ფოტო: ზაზა ფაჩულია/Facebook
//

საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! — ზაზა ფაჩულია

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია რუსულ კანონპროექტს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.

“საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!

მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს 🇬🇪🇪🇺”, — წერს ფაჩულია Facebook-ზე.

სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, მათ შორის, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის. სპეციალური საშუალებების გამოყენება რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა მოქალაქეები არ იშლებოდნენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ტერიტორიაზე რჩება, თუმცა რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი განლაგდა, რასაც მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავებაც.

პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

გირჩი — მეტი თავისუფლება: ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს

შემდეგი

ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია — ბორელი

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება