22 ივნისს, პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ დაჯგუფების ტელევიზიის, ალტ-ინფოს ეთერში პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზება გამოაცხადა.
ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ „ამათ ჩვენ საბოლოოდ გადავამტვრევთ“, ამასთან, ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის თქმით, „საქართველოში არა ერთი ხელისუფლება მეორით, არამედ წყობა, სისტემა და მიზანი შეიცვლება“ იმის, რასაც აკეთებენ.
მახარაძის განცხადების პარალელურად პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შედგა, რომლემაც, გასული წლის 5 ივლისის მოვლენები თბილისი პრაიდის პასუხისმგებლობად მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია — ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დგას. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ. პირდაპირი პროვოკაცია, პირდაპირი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, უნდოდათ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, მასობრივი არეულობა, შეტაკებები, პოლიციას ძალა გამოეყენებინა. ეს ამ ადამიანებმა დაგეგმეს“.
პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაიჭირეს და გაასამართლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული, მეტიც, დაჯგუფების ლიდერი, ზურაბ მახარაძემ ტელევიზიის ეთერით ახალი თავდასხმისთვის ხალხის მობილიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა.