გადმოსცეს, როგორც მაშინ არსებობდა. ტექსტურა, დეტალები, გარემო არის რეპრეზენტირებული რეალისტური კუთხით, რასაც თავად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
“მე ვცდილობ რომ გადავიღო ილუზიებისა და სენტიმენტების გარეშე, მე მინდა, გადმოვცე კონტრასტი და და წინააღმდეგობები”.
ჯანეტ ფლანერი 1925, ამერიკელი ქვიარ მწერალი და ჟურნალისტი
სახლი მისისიპიში, 1933
Jean Coutou 1927
Hands of Jean Coutou , 1927
1958, თვალი
ბერენის ებოტი არ მალავდა ქვიარ იდენტობას. 1935 წელს საცხოვრებლად გადავიდა ელიზაბეტ მაქქაუნსლანდთან, მწერალთან და კრიტიკოსთან. ისინი ელიზაბეტის სიცოცხლის ბოლომდე, 1965 წლამდე, ერთად იყვნენ.
ებოტის ერთ-ერთი დამსახურება, ფრანგი ფოტოგრაფის, იუჯინ ეტგეტის შემოქმედების შეგროვებაა. სწორედ ამის წყალობითაა იუჯინის ფოტოგრაფია შემორჩენილი. მოხუცი ფოტოგრაფის ერთადერთი პროფესიონალური ფოტოც ებოტს ეკუთვნის.
1958 წელს გადაღებული ,,სინათლე პრიზმაში” ებოტის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, სადაც ჩანს, როგორ იშლება შუქი ტალღებად.
ენერგიის ტრანსფორმაცია 1958
ებოტი 1991 წელს ამერიკაში გარდაიცვალა.
,,ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვეობაში, ის საშუალებაა, გაავრცელო სამყაროს ცოდნა. ფოტოგრაფია განათლების ერთ-ერთი მეთოდია, რომ ყველა ასაკისა და შესაძლებლობების ადამიანს გააცნო დღევანდელი სიმართლე.” – ბერენის ებოტი
Tamara de Lempicka – თამარა დე ლემპიკა
1898 წელს დაბადებული თამარა დე ლემპიკა მეოცე საუკუნის შუა წლების მხატვრებს შორის სითამამითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მისი შემოქმედება ძირითადად “არტ დეკოს” მიმდინარეობას მიეკუთვნება. მისი ნახატები დღესაც ცნობილია და ამ ჩამონათვალში, სხვებისგან განსხვავებით, პოპკულტურის ნაწილია. ღიად ბისექსუალი, თამამი და ხშირად პროტო-ფემინისტად წოდებული არტისტი, ქალურ სექსუალობას თავის შემოქმედებაში გამოხატავდა. შეფასებებით, მისი ნახატები ქალური მზერისთვის იყო მიმართული და არა, როგორც ძირითადად ქალური სექსუალობის გამოსახვა ხდებოდა ხოლმე, მამაკაცის თვალისთვის.
თამარა პოლონეთში დაიბადა, 1911 წელს იტალიაში ბებიასთან სტუმრობისას დაინტერესდა ხელოვნებით. 1917 წელს, იმის შემდეგ, რაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, თამარა და მისი მშობლები პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხელოვნების სფეროში განათლება სწორედ აქ მიიღო.
1962 წელს გამოფენზე კრიტიკა დაიმსახურა და ამის შემდეგ სიცოცხლეში გამოფენა არ მოუწყვია.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტოპორტრეტი მწვანე მანქანაში.
ლამპიკა თავის შემოქმედებაში, როგორც იყო ნახსენები, განსაკუთრებით გამოხატავდა ქალებს და მათ სექსუალობას:
,,მე სოციუმის საზღვარზე ვცხოვრობ, სოციალური ნორმები კი არ ეხებათ მათ, ვინც კიდეზე ცხოვრობენ.” – თამარა დე ლემპიკა
Leonor Fini – ლეონორ ფინი
ლეონორ ფინი მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვარი, ილუსტრატორი, ავტორი და დიზაინერია. ის სურრეალისტურ ჟანრში ხატავდა, მისი შემოქმედება მისტიციზმის ელემენტებს შეიცავს. ელეანორი ღიად ბისექსუალი იყო, ჰქონდა პოლიამორული ურთიერთობაც. ხშირად იცვამდა მასკულინურ ტანსაცმელს. მისი სითამამე გამოიხატებოდა შემოქმედებაშიც, იგი არ ერიდებოდა სექსუალობის გადმოცემას და ექსპერიმენტებს. ელეანორი წინააღმდეგი იყო, დაქვემდებარებოდა კაცებს, რასაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ითხოვდნენ მისგან.
,,მე ყოველთვის მიყვარდა და ვცხოვრობდი საკუთარ თეატრში”
ფინის შემოქმედებაში გამოსახულია უშვილობის თემაც, ამის მიზეზად ითვლება მისი გადაწყვეტილება შვილების არყოლასთან დაკავშირებით, ამის შესაჩერებლად ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) გაიკეთა. მხატვარს მეორე მსოფლიო ომამდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლეონორა კარინგტონთან, ბრიტანელ მხატვართან, რომელიც ასახულია მის ნახატში ,,ინტერიერი სამი ქალით” და ,,ბნელი ოთახი”. კარინგტონი კაცების კომპანიას არჩევდა და საცხოვრებლის შეცვლის გამო მათმა მეგობრობამ მხოლოდ ერთ ზაფხულს გასტანა.
წინა ფლანგზე კარინგტონია, უკან თავად ფინი და ვარო, კიდევ ერთი მხატვარი ქალი, რომელსაც ფინი პირადად არ იცნობდა, თუმცა იზიარებდა მის იდეებს.
თვითნასწავლი მხატვარი ინსპირაციას სხვა არტისტებისგანაც იღებდა. ასევე გატაცებული იყო სიკვდილის თემატიკით, კრიტიკოსთა თქმით, ეს გამოიხატა მის ხელოვნებაში, როგორც საკუთარი ,,უკვდავი რეალობის” შექმნის მცდელობა.
,,პატარა განდეგილი სფინქსი” ავტორის ომის შემდგომ შექმნილი ნამუშევარია, სადაც გამოიხატება ევროპის ატმოსფერო, ემოციების სიმძაფრე.
ნახატების თემატიკა ხშირად იყო ეგვიპტური, ხატავდა კატებს, საკუთარ თავს აიდენფიცირებდა ეგვიპტური მითოლოგიის გმირ სფინქსთან.
სფინქსების მწყემსი ქალი
,,ავტოპორტრეტი მორიელით” მისი ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარია, აქ ჩანს მისი ხასიათის თვისებები.
ელენორის ნახატებიდან ასევე გამოირჩევა:
Girl friends
იდეალური ცხოვრება
კაცი ნიღბებით
წარსულის ფრაგმენტების მოგონება
ავტოპორტრეტი
აპოსეოსის შესასვლელი
სახე
შეყვარებულები
,,წარმოსახვა იკვებება იმ სურათებით, რასაც გზად ხედავს. აი, რამდენიმე იმ თავგადასავლებიდან, რომელიც ჩემმა წარმოსახვამ განვლო” – ელეანორ ფინი
Annie Leibovitz – ენი ლეიბოვიცი
განსხვავებით ამ სტატიაში განხილული სხვა ქვიარ ქალებისგან, 1949 წელს დაბადებული ამერიკელი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი თანამედროვე ფოტოგრაფიაში საკმაოდ ცნობილია. მისი შემოქმედებიდან ყველაზე გახმაურებულია ცნობად სახეთა პორტრეტები. გასული საუკუნის მეორე ნახევარში მან შექმენა ისეთი ფოტოები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების აზრი ხშირად იყოფოდა. მან ასახა ცნობილი მუსიკოსები, მსახიობები, მოდელები. მუშაობდა მოდის სამყაროსთვისაც. კრიტიკოსთა თქმით, მას შეუძლია, კრეატიულად ასახოს ადამიანის ხასიათი ფოტოში თავისი პერსპექტივიდან. მან შეძლო, კომერციული და ხელოვნების სფეროები გაეერთიანებინა და პოპკულტურის სფერო გადმოეცა კრეატიული ფოტოგრაფიის საშუალებით.
ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფოტოგრაფიულ გამოფენებშიც, რამდენჯერმე დაჯილდოებულიცაა. ახლოს იყო იმ თემთან, რომელსაც ასახავდა, მხარს უჭერდა კრიტიკულ მომენტებში, ხანდახან უსაფრთხოების რისკის ქვეშაც.
ლეიბოვიცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მწერალ და ესეისტ სიუზენ ზონტაგთან, სიუზენის გარდაცვალებამდე, 2004 წელს. მისი სიცოცხლის პერიოდში, არც ერთ მათგანს ურთიერთობა არ გაუსაჯაროებია. 1990-2005-ში ენმა დაწერა: „ჩვენს ლექსიკონში არ არსებობდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,კომპანიონი’”და ,,პარტნიორი”. ჩვენ უბრალოდ ორი ადამიანი ვიყავით, რომელიც ერთმანეთს ეხმარებოდა. ჩემთვის ყველაზე მიახლოებული მნიშვნელობის სიტყვა ,,მეგობარია”,თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტი განსაზღვრება ,,საყვარელი” იყო. „გვიწოდეთ საყვარლები, მომწონს ეს სიტყვა, რადგან რომანტიკულად ჟღერს. მინდა, ყველაფერი ცხადი იყოს. მე მიყვარს სიუზანი.“
მისი შემოქმედების ყველაზე პოპულარული ფოტოა ჯონ ლენონისა და იოკო იონოს გამოსახულება, რომელიც ლენონის მკვლელობამდე ხუთი საათით ადრეა გადაღებული.
1990-იანებში მან ბოსნიაში იმოგზაურა, როცა იქ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. მოგზაურობისას პატარა ბიჭის მკვლელობას შეესწრო, რომელიც სნაიპერმა დაჭრა და საავადმყოფოსკენ მიმავალი გზაში გარდაიცვალა. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ კადრი მაშინ გადაიღო, როცა ბავშვი სასწრაფომ წაიყვანა. სურათზე ასახულია ველოსიპედი, რომლითაც ბიჭი გადაადგილდებოდა, გვერდით კი სისხლის გუბე.
აქვეა მისი შემოქმედებიდან სხვა საინტერესო ფოტოებიც:
1999
დემი მური 1992
კით ჰარინგი 1986
ტონი კურტისი და ჯეკ ლემონი 1995
მერილ სტრიპი 1986
ელა ფიცჯერალდი 1988
პატი სმითი 1996
ჯული ვორდენი 1999
ელიზაბეტ მეორე 2007
1991
,,როდესაც ვამბობ, რომ მინდა ვინმეს ფოტო გადავუღო, ეს ნიშნავს, რომ მინდა ის გავიცნო. როდესაც ვინმეს ვიცნობ, მას ფოტოს ვუღებ” – ენი ლეიბოვიცი
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული. ნამსა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება და ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.