ბულინგთან ბრძოლის დღე, იგივე Pink Shirt Day

ბულინგი არის არასასურველი, განმეორებითი ხასიათის აგრესიული ქცევა, რომელიც ხშირად არათანაბარი ძალებითაა გამოწვეული. ბულინგში ერთიანდება ისეთი ქცევები, როგორებიცაა მუქარა, მცდარი ინფორმაციის გავრცელება, ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე ჯგუფიდან ადამიანის გამიზნულად გარიყვა. მას სერიოზული და მუდმივი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ბულინგის მსხვერპლნი არიან, უფრო ხშირად აწყდებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს – აწუხებთ დეპრესია და შფოთვა, უჩნდებათ სუიციდური აზრებიც. ბულინგია ხშირია სკოლებში.

ბულინგის საწინააღმდეგო დღე, ასევე ცნობილი, როგორც Pink Shirt Day – ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ამ დღეს ადამიანები ვარდისფერ პერანგებს იცვამენ და ასე გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ბულინგის წინააღმდეგ. მისი აღნიშვნა პირველად კანადაში დაიწყეს.

პირველი ღონისძიება 2007 წელს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, დევიდ შეფარდმა და ტრევის პრაისმა გამართეს. მათ 50 ვარდისფერი მაისური შეიძინეს და გაავრცელეს მას შემდეგ, რაც ბულერებმა სკოლაში მეცხრე კლასელი მოსწავლე ჩაკ მაკლინი ვარდისფერი პოლოს მაისურის გამო აბუჩად აიგდეს. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, ამ ფორმით მხარდაჭერა გამოეხატათ. ამის შემდეგ ბულინგთან ბრძოლის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიება მიზნად ისახავს ბულინგის შემცირებას, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო და სამართლიან გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ 4 მაისი გამოაცხადა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას მისი აღნიშვნა თებერვლის ბოლოს ურჩევნია, მათ შორის, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კანადაში Pink Shirt Day ყოველი წლის თებერვლის ბოლო ოთხშაბათს იმართება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, 2020 წლის 1 ივნისს ანტი-ბულინგის დღე პირველად აღინიშნა.

წინა

ემჯეი როდრიგესი GlAAD-ის მედია დაჯილდოებაზე საპატიო ტიტულს მიიღებს

შემდეგი

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება