გახმაურებული ამერიკული სერიალის, „სუპერნატურალის“ მსახიობი მიშა კოლინსი დაქამინგაუთდა და თქვა, რომ ბისექსუალია. თუმცა მოგვიანებით უარყო და ბოდიში მოუხადა ფანებს და ლგბტქი ადამიანებს შეცდომაში შეყვანის გამო.
ქამინგაუთი მსახიობმა ნიუ-ჯერსიში, „სუპერნატურალის“ ფანებთან შეხვედრის დროს გააკეთა. კითხვა-პასუხის დროს მსახიობმა თავის გულშემატკივრებს სამი კითხვა დაუსვა, ვინ არის თქვენს შორის ინტროვერტი, ექსტროვერტი და ბისექსუალი. კითხვების დასმის შემდეგ კი მსახიობმა თქვა, რომ თვითონ სამივეა.
მსახიობის ქამინგაუთს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, „სუპერნატურალის“ მრავალი ფანი Twitter-ით გამოეხმაურა მსახიობის ამ თამამ ნაბიჯს.
თუმცა მალევე გაირკვა, რომ მსახიობი სულაც არ აიდენტიფიცირებს თავს, როგორც ბისექსუალი ადამიანი და ბოდიში მოუხადა ფანებს შეცდომისთვის.
„ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო ამ შაბათ-კვირას გამართული არასწორი საუბრის გამო. ნიუ-ჯერსიში ფანთა კონგრესზე აუდიტორიასთან საუბრისას ვთქვი, რომ სამივე ვიყავი, ინტროვერტი, ექსტროვერტი და ბისექსუალი. ეს ჩემი მოუხერხებელი განზრახვა იყო თავიდან ამერიდებინა ჩემს სექსუალობაზე საუბარი. მაგრამ ისე გამოვიდა, თითქოს ბისექსუალი ვარ“. წერს მსახიობი ოფიციალურ მიმართვაში, სადაც ის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის შეცდომაში შეყვანის გამო.
I am deeply sorry for the clumsiness of my language. I want to be a better ally and I feel sick to my stomach that I might have done anything to make things worse. I’m trying to learn, trying to do better and I will keep listening.
Thanks and I’m sorry,
Misha
5/5— Misha Collins (@mishacollins) April 25, 2022
“ეს არ იყო ჩემი განზრახვა, ამიტომ უნდა შევცვალო ჩვენება: მე არ ვარ ბისექსუალი, ვარ ჰეტეროსექსუალი, თუმა ამასთან ერთად ვარ ძლიერი მოკავშირე და ლგბტქი+ ადამიანების ბრძოლებს საკუთარ თავზე არ მივიწერ. მე სრულად მხარს ვუჭერ იმ იდეას, რომ ადამიანის უფლებები იქამდე მივიდეს, რომ ყველას შეგვეძლოს თავისუფლად და გულწრფელად გამოვხატოთ საკუთარი თავი და გვიყვარდეს ის ვინც გვიყვარს. ღიად და დაუფარავად”, დაამატა მსახიობმა
“სუპერნატურალი” 2005-2020 წლების პოპულარული ამერიკული სერიალია, რომელიც ორი ძმის ისტორიას გვიამბობს. სერიალის 15 სეზონი და 300-ზე მეტი სერია იხილა მაყურებელმა. მიშა კოლინსი სერიალში 12 სეზონის განმავლობაში ასრულებდა ქვიარ ანგელოზის როლს.