ფოტო: Facebook/ნიკოლოზ რაჭველი
//

ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” — ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ გმობს და წინააღმდეგობას უცხადებს რუსულ კანონს.

“ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე შეუდგნენ. სამწუხაროდ, გასტროლზე ყოფნის გამო ვერ ვიქნები პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, ჩემი სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით ვგმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” (ორივეს, სამივეს და ნებავთ ხუთი ვერსია რომ შემოგვთავაზონ ხუთივეს!), რადგან უპირველეს ყოვლისა, ის ბარიერია დემოკრატიული პროცესების გაძლიერების გზაზე ჩვენს სახელმწიფოში, ჩატეხილი ხიდია ჩვენსა და ჩვენდამი გულშემატკივარ დასავლელ პარტნიორებს, დონორებს, მხარდამჭერებს შორის და რაც მთავარია, იწვევს იმ ქვეყნებისა და დიპლომატების უაღრესად ნეგატიურ რეაქციას, რომელთა კეთილგანწყობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური კურსის – ევროპულ ოჯახში ინტეგრირების აღსასრულებლად!”, — წერს რაჭველი.

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტს 9 მარტს უნდა განეხილა, თუმცა მოულოდნელად, დღეს, 7 მარტს დაიწყეს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა — ყაველაშვილი

შემდეგი

აქციაზე სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია დაუყოვნებლივ აღკვეთს — შსს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება